საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 რამ, რაც PCR ტესტზე უნდა იცოდეთ - რა განსაზღვრავს პასუხის სისწორეს?
10 რამ, რაც PCR ტესტზე უნდა იცოდეთ - რა განსაზღვრავს პასუხის სისწორეს?

ბოლო ორი წე­ლია, PCR ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ კვლე­ვად მი­ვიჩ­ნი­ოთ, მა­შინ, როცა, COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე, ბევრ ჩვენ­განს მისი და­სა­ხე­ლე­ბაც კი არ სმე­ნია.

კვლე­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი 1983 წელს ბი­ო­ქი­მი­კოს­მა კერი მუ­ლის­მა გა­მო­ი­გო­ნა და 10 წე­ლი­წად­ში ქი­მი­ის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­აც მი­ი­ღო. მა­ლე­ვე პო­ლი­მე­რა­ზის ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია, ანუ PRC ტეს­ტი, მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფარ­თოდ ცნო­ბი­ლი გახ­და და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და­ი­წყეს.

რა­ტომ იყო PCR-ის გა­მო­გო­ნე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და რა­ტომ არის ის კვლე­ვის ოქ­როს სტან­დარ­ტი?

რა პი­რო­ბე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბი­სას, რომ ვირუ­სი არ გავ­რცელ­დეს? გა­დავ­წყვი­ტეთ, PCR-ის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ 10 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ:

1. PCR ტეს­ტი ვირუ­სის კვლე­ვის მო­ლე­კუ­ლუ­რი მე­თო­დია და 99%-იანი სან­დო­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა

პა­ცი­ენ­ტის­გან აღე­ბულ ბი­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას ხდე­ბა ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის გა­მოკ­ვლე­ვა. მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი იკ­ვლევს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლას - რნმ-ს, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ 99%-ით ზუს­ტი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

PCR მე­თოდს ან­ტი­გე­ნის ტესტთან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბა აქვს, რად­გან მის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, რაც უფრო დე­ტა­ლურ კვლე­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ან­ტი­გე­ნის ტეს­ტის დროს კი მკვლე­ვა­რი ცი­ლო­ვან მა­სა­ლას აფიქ­სი­რებს და ცდო­მი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უფრო მა­ღა­ლია.

2. PCR ტეს­ტის გა­კე­თე­ბი­სას არას­წორ­მა ეკი­პი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს

PCR ტეს­ტი­რე­ბას უკვე თით­ქმის ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რია აკე­თებს, მისი ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ე. წ. Drive პუნ­ქტებ­შიც კი, თუმ­ცა, თუ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი არას­წო­რი ეკი­პი­რე­ბით მუ­შა­ობს, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სა და არა­ზუს­ტი შე­დე­გის მი­ღე­ბის საფრ­თხე მა­ღა­ლია.

არას­რუ­ლი ან არას­წო­რი ეკი­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია და­ცუ­ლი და არც პა­ცი­ენ­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რას უნდა მო­ი­ცავ­დეს ეკი­პი­რე­ბა და რო­გო­რი უნდა იყოს პრო­ცე­დუ­რა: ეპი­დე­მი­ო­ლოგს თავ­ზე უნდა ეხუ­როს ჩაჩი, უნდა ეკე­თოს რეს­პი­რა­ტო­რი, დამ­ცა­ვი ფარი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ვა­ლე, ხელ­თათ­მა­ნე­ბი (სა­სურ­ვე­ლია ორი) და უნდა ეც­ვას ერთჯე­რა­დი ხა­ლა­თი. ფა­რი­სა და სათ­ვა­ლის გარ­და, ჩა­მოთ­ვლი­ლი ეკი­პი­რე­ბა ერთჯე­რა­დია და ყო­ვე­ლი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბამ­დე უნდა გა­მო­იც­ვა­ლოს.

გარ­და იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ამ­გვა­რად მე­ტად და­ცუ­ლე­ბი არი­ან, სრულ­ყო­ფი­ლი ეკი­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლია ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა და­ბინ­ძურ­დეს და არას­წო­რი პა­სუ­ხი მი­ვი­ღოთ.

