საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე... სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი" - ნიკა გვარამია
"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე... სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი" - ნიკა გვარამია

"მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრას­ბურ­გი­დან, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე აყ­ვა­ნი­ლია პრი­ო­რი­ტეტ­ზე - ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ დაკ­მა­ყო­ფილ­და," - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

გვა­რა­მი­ას თქმით, სა­სა­მარ­თლომ და­ა­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ აც­ნო­ბოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გლ­და­ნის #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ტარ­და.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სას­ტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე მათ და­ა­ვა­ლა ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­ჯერ­დე­ბა და 24 ნო­ემ­ბერს სა­სა­მარ­თლო კვლავ იმ­სჯე­ლებს სა­კი­თხზე.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

"დღეს დი­ლით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დმა გა­აგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში, რო­მელ­საც უნდა გა­ნე­ხი­ლა ეს სა­კი­თხი 24 სა­ათ­ში. მო­თხოვ­ნა იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - 24- სა­ა­თი­ა­ნი ვადა მორ­ჩა 4 სა­ათ­ში, ჩვენ ერთი სა­ა­თის წინ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრას­ბურ­გი­დან, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე აყ­ვა­ნი­ლია პრი­ო­რი­ტეტ­ზე და მხა­რე­ებს მოგ­ვე­ცა გარ­კვე­უ­ლი ვადა სარ­ჩე­ლის შე­სა­ტა­ნად. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

სა­სა­მარ­თლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­წო­დებს, რომ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა, თუმ­ცა, მო­წო­დე­ბით ის აღი­ა­რებს იმ ფაქტს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი შიმ­ში­ლობს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თო­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და კლო­უ­ნა­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ შიმ­ში­ლობს, ამო­წუ­რუ­ლია. სა­სა­მარ­თლომ და­ა­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მყი­სი­ე­რად აც­ნო­ბოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გა­ტარ­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გლ­და­ნის #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამას­თან, სტრასტბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ა­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფოს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ცი­ხე­ში და ზო­გა­და­დაც. ასე­ვე შე­ახ­სე­ნა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­წყვეტს შიმ­ში­ლო­ბას, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს და­ა­ვა­ლა, რომ მისი ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მკურ­ნა­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა ისევ უნდა იყოს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ასე­ვე დაგ­ვე­ვა­ლა ჩვენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და 24 ნო­ემ­ბერს კი­დევ ერთხელ ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­ჯერ­დეს და კვლავ იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ხდე­ბა. სა­სა­მარ­თლო ასე­ვე ახ­სე­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს, რომ მის მიერ ნე­ბის­მი­ე­რი ამ გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვა არის კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და ჩა­ით­ვლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ვენ­ცი­ის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბად“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

გვა­რა­მი­ას შე­ფა­სე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს ბოლო შან­სი მის­ცა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი არ ეხე­ბო­და მხო­ლოდ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, სარ­ჩე­ლის ერთ-ერთი ნა­წი­ლი, ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა იყო, რომ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მხო­ლოდ და გლ­და­ნის ცი­ხე­ში ეს არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა ის, რა­საც მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით გა­და­წყვეტ­და - მან არ და­ა­სა­ხე­ლა კლი­ნი­კა, მაგ­რამ და­ა­სა­ხე­ლა სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც უნდა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ბა­ტონ­მა რატი ბრე­გა­ძემ უნდა იცო­დეს, რომ სა­სა­მარ­თლო ინ­დი­ვი­დუ­ალს ვერ და­ა­ვა­ლებს რა­მის გა­კე­თე­ბას და ხელ­შემ­კვრე­ლი მხა­რე არის სა­ხელ­მწი­ფო - თუ არ იცის სამ­წუ­ხა­როა, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრია, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის მა­ინც უნდა ეკი­თხა. ბა­ტონ­მა რატი ბრე­გა­ძემ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში თუ ინ­გლი­სუ­რი არ იცის ვუ­თარ­გმნი, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­წო­და შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტა, რო­მელ­ზეც რატი ბრე­გა­ძემ ამ­ტკი­ცებს, რომ არ არ­სე­ბობს.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს მის­ცა ბოლო შან­სი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ი­ღოს, გა­დად­გას სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯი.

ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა იყო, რომ პა­ტიმ­რის ჯან­დაც­ვის უფ­ლე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა იყოს და­ცუ­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით, ჩვენ ვუ­თხა­რით სა­სა­მარ­თლოს რო­გორ ვხე­დავთ ჩვენ ამას, ჩვენ ამას ვხე­დავთ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნით. სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა ამ­გვა­რად გა­მო­ე­ხა­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რომ დაგ­ვთან­ხმდა, რომ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით უნდა იყოს გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით უნდა იყოს და­ცუ­ლი. გა­და­წყვი­ტოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ თავს იკ­ლავს სა­მარ­თლებ­რი­ვად და პო­ლი­ტი­კუ­რად თუ არა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დარ­ჩე­ბა პი­რო­ბას გაძ­ლევთ, თავს არ მო­იკ­ლავს“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცია დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამას მის გა­რე­შე ვერ გე­ტყვით. ამ პო­ზი­ცი­ას მო­გახ­სე­ნებთ ხვალ - რას იზავს ის. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს სა­კი­თხი ამ ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცბოტი
14

ქოცტროლი ჩაფიქრებულა ............

გლახუნას
2

და ოსურმა სპეცნაზმმა არ გაიტაცოსო წერია სტარასბურის წერილში?

ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე... სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი" - ნიკა გვარამია

"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე... სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი" - ნიკა გვარამია

"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე - ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა.

ადვოკატის განცხადებით, სასტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე.

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის დაცვის საერთაშორისო გუნდმა გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელსაც უნდა განეხილა ეს საკითხი 24 საათში. მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება - 24- საათიანი ვადა მორჩა 4 საათში, ჩვენ ერთი საათის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. საქართველოს ხელისუფლების მითოლოგიური განცხადებები და კლოუნადა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შიმშილობს, ამოწურულია. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში. ამასთან, სტრასტბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეში და ზოგადადაც. ასევე შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, რომ მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ასევე დაგვევალა ჩვენ, რომ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. სასამართლო ასევე ახსენებს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს ბოლო შანსი მისცა.

"სააკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას, სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი, ჩვენი მოსაზრება იყო, რომ კერძო კლინიკაში შეიძლება ამის უზრუნველყოფა მხოლოდ და გლდანის ციხეში ეს არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ის, რასაც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა - მან არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო - თუ არ იცის სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრია, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისთვის მაინც უნდა ეკითხა. ბატონმა რატი ბრეგაძემ ამ გადაწყვეტილებაში თუ ინგლისური არ იცის ვუთარგმნი, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, რომელზეც რატი ბრეგაძემ ამტკიცებს, რომ არ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით მიიღოს, გადადგას სწორი და ადეკვატური ნაბიჯი.

ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ პატიმრის ჯანდაცვის უფლება და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ყველაზე მაღალი სტანდარტით, ჩვენ ვუთხარით სასამართლოს როგორ ვხედავთ ჩვენ ამას, ჩვენ ამას ვხედავთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით. სასამართლომ ჩათვალა ამგვარად გამოეხატა თავისი პოზიცია, რომ დაგვთანხმდა, რომ უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს გაწეული სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს დაცული. გადაწყვიტოს იუსტიციის სამინისტრომ თავს იკლავს სამართლებრივად და პოლიტიკურად თუ არა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩება პირობას გაძლევთ, თავს არ მოიკლავს“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებასთან დაკავშირებით ამას მის გარეშე ვერ გეტყვით. ამ პოზიციას მოგახსენებთ ხვალ - რას იზავს ის. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადაწყდება“, - განაცხადა გვარამიამ.