მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა
7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, პა­ტიმ­რო­ბა გა­უქ­მდა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­უქ­მდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ - ლია ორ­კო­დაშ­ვილ­მა, ნინო ელი­ეშ­ვილ­მა და მაია ქო­ქი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე ნინო ელი­ეშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ სა­სა­მარ­თლო სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ხე­დავს, რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მო­სა­მარ­თლის თქმით, ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ პა­ტიმ­რო­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო, რის გა­მოც, პა­ტიმ­რო­ბა უც­ვლე­ლად იქნა და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­ში“ შეჭ­რა­სა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ედა­ვე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი, ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ებ­ზე. კერ­ძოდ, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე სა­ა­კაშ­ვილს შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს 6 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაზი
0

გვამზადებენ ჩასანცვლებლად ... ამდენი დაუსჯელობა ამის მომასწავებელია

00000000
5

პიჯაკები დაგავიწყდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელად იქნა დატოვებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. კერძოდ, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს შეფარდებული აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.