სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის გამოუყო აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 101 მლნ. ევროს სესხი?
რისთვის გამოუყო აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 101 მლნ. ევროს სესხი?

აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის 101 მლნ ევ­როს სეს­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სავ­ლის გაზ­რდას და რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა.

რო­გორც აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მიერ (ADB) დღეს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი 101 მი­ლი­ო­ნი ევ­როს (და­ახ­ლო­ე­ბით 119.9 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი) ოდე­ნო­ბის სეს­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას და უკვე არ­სე­ბუ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ასე­ვე ურ­ბა­ნულ ცენ­ტრებ­ში სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდას მოხ­მარ­დე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რე­სი აჩ­ვე­ნა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა არა­თა­ნაბ­რად იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და მას­ზე მძი­მე ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნია კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ამ,“ - გა­ნა­ცხა­და ADB-ის ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აზი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ევ­გე­ნი ჟუ­კოვ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და ხელს შე­უ­წყობს ქა­ლა­ქე­ბის უფრო მდგრად, მრა­ვალ­მხრივ და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი მე­დეგ გან­ვი­თა­რე­ბას.

"ADB-ის ქა­ლა­ქე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი (Livable Cities Investment Project for Balanced Development) წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში 1.5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს მო­უ­ტანს სარ­გე­ბელს. პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი მოხ­მარ­დე­ბა ქა­ლა­ქე­ბის ცენ­ტრე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი­სა და პარ­კე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უკე­თე­სი მო­ბი­ლო­ბის­თვის. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში აშენ­დე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სე­ბი და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.

პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ADB-ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი „ინ­კლუ­ზი­უ­რი ქა­ლა­ქე­ბის გზამ­კვლე­ვის“ მი­ხედ­ვით სა­ყო­ველ­თაო წვდო­მის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის­თვის. პრო­ექ­ტი ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს კულ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის, ქა­ლა­ქე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ცენ­ტრე­ბი­სა და სხვა ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ასე­ვე გა­ნახ­ლდე­ბა ტრან­სპორ­ტის სის­ტე­მე­ბი, მათ შო­რის თბი­ლი­სის მეტ­რო, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი წვდო­მი­სა და ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის­თვის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა"- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ADB-ის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი რა­მო­ლა ნაიკ სინ­გრუ ამ­ბობს, ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის მდე­ბა­რე, მდი­და­რი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­საყ­რე­ლი პო­ზი­ცია აქვს კო­ვიდ-19-ის შემ­დგომ გლო­ბა­ლუ­რი ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბად იქ­ცეს.

"ეს პრო­ექ­ტი და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იქ­ცეს კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ველ ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად და გა­აძ­ლი­ე­როს ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის­თვის. პრო­ექ­ტი ასე­ვე გა­აძ­ლი­ე­რებს მთავ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რე­გი­ო­ნუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ხელ­შე­წყო­ბის­თვის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გზით. სა­ქარ­თვე­ლო ADB-ის წევ­რია 2007 წლი­დან და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მრა­ვალ­მხრი­ვი პარტნი­ო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის ჯამი 3.92 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, ხოლო ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბი 28.9 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბი­საა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ADB-ის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტებს შო­რი­საა ვაჭ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა და სი­ღა­რი­ბის და­მარ­ცხე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­რეფ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზით. ADB-ის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს აზი­ი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის წარ­მა­ტე­ბულ, მრა­ვალ­მხრივ, მე­დეგ და მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას. ამავდრო­უ­ლად, ის კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას რე­გი­ონ­ში უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. 1966 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია აერ­თი­ა­ნებს 68 ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის 49 აზი­ის რე­გი­ო­ნი­და­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი"- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
1

ვისაც ბევრი დარჩება იმისია

?????
2

გენ-დირექტორი ჟუკოვი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

რისთვის გამოუყო აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 101 მლნ. ევროს სესხი?

რისთვის გამოუყო აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 101 მლნ. ევროს სესხი?

აზიის განვითარების ბანკის 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB) დღეს დამტკიცებული 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას და უკვე არსებულის რეაბილიტაციას, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გაუმჯობესებას ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდას მოხმარდება.

“საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ეკონომიკური ზრდა არათანაბრად იყო განაწილებული და მასზე მძიმე ზეგავლენა იქონია კოვიდ-19-ის პანდემიამ,“ - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი საქართველოს პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ქალაქების უფრო მდგრად, მრავალმხრივ და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგ განვითარებას.

"ADB-ის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტი (Livable Cities Investment Project for Balanced Development) წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს სარგებელს. პროექტით გათვალისწინებული რესურსები მოხმარდება ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას უკეთესი მობილობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენდება ბიბლიოთეკები, ელექტრონული სწავლების ცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები.

პროექტი განხორციელდება ADB-ის მიერ შემუშავებული „ინკლუზიური ქალაქების გზამკვლევის“ მიხედვით საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული ობიექტების, ქალაქების ისტორიული ცენტრებისა და სხვა ტურისტული ადგილების რეაბილიტაციას. ასევე განახლდება ტრანსპორტის სისტემები, მათ შორის თბილისის მეტრო, გაუმჯობესებული წვდომისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ADB-ის ურბანული განვითარების მთავარი სპეციალისტი რამოლა ნაიკ სინგრუ ამბობს, ევროპასა და აზიას შორის მდებარე, მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ხელსაყრელი პოზიცია აქვს კოვიდ-19-ის შემდგომ გლობალური ტურიზმის მიმართულებად იქცეს.

"ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს იქცეს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად და გააძლიეროს ტურისტული შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისთვის. პროექტი ასევე გააძლიერებს მთავრობის შესაძლებლობებს რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის სასწავლო პროგრამების გზით. საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი"- ნათქვამია ინფორმაციაში.