სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა" - საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე
"პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა" - საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ ნი­კო­ლო­ზის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ცი­ხე­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სა და მის მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო აღ­ნიშ­ნავს, მღვდელმთავ­რის კო­მენ­ტა­რებ­მა ხალ­ხის დიდ ნა­წილ­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია.

სა­პატ­რი­არ­ქო წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ მიტ­რო­პო­ლიტ ნი­კო­ლო­ზის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა პი­რად­მა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა ურ­თი­ერ­თშენ­დო­ბის გზა­ზე ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა და იმე­დოვ­ნებს, რომ ასეთ გა­დაც­დო­მებს მო­მა­ვალ­ში აღარ და­უშ­ვებს.

“რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ცი­ხე­ში ორ­ჯერ მო­ი­ნა­ხუ­ლა და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მის­გან გა­კე­თე­ბულ­მა კო­მენ­ტარ­მა ხალ­ხის დიდ ნა­წილ­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია.

თა­და­პირ­ვე­ლად მან გა­ნა­ცხა­და, რომ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად სა­ყო­ველ­თაო შე­რი­გე­ბა მი­აჩ­ნია, რისი მა­გა­ლი­თიც ქვე­ყა­ნას პირ­ველ­მა პი­რებ­მა უნდა უჩ­ვე­ნონ, ამას­თან, ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს უნდა ვთხო­ვოთ შენ­დო­ბა და ვა­პა­ტი­ოთ წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

რა თქმა უნდა, სურ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და სა­ყო­ველ­თაო შე­რი­გე­ბი­სა ეკ­ლე­სი­ის­თვის ყო­ველ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო და არის, მაგ­რამ მისი გან­ხორ­ცი­ლე­ბის­თვის სა­გან­გე­ბო შრო­მაა გა­სა­წე­ვი და სა­თა­ნა­დო, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი(მით უფრო ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში). ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნას და­ზა­რა­ლე­ბულ­თა პო­ზი­ცია და თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლამ ღირ­სე­უ­ლად იტ­ვირ­თოს, რათა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა აღ­დგეს.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბი­თაც შე­რი­გე­ბა (რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, ისე ღმერ­თსა და ადა­მი­ანს შო­რის) შე­უძ­ლე­ბე­ლია ცოდ­ვა­თა აღი­ა­რე­ბის, სა­თა­ნა­დო სი­ნა­ნუ­ლი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ეპი­ტი­მი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის გა­რე­შე.

ხოლო რად­გან უპი­რო­ბო ან გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბით შე­რი­გე­ბა­ზე და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ძი­რი­თა­დად მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში გაჟ­ღერ­და, მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტე­რე­სი­სა, ობი­ექ­ტუ­რო­ბი­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე, ამის სურ­ვი­ლი მა­შინ სხვა პა­ტიმ­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც უნდა გა­მოთ­ქმუ­ლი­ყო.

ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ არ იკი­თხე­ბო­და მიტ­რო­პო­ლი­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, სწო­რედ ამან შექ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამა წლის 8 ნო­ემ­ბერს გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი­თაც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა მო­ქა­ლა­ქე­თა სა­მარ­თლი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, პირ­ველ რიგ­ში, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში მოხმო­ბი­ლი შე­უ­სა­ბა­მო შე­და­რე­ბე­ბით;

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 40 დღე მშრა­ლად იმარ­ხუ­ლა, რი­თაც დიდი მსხვერ­პლი გა­ი­ღო ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის და იმი­სათ­ვის, რომ სი­ძულ­ვი­ლის ენა და­ვი­ვი­წყოთ. ამ ღვაწ­ლით კი ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ნა­ნა.

პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი მომ­ხრე­ე­ბი­სა­გან კი ყვე­ლა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, რომ იგი შიმ­ში­ლობს პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნევს მის და­კა­ვე­ბას და თავს დამ­ნა­შა­ვედ არ სცნობს.

სა­ეკ­ლე­სიო მარ­ხვა არის სი­ნა­ნუ­ლის აქტი, რო­მე­ლიც აღეს­რუ­ლე­ბა ცოდ­ვა­თა მო­ნა­ნი­ე­ბი­სა და შენ­დო­ბის სა­სო­ე­ბით ... და სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბის მო­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ლე­ბულ ისეთ საპ­რო­ტეს­ტო ფორ­მას­თან, სა­დაც მო­შიმ­ში­ლე შე­საძ­ლო მძი­მე შე­დე­გის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სხვას აკის­რებს.

ამი­ტო­მაც, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი შიმ­ში­ლო­ბის (მი­თუ­მე­ტეს, რა­ცი­ო­ნი არა­სა­მარ­ხო­ცაა) გა­ი­გი­ვე­ბა 40 დღი­ან მშრალ მარ­ხვას­თან, მარ­ხვის არ­სის დაკ­ნი­ნე­ბაა.

