სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადვოკატებს აქვთ მცდელობა აჟიოტაჟი ატეხონ, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის" - პროკურორი
"ადვოკატებს აქვთ მცდელობა აჟიოტაჟი ატეხონ, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის" - პროკურორი

თუ მიგ­ვი­თი­თე­ბენ, რომ ჩვენ გვე­ში­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნის, და­ვის მხა­რეს შევ­თა­ვა­ზეთ,რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თოს და გა­ა­კე­თოს მი­მარ­თვა. დაც­ვის მხა­რეს ამა­ზე არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ ჰქო­ნი­ათ და ამა­ზე ვართ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. პა­სუ­ხიც კი არ ჰქონ­დათ, რა­ტომ ამ­ბობ­დნენ უარს, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და არამ­ხო­ლოდ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე, ბოლო დროს, ად­ვო­კა­ტებს და­ჟი­ნე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა აქვთ აჟი­ო­ტა­ჟი ხე­ლოვ­ნუ­რად ატე­ხონ, თით­ქოს გან­გებ არ იმარ­თე­ბა სხდო­მე­ბი, ან თით­ქოს, ვინ­მეს ეში­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­სა­მარ­თლოს გა­მარ­თვის.

"რო­დე­საც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი და სა­სა­მარ­თლომ გან­გვი­მარ­ტა, რომ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბად­რა­გი­რე­ბა ვერ ხდე­ბო­და, სა­სა­მარ­თლოს მა­შინ­ვე მივ­მარ­თეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მიგ­ვე­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, უშუ­ა­ლოდ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მზად ვი­ყა­ვით იმის­თვის, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც კი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა პრო­ცე­სი. არა­მარ­ტო ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით შევ­თა­ვა­ზეთ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მიგ­ვე­ცა ტრანსლი­რე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თუ­ლი­ყო აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ზე.

რომც მომ­ხდა­რი­ყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბად­რა­გი­რე­ბა და სა­სა­მარ­თლო­ში მი­ე­ღო მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, მას ექ­ნე­ბო­და, რო­გორც სა­სა­მარ­თლოს­თვის ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცე­მო­და დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სიც. ანა­ლო­გი­უ­რია, როცა ვი­დე­ოტ­რანსლი­რე­ბა ხდე­ბა და დის­ტან­ცი­უ­რად ერ­თვე­ბა ადა­მი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში, მას სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და უშუ­ა­ლოდ მი­ე­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს­თვის, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა მისი პო­ზი­ცია, მათ შო­რის მი­ე­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და და შევ­თა­ვა­ზეთ დაც­ვის მხა­რე­საც, მაგ­რამ გა­სა­ო­ცა­რია ის, რომ ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით ამა­ზე დაც­ვის მხა­რემ უარი გა­ნა­ცხა­და“, - აცხა­დებს წიკ­ლა­უ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ არ და­უშ­ვეს სა­ა­კაშ­ვი­ლის სხვა ად­ვო­კა­ტე­ბი, კერ­ძოდ კი ნიკა გვა­რა­მია და დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე, პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ყვე­ლა ის ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­და ორ­დე­რი და სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­მო­ცხად­და, რო­გორც კა­ნო­ნი ით­ვალ­სი­წი­ნებ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს.

"ახლა, პრო­ცე­სის ბო­ლოს თუ ვი­ღა­ცას გა­ახ­სენ­და, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა, ასე არ ხდე­ბა. სა­სა­მარ­თლოს აქვს თა­ვი­სი წე­სე­ბი. მათი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დავ­რწმუნ­დით,რომ ად­ვო­კა­ტე­ბის მი­ზა­ნი იყო ერ­თგვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბის მო­წყო­ბა და რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
3

მიშა მიხედავს.

წვენების საამქრო
2

სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცია, სჯობდა რამე სერიალში ეთამაშა, რა უნდოდა წვენებში?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ადვოკატებს აქვთ მცდელობა აჟიოტაჟი ატეხონ, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის" - პროკურორი

"ადვოკატებს აქვთ მცდელობა აჟიოტაჟი ატეხონ, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის" - პროკურორი

თუ მიგვითითებენ, რომ ჩვენ გვეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის, დავის მხარეს შევთავაზეთ,რომ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთოს და გააკეთოს მიმართვა. დაცვის მხარეს ამაზე არანაირი არგუმენტი არ ჰქონიათ და ამაზე ვართ გაკვირვებული. პასუხიც კი არ ჰქონდათ, რატომ ამბობდნენ უარს, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე და არამხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ბოლო დროს, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხონ, თითქოს განგებ არ იმართება სხდომები, ან თითქოს, ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის.

"როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სასამართლომ განგვიმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ ხდებოდა, სასამართლოს მაშინვე მივმართეთ შუამდგომლობით, რომ საშუალება მიგვეცა მიხეილ სააკაშვილისთვის, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა. მზად ვიყავით იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი. არამარტო ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, რომ ბრალდებულისთვის შესაძლებლობა მიგვეცა ტრანსლირებით, დისტანციურად ჩართულიყო აღნიშნულ პროცესზე.

რომც მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება და სასამართლოში მიეღო მას მონაწილეობა, ბუნებრივია, მას ექნებოდა, როგორც სასამართლოსთვის ისე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესიც. ანალოგიურია, როცა ვიდეოტრანსლირება ხდება და დისტანციურად ერთვება ადამიანი სასამართლო პროცესში, მას სრული შესაძლებლობა და თავისუფლება ექნებოდა უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მათ შორის მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ დაცვის მხარესაც, მაგრამ გასაოცარია ის, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით ამაზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა“, - აცხადებს წიკლაური.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაუშვეს სააკაშვილის სხვა ადვოკატები, კერძოდ კი ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი დღევანდელ პროცესზე, პროკურორი განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე, ყველა ის ადვოკატი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ორდერი და სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გამოცხადდა, როგორც კანონი ითვალსიწინებდა, მონაწილეობა მიიღეს.

"ახლა, პროცესის ბოლოს თუ ვიღაცას გაახსენდა, რომ მონაწილეობა უნდა, ასე არ ხდება. სასამართლოს აქვს თავისი წესები. მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა. დღევანდელ სხდომაზე დავრწმუნდით,რომ ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები“, - განაცხადა წიკლაურმა.