ლა­ბო­რა­ტო­რია „მედ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში“ გან­გვი­მარ­ტეს, რომ არას­წო­რად ჩაც­მუ­ლი ხელ­თათ­მა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა და­ბინ­ძურ­დეს არა ერთი, არა­მედ ყვე­ლა იმ პა­ცი­ენ­ტის ნი­მუ­ში, ვი­საც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ტესტს გა­უ­კე­თებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ნი­მუ­შე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად, მა­გა­ლი­თად, „მედ დი­აგ­ნოს­ტი­კას“ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი თავ­დაც­ვის ხერ­ხი: ორი ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა.

„PCR ტეს­ტი მხო­ლოდ ნა­ცხის სწო­რად აღე­ბა არ არის, მას ჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი და აკუ­რა­ტუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი და მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი, ბი­ო­ინ­ფორ­მა­ტი­კო­სი, ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბა და ხა­რის­ხი­ა­ნი აპა­რა­ტუ­რა. ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ყვე­ლა კომ­პო­ნენტს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, რაც ზუს­ტი შე­დე­გის გა­რან­ტია“, - აღ­ნიშ­ნეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

3. ნი­მუ­შის სწო­რად ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გა­დამ­წყვე­ტია

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ეტა­პი უნდა გა­ი­ა­როს ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­სა­ლამ, რომ ზუს­ტი პა­სუ­ხი მი­ვი­ღოთ და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი სწო­რად შეს­რულ­დეს. აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში არას­წო­რად ტრან­სპორ­ტი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლოო პა­სუხზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, ამი­ტომ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი სწო­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი,

ლა­ბო­რა­ტო­რია „მედ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ რნმ-ის მო­ლე­კუ­ლა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და, თუ მას სპე­ცი­ა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე არ შე­ვი­ნა­ხავთ, შე­იძ­ლე­ბა და­ი­შა­ლოს. ნა­ცხის აღე­ბის შემ­დეგ ნი­მუ­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ­დე ყი­ნულ­თან ერ­თად უნდა ტრან­სპორ­ტირ­დეს. რო­გორც წესი, PCR -ის­თვის აღე­ბულ ნი­მუ­შის შე­ნახ­ვა რამ­დე­ნი­მე დღე -20 გრა­დუს­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„გვაქვს -80-გრა­დუ­სი­ა­ნი მა­ცივ­რე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ნი­მუ­ში უსას­რუ­ლო დრო­ით უსაფრ­თხოდ შე­ვი­ნა­ხოთ. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვა ნი­მუ­შის აღე­ბის წუ­თი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - გან­გვი­მარ­ტეს „მედ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში“.

4. PCR კვლე­ვა კეთ­დე­ბა არა მხო­ლოდ ნა­ცხით, არა­მედ ნერ­წყვის მეშ­ვე­ო­ბი­თაც

კვლე­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელ­ზე მე­ტია, არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­წყეს.

ნერ­წყვით აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შის კვლე­ვაც PCR ტექ­ნო­ლო­გი­ით ხდე­ბა და 99%-იანი სი­ზუს­ტით ხა­სი­ათ­დე­ბა, თუ პა­ცი­ენ­ტმა ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბამ­დე სა­ჭი­რო ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია სწო­რად შე­ას­რუ­ლა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი არ მი­ირ­თვა საკ­ვე­ბი, არ მო­იხ­მა­რა თამ­ბა­ქო, არ მი­ი­ღო სი­თხე­ე­ბი და არ და­ღე­ჭა სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი.

რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ტეს­ტის სი­ზუს­ტე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მხრი­დან თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ ამ წი­ნა­პი­რო­ბას ბევ­რი ვერ ას­რუ­ლებს და ხში­რად ნერ­წყვით ტეს­ტის სი­ზუს­ტის ცდო­მი­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა, ამი­ტომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც ნა­ცხის ნი­მუ­შით ჩა­ტა­რე­ბულ PCR ტესტს ანი­ჭე­ბენ.

5. PCR ანა­ლი­ზის ნერ­წყვით აღე­ბა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი

ჯან­მო-სა და FDA-ის (ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია) მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კვლე­ვის ეს მე­თო­დი სულ ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­ბო­რა­ტო­რია „მედ დი­აგ­ნოს­ტი­კამ“ შე­მო­ი­ტა­ნა. მე­თო­დი პა­ცი­ენ­ტებს ყო­ველ­გვა­რი უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბი­სა და ერ­თგვა­რი ში­შის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს, რაც ტეს­ტის გა­კე­თე­ბას ახ­ლავს. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტეს­ტის წინა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო.

6. ნა­ცხით ანა­ლი­ზის აღე­ბა არ უნდა იყოს მტკივ­ნე­უ­ლი

ნი­მუ­შის აღე­ბას მარ­თლაც ახ­ლავს მცი­რე დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა პრო­ცე­დუ­რა ზუს­ტად ჩა­ა­ტა­როს და პა­ცი­ენ­ტის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი არ იყოს.

ამას­თან, არ არ­სე­ბობს ლი­მი­ტი, კვი­რა­ში ან თვე­ში რამ­დენ­ჯერ გა­ტესტვაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ეჭ­ვი­სა და სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში PCR კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ და ამით ცხვირ-ხა­ხის ქსო­ვი­ლებს არ იზი­ა­ნებთ.

7. თუ ნი­მუ­შის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლურ კა­რა­და­ში არ ჩა­ტარ­და, შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სი უკონ­ტრო­ლოდ გავ­რცელ­დეს

ეს მძი­მე სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ლე­კუ­ლურ­მა ბი­ო­ლოგ­მა ტეს­ტის კვლე­ვის პრო­ტო­კო­ლი ზუს­ტად არ და­იც­ვა.

კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ნი­მუ­შის სინ­ჯა­რას თავი მხო­ლოდ ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­ში მო­ეხ­სნას, სა­დაც მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი ვირუსს ცი­ლე­ბის­გან გაწ­მენ­დს და დარ­ჩე­ნი­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის კვლე­ვას და­ი­წყებს.

8. თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში PCR ტეს­ტის კვლე­ვის ძი­რი­თად ნა­წილს რო­ბო­ტუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი აკე­თებს

მა­გა­ლი­თად, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ამე­რი­კუ­ლი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბის „თერ­მო­ფი­შე­რის“ მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ტეს­ტის კვლე­ვი­სას პერ­სო­ნა­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, რაც კი­დევ უფრო მე­ტად ამ­ცი­რებს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

უახ­ლეს აპა­რა­ტუ­რას დღე­ში 8000-მდე ნი­მუ­შის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა შე­უძ­ლია. რა თქმა უნდა, მი­ღე­ბულ შე­დე­გებს შემ­დეგ ბი­ო­ინ­ფორ­მა­ტი­კო­სე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ და სა­ბო­ლოო დას­ტურს და­დე­ბით ან უარ­ყო­ფით პა­სუხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისი­ნი გას­ცე­მენ.

9. თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში PCR ტეს­ტე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში ბი­ო­ინ­ფორ­მა­ტი­კო­სე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი

აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და COVID-19-ის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. ბი­ო­ინ­ფორ­მა­ტი­კო­სი კარ­გად უნდა ფლობ­დეს თა­ვის ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ას და ასე­ვე, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნდა ერ­კვე­ო­დეს იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­ნად­გა­რე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით მი­ღე­ბულ პა­სუხ­საც აა­ნა­ლი­ზებს.

მათს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში შე­დის პა­სუ­ხის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, გრა­ფი­კე­ბის წა­კი­თხვა, მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა.

10. PCR ტეს­ტი­რე­ბა COVID-19-ის გარ­და აივ ინ­ფექ­ცი­ის, C ჰე­პა­ტი­ტი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად წლე­ბია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა

გარ­და აივ ინ­ფექ­ცი­ი­სა და C ჰე­პა­ტი­ტი­სა, კვლე­ვის აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს იყე­ნე­ბენ პა­პი­ლო­მა ვირუ­სის, ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სის, მა­ლა­რი­ი­სა და ციმ­ბი­რუ­ლი წყლუ­ლის კვლე­ვის­თვი­საც. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, PCR კვლე­ვა 99%-იანი სი­ზუს­ტით იძ­ლე­ვა პა­სუხს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
2

პირს რამხელაზე გაუღია

Gio
37

skolebshi Dzalian gavrcelda kovidi samsucxaroa from am mtavrobas sul ar adardebs maswavleblebis janmrtelobis mdgomareoba.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

10 რამ, რაც PCR ტესტზე უნდა იცოდეთ - რა განსაზღვრავს პასუხის სისწორეს?

10 რამ, რაც PCR ტესტზე უნდა იცოდეთ - რა განსაზღვრავს პასუხის სისწორეს?

ბოლო ორი წელია, PCR ტესტი შეიძლება ყველაზე აქტუალურ კვლევად მივიჩნიოთ, მაშინ, როცა, COVID-19-ის გავრცელებამდე, ბევრ ჩვენგანს მისი დასახელებაც კი არ სმენია.

კვლევის აღნიშნული მეთოდი 1983 წელს ბიოქიმიკოსმა კერი მულისმა გამოიგონა და 10 წელიწადში ქიმიის დარგში ნობელის პრემიაც მიიღო. მალევე პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქცია, ანუ PRC ტესტი, მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი გახდა და მისი გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს.

რატომ იყო PCR-ის გამოგონება რევოლუციური და რატომ არის ის კვლევის ოქროს სტანდარტი?

რა პირობები უნდა იყოს დაცული კვლევის ჩატარებისას, რომ ვირუსი არ გავრცელდეს? გადავწყვიტეთ, PCR-ის შესახებ გიამბოთ 10 საინტერესო ფაქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:

1. PCR ტესტი ვირუსის კვლევის მოლეკულური მეთოდია და 99%-იანი სანდოობით ხასიათდება

პაციენტისგან აღებულ ბიოლოგიურ მასალაზე დაკვირვებისას ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის გამოკვლევა. მოლეკულური ბიოლოგი იკვლევს ვირუსის გენეტიკურ მასალას - რნმ-ს, რომელიც ინფიცირების შესახებ 99%-ით ზუსტი პასუხის მიღების საშუალებას იძლევა.

PCR მეთოდს ანტიგენის ტესტთან შედარებით უფრო მაღალი სანდოობა აქვს, რადგან მის შემთხვევაში ხდება ვირუსის გენეტიკური მასალების აღმოჩენა, რაც უფრო დეტალურ კვლევასთან არის დაკავშირებული, ანტიგენის ტესტის დროს კი მკვლევარი ცილოვან მასალას აფიქსირებს და ცდომილების შესაძლებლობა უფრო მაღალია.

2. PCR ტესტის გაკეთებისას არასწორმა ეკიპირებამ შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს

PCR ტესტირებას უკვე თითქმის ყველა ლაბორატორია აკეთებს, მისი ჩატარება შესაძლებელია, ე. წ. Drive პუნქტებშიც კი, თუმცა, თუ სამედიცინო პერსონალი არასწორი ეკიპირებით მუშაობს, ვირუსის გავრცელებისა და არაზუსტი შედეგის მიღების საფრთხე მაღალია.

არასრული ან არასწორი ეკიპირების შემთხვევაში არც სამედიცინო პერსონალია დაცული და არც პაციენტი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას უნდა მოიცავდეს ეკიპირება და როგორი უნდა იყოს პროცედურა: ეპიდემიოლოგს თავზე უნდა ეხუროს ჩაჩი, უნდა ეკეთოს რესპირატორი, დამცავი ფარი ან სპეციალური სათვალე, ხელთათმანები (სასურველია ორი) და უნდა ეცვას ერთჯერადი ხალათი. ფარისა და სათვალის გარდა, ჩამოთვლილი ეკიპირება ერთჯერადია და ყოველი ახალი პაციენტის მიღებამდე უნდა გამოიცვალოს.