ვწუხ­ვართ, რომ მღვდელმთავ­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა პი­რად­მა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა ურ­თი­ერ­თშენ­დო­ბის გზა­ზე ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა.

სა­ერ­თოდ კი მე­უ­ფე ნი­კო­ლოზს მრა­ვა­ლი სათ­ნო საქ­მე აქვს აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი და ყო­ველ­თვის იყო აქ­ტი­უ­რი. ვი­მე­დოვ­ნებთ, ასეთ გა­დაც­დო­მებს მო­მა­ვალ­ში აღარ და­უშ­ვებს და ეკ­ლე­სი­ი­სა და ხალ­ხი­სათ­ვის არა­ერთ სა­სი­კე­თო ნა­ბიჯს გა­დად­გამს.

არ შე­იძ­ლე­ბა ორი­ო­დე სი­ტყვა არ ვთქვათ, იმ შეც­დო­მებ­ზე, რო­მე­ლიც მა­ს­მე­დი­ი­სა­გან და სა­ე­რო პირ­თა­გან არის დაშ­ვე­ბუ­ლი,- მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და ლან­ძღვა სა­ქარ­თვე­ლოს სი­კე­თეს არ მო­უ­ტანს. მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლა­რი­ზე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მისი გაღ­რმა­ვე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია...

კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, მრევლს და მათ, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია სამ­შობ­ლო, კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და თავი შე­ი­კა­ვონ უხე­ში და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თმი­მარ­თვე­ბი­სა­გან. პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ ეს არ უნდა ისა­ხავ­დეს მიზ­ნად სხვა­თა შე­უ­რა­ცხყო­ფას, არა­მედ,- სი­მარ­თლის ობი­ექ­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნას.

ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ღმერ­თმა შე­აძ­ლე­ბი­ნოს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რაც რე­ა­ლუ­რად ხელს შე­უ­წყობს სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა­სა და შე­რი­გე­ბას.

P.S. გან­საც­დელ­ში მყო­ფი ქრის­ტი­ა­ნი­სა­გან ზი­ა­რე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი, რა თქმა უნდა, სწო­რია. ამ მიზ­ნით, პა­ტი­მარ­თან შეს­ვლა კი, ზო­გა­დად, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­ა­ქის ნე­ბარ­თვით ხდე­ბა; მაგ­რამ აღ­სა­რე­ბა იძ­ლე­ვა თუ არა ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ეს უშუ­ა­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გა­და­სა­წყვე­ტია. ამ­დე­ნად, ზი­ა­რე­ბა მის სა­მო­ძღვრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზარე
2

სწორედ მისნაირები გააპანჩურა მისგან უადგილოდ ნახსენებმა აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე

ვინმეს სჯერა, რომ ეს შიმშილობას და მარხვას ვერ ასხვავებს? ან რა მარხვა ან შიმსილობაა ხბოსა და კალმახის პაშტეტებს ჭამს, ჭამს ფაფას, თაფლს, იოგურტს, ხილის წვენებს სვამს ... 

ან შენ ვის ნაცვლად პატიობ, დახოცილთა პატრონებს, ნაწამებებს, ქონებაწამთმეულებს ჰკითხე?

ioane niniashvil
5

მაგას დაამატეთ ი ბოდვები ბელადის შედარება აღმაშენებელთან და დემეტრე თავდადებულთან.სირცხვილია ამხელა იერარქის ადამიანს ამას რომ მივუთითებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა" - საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე

"პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა" - საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე

საქართველოს საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ციხეში მონახულებისა და მის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, მღვდელმთავრის კომენტარებმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.

საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა და იმედოვნებს, რომ ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს.

“როგორც ცნობილია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული.

რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი(მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს.

საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე.

ხოლო რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც უნდა გამოთქმულიყო.

ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა.

სამწუხაროდ, ამა წლის 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით;

მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა.

პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ იგი შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.

ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.

ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა.

საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს.

არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ, იმ შეცდომებზე, რომელიც მასმედიისაგან და საერო პირთაგან არის დაშვებული,- მხოლოდ ერთმანეთის დადანაშაულება და ლანძღვა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. მოქალაქეთა პოლარიზების ხელშეწყობა და მისი გაღრმავება ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაულია...

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, მრევლს და მათ, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, კარგად გააცნობიერონ არსებული ვითარება და თავი შეიკავონ უხეში და დამამცირებელი ურთიერთმიმართვებისაგან. პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეიძლება, ოღონდ ეს არ უნდა ისახავდეს მიზნად სხვათა შეურაცხყოფას, არამედ,- სიმართლის ობიექტურად წარმოჩენას.

ამ რთულ ვითარებაში თითოეულ ჩვენგანს ღმერთმა შეაძლებინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც რეალურად ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობასა და შერიგებას.

P.S. განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს”, - აღნიშნულია განცხადებაში.