მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირინა ენუქიძე რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, ის იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით" - მაია ასათიანი
"ირინა ენუქიძე რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, ის იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით" - მაია ასათიანი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაია ასა­თი­ა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს აკ­რი­ტი­კებს.

რო­გორც ის ამ­ბობს, კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და მძი­მე სა­ნა­ხა­ვია და ახლა რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძე ცო­ცხა­ლი იყო, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გვერ­დით და­უდ­გე­ბო­და.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხა­ნია გას­ცდა პო­ლი­ტი­კას. ახლა სა­კი­თხი დგას ასე - ვართ ვე­ლუ­რი ტომი, რო­მე­ლიც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სის­ხლს ითხოვს, თუ ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი? მოვ­დი­ო­დი ახლა თქვენ­თან და მახ­სენ­დე­ბო­და ირი­ნა ენუ­ქი­ძე. ეს იყო დიდი ადა­მი­ა­ნი. ირი­ნა ენუ­ქი­ძე რომ ახლა ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ის იდ­გე­ბო­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გვერ­დით. მე ამის მჯე­რა, რად­გან კბი­ლი კბი­ლის წილ ჩვენ გვაქ­ცევს ვე­ლურ ტო­მად. ეს მინ­და ვუ­თხრა ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც შუ­რის­ძი­ე­ბის ძა­ხი­ლით არი­ან გა­რეთ გა­მო­სუ­ლე­ბი - რით გან­სხვავ­დე­ბით თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლე­ბის­გან?

იმ ხალ­ხს მინ­და მივ­მარ­თო, ვინც სახ­ლში ზის და სე­ირს უყუ­რებს - ასე შე­ხე­დეთ, ქალს შვილს უკ­ლა­ვენ, რა კად­რე­ბი ვნა­ხეთ ჩვენ. 9 აპ­რი­ლი გა­მახ­სენ­და, რო­დე­საც მო­შიმ­ში­ლე სტუ­დენ­ტებ­ზე საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ ზუს­ტად ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რომ ისი­ნი იქ კი არ შიმ­ში­ლობ­დნენ, იკ­ვე­ბე­ბი­ან და ზე­ი­მებს მარ­თა­ვე­ნო. იგი­ვე, რუ­სუ­ლი სცე­ნა­რია.

ვი­საც უნა­ხავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლე­ში ის არის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი - ახლა ის არის ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი. ის იყო სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი, თუ რო­გორ ალა­გებს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ში ტან­საც­მელს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ... ჩვენ დავ­ბრუნ­დით 90-იან წლებ­ში. 2 დღის წინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აშ­კა­რა პრო­ვო­კა­ცი­ას ამ­ზა­დებ­და, რად­გან მი­ტინ­გამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე პრე­ზი­დენ­ტის ჩუ­მად მო­ტა­ცე­ბა იყო მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი" - აღ­ნიშ­ნა ასა­თი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

ეს ქალი საბოლოოდ შეიშალა, წადი რაა შენს ბუღებს მიხედე, ფულს რომ უხდი, რომ გადაგაგრილონ)))))))

ნატაშკა
2

ცოცხალი მომხრე აღარ გყავთ და ახლა საფლავშიც არ დააყენოთ საცოდავი ირინა ენუქიძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ირინა ენუქიძე რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, ის იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით" - მაია ასათიანი

"ირინა ენუქიძე რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, ის იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით" - მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი მიხეილ სააკაშვილის განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს.

როგორც ის ამბობს, კადრები, რომელიც გავრცელდა მძიმე სანახავია და ახლა რომ ირინა ენუქიძე ცოცხალი იყო, ასეთ სიტუაციაში გიული ალასანიას გვერდით დაუდგებოდა.

"ეს ყველაფერი დიდი ხანია გასცდა პოლიტიკას. ახლა საკითხი დგას ასე - ვართ ველური ტომი, რომელიც მესამე პრეზიდენტის სისხლს ითხოვს, თუ ვართ ადამიანები? მოვდიოდი ახლა თქვენთან და მახსენდებოდა ირინა ენუქიძე. ეს იყო დიდი ადამიანი. ირინა ენუქიძე რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, ის იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით. მე ამის მჯერა, რადგან კბილი კბილის წილ ჩვენ გვაქცევს ველურ ტომად. ეს მინდა ვუთხრა ქალებს, რომლებიც შურისძიების ძახილით არიან გარეთ გამოსულები - რით განსხვავდებით თქვენი შვილის მკვლელებისგან?

იმ ხალხს მინდა მივმართო, ვინც სახლში ზის და სეირს უყურებს - ასე შეხედეთ, ქალს შვილს უკლავენ, რა კადრები ვნახეთ ჩვენ. 9 აპრილი გამახსენდა, როდესაც მოშიმშილე სტუდენტებზე საბჭოთა მთავრობამ ზუსტად ასეთი განცხადებები გაავრცელა, რომ ისინი იქ კი არ შიმშილობდნენ, იკვებებიან და ზეიმებს მართავენო. იგივე, რუსული სცენარია.

ვისაც უნახავს მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლეში ის არის ძალიან აქტიური ადამიანი - ახლა ის არის ძალიან გამხდარი და დაუძლურებული. ის იყო საშინელი კადრები, თუ როგორ ალაგებს პოლიეთილენის პარკებში ტანსაცმელს, წარმოიდგინეთ... ჩვენ დავბრუნდით 90-იან წლებში. 2 დღის წინ ხელისუფლება აშკარა პროვოკაციას ამზადებდა, რადგან მიტინგამდე ერთი საათით ადრე პრეზიდენტის ჩუმად მოტაცება იყო მაპროვოცირებელი" - აღნიშნა ასათიანმა.