გარდა იმისა, რომ პაციენტები და სამედიცინო პერსონალი ამგვარად მეტად დაცულები არიან, სრულყოფილი ეკიპირების შემთხვევაში, გამორიცხულია ბიოლოგიური მასალა დაბინძურდეს და არასწორი პასუხი მივიღოთ.

ლაბორატორია „მედ დიაგნოსტიკაში“ განგვიმარტეს, რომ არასწორად ჩაცმული ხელთათმანის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაბინძურდეს არა ერთი, არამედ ყველა იმ პაციენტის ნიმუში, ვისაც ეპიდემიოლოგი ტესტს გაუკეთებს და აღნიშნული კომპონენტის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ნიმუშების დაბინძურებისგან თავის ასარიდებლად, მაგალითად, „მედ დიაგნოსტიკას“ შემუშავებული აქვს დამატებითი თავდაცვის ხერხი: ორი ხელთათმანის გამოყენება.

„PCR ტესტი მხოლოდ ნაცხის სწორად აღება არ არის, მას ჭირდება სპეციალური ლაბორატორია, კარგად გაწვრთნილი და აკურატული ეპიდემიოლოგი და მოლეკულური ბიოლოგი, ბიოინფორმატიკოსი, ბიოუსაფრთხოება და ხარისხიანი აპარატურა. ჩამოთვლილთაგან ყველა კომპონენტს ვაკმაყოფილებთ, რაც ზუსტი შედეგის გარანტია“, - აღნიშნეს ლაბორატორიაში.

3. ნიმუშის სწორად ტრანსპორტირება გადამწყვეტია

წარმოიდგინეთ, რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს ბიოლოგიურმა მასალამ, რომ ზუსტი პასუხი მივიღოთ და რამდენად მნიშვნელოვანია, ყველა საფეხური სწორად შესრულდეს. აღებული ნიმუშის ლაბორატორიაში არასწორად ტრანსპორტირებამ შეიძლება საბოლოო პასუხზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომ ტემპერატურული რეჟიმი სწორად უნდა იყოს დაცული,

ლაბორატორია „მედ დიაგნოსტიკაში“ განმარტავენ, რომ რნმ-ის მოლეკულა ძალიან მგრძნობიარეა და, თუ მას სპეციალურ ტემპერატურაზე არ შევინახავთ, შეიძლება დაიშალოს. ნაცხის აღების შემდეგ ნიმუში ლაბორატორიამდე ყინულთან ერთად უნდა ტრანსპორტირდეს. როგორც წესი, PCR -ისთვის აღებულ ნიმუშის შენახვა რამდენიმე დღე -20 გრადუსზეა შესაძლებელი.

„გვაქვს -80-გრადუსიანი მაცივრები, რაც საშუალებას გვაძლევს, ნიმუში უსასრულო დროით უსაფრთხოდ შევინახოთ. ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ნიმუშის აღების წუთიდან მნიშვნელოვანია,“ - განგვიმარტეს „მედ დიაგნოსტიკაში“.

4. PCR კვლევა კეთდება არა მხოლოდ ნაცხით, არამედ ნერწყვის მეშვეობითაც

კვლევის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოში დაახლოებით ერთი წელზე მეტია, არსებობს, თუმცა საქართველოში მისი აქტიურად გამოყენება ბოლო პერიოდში დაიწყეს.

ნერწყვით აღებული ნიმუშის კვლევაც PCR ტექნოლოგიით ხდება და 99%-იანი სიზუსტით ხასიათდება, თუ პაციენტმა ტესტის ჩატარებამდე საჭირო ყველა რეკომენდაცია სწორად შეასრულა. უფრო კონკრეტულად კი არ მიირთვა საკვები, არ მოიხმარა თამბაქო, არ მიიღო სითხეები და არ დაღეჭა საღეჭი რეზინი.

როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ, ტესტის სიზუსტე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის მხრიდან თავისი წილი პასუხისმგებლობის შესრულებაზე. სამწუხაროდ ამ წინაპირობას ბევრი ვერ ასრულებს და ხშირად ნერწყვით ტესტის სიზუსტის ცდომილებაში აისახება, ამიტომ ლაბორატორიები უპირატესობას მაინც ნაცხის ნიმუშით ჩატარებულ PCR ტესტს ანიჭებენ.

