ავტორი:

"რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? - მიშასთვის - მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, რომელ ნომერშია საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?" - სალომე სამადაშვილი

"რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? - მიშასთვის - მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, რომელ ნომერშია  საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, უფრო ამაზე ვიდარდებდი.

"რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? - მიშასთვის - მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?

გვითხრეს: ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო.

საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო“, - წერს სალომე სამადაშვილი "ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

გვარამიას თქმით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა. ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა