რამდენიმე დღის წინ ლოს ანჯელესში Art Gala გაიმართა, რომელსაც ვარსკვლავები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო კი სოციალურ ქსელში საზოგადოების ფავორიტი გახდა და აქტუალობას არ ჰკარგავს.
ვიდეოზე მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს და "ამაზონის" დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსისა და მისი ახალი მეგობარი გოგონას შეხვედრაა აღბეჭდილი. ჯეფ ბეზოსის მეგობარმა ქალმა, ლორენ სანჩესმა დიკაპრიოს დანახვით გამოწვეული აღფრთოვანება არ დამალა და მისალმების დროს, რომელიც დაახლოებით ექვსი წამი გაგრძელდა, როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ფლირტის ხელოვნება სრულად გამოავლინა.
Leonardo Dicaprio meets Jeff Bezos & his new girlfriend at the Art Gala in LA pic.twitter.com/8UmvOMgJFT
— 2Cool2Blog (@2cooI2blog) November 7, 2021
საზოგადოებას არ გამოჰპარვია, რომ ცერემონიაზე ლეო მარტო იყო და მის გერლფრენდს, კამილა მორონეს მოუწოდეს, რომ დიკაპრიო მარტო "არსად აღარ გაუშვას."
"როდესაც პლანეტის ყველაზე მდიდარ კაცს ხვდები, მაგრამ ყველაფერს რისკავ, რადგანაც, უბრალოდ, ლეო დაინახე."
"როდესაც მილიარდებს ვეღარ ითვლი, მაგრამ დიკაპრიო არ ხარ.."
"რამდენი მილიონიც უნდა მქონდეს, ჩემს გერლფრენდს ლეოს მაინც არ გავაცნობ."
"ლეომ გოგო წამებში მოგპარა", - წერენ ვიდეოს კომენტარებში.
მე კი ძალიან მომწონს ლეო...რაც უფრო ასაკში შევიდა , ძალიან მაგარი კაცი დადგა:)))ბავშვობაში ქერა ღლაპი იყო . ეხლა კი ძალიან სიმპათიურია,თან ძალიან ნიჭიერი!
ეგრე ბეზოსს ისეთი ქალები ეყოლება როოოო😄 საუკეთესო სუპერმოდელები