5. PCR ანალიზის ნერწყვით აღება უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი

ჯანმო-სა და FDA-ის (ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაცია) მიერ დამტკიცებული კვლევის ეს მეთოდი სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ლაბორატორია „მედ დიაგნოსტიკამ“ შემოიტანა. მეთოდი პაციენტებს ყოველგვარი უსიამოვნო შეგრძნებისა და ერთგვარი შიშისგან ათავისუფლებს, რაც ტესტის გაკეთებას ახლავს. მხოლოდ და მხოლოდ ტესტის წინა რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო.

6. ნაცხით ანალიზის აღება არ უნდა იყოს მტკივნეული

ნიმუშის აღებას მართლაც ახლავს მცირე დისკომფორტი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეპიდემიოლოგმა პროცედურა ზუსტად ჩაატაროს და პაციენტისთვის მტკივნეული არ იყოს.

ამასთან, არ არსებობს ლიმიტი, კვირაში ან თვეში რამდენჯერ გატესტვაა რეკომენდებული. ეჭვისა და სიმპტომების შემთხვევაში PCR კვლევის ჩატარება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ და ამით ცხვირ-ხახის ქსოვილებს არ იზიანებთ.

7. თუ ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა ბიოუსაფრთხოების სპეციალურ კარადაში არ ჩატარდა, შეიძლება ვირუსი უკონტროლოდ გავრცელდეს

ეს მძიმე სცენარი შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მოლეკულურმა ბიოლოგმა ტესტის კვლევის პროტოკოლი ზუსტად არ დაიცვა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნიმუშის სინჯარას თავი მხოლოდ ბიოუსაფრთხოების კაბინეტში მოეხსნას, სადაც მოლეკულური ბიოლოგი ვირუსს ცილებისგან გაწმენდს და დარჩენილი გენეტიკური მასალის კვლევას დაიწყებს.

8. თანამედროვე ლაბორატორიებში PCR ტესტის კვლევის ძირითად ნაწილს რობოტული ტექნოლოგიები აკეთებს

მაგალითად, პრემიუმ ხარისხის ამერიკული ავტომატიზებული აპარატების „თერმოფიშერის“ მქონე ლაბორატორიებში ტესტის კვლევისას პერსონალის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც კიდევ უფრო მეტად ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას.

უახლეს აპარატურას დღეში 8000-მდე ნიმუშის გაანალიზება შეუძლია. რა თქმა უნდა, მიღებულ შედეგებს შემდეგ ბიოინფორმატიკოსები ამუშავებენ და საბოლოო დასტურს დადებით ან უარყოფით პასუხთან დაკავშირებით ისინი გასცემენ.

9. თანამედროვე ლაბორატორიებში PCR ტესტების გაანალიზებაში ბიოინფორმატიკოსები არიან ჩართულები

აღნიშნული სპეციალობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ბიოინფორმატიკოსი კარგად უნდა ფლობდეს თავის ძირითად პროფესიას და ასევე, საფუძვლიანად უნდა ერკვეოდეს იმ სამედიცინო დანადგარების ფუნქციონირებაში, რომელთა მეშვეობით მიღებულ პასუხსაც აანალიზებს.

მათს მოვალეობებში შედის პასუხის გაანალიზება, გრაფიკების წაკითხვა, მონაცემების დამუშავება და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა.

10. PCR ტესტირება COVID-19-ის გარდა აივ ინფექციის, C ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების აღმოსაჩენად წლებია გამოიყენება

გარდა აივ ინფექციისა და C ჰეპატიტისა, კვლევის აღნიშნულ მეთოდს იყენებენ პაპილომა ვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის, მალარიისა და ციმბირული წყლულის კვლევისთვისაც. აღნიშნული დაავადებების შემთხვევაშიც, PCR კვლევა 99%-იანი სიზუსტით იძლევა პასუხს.