პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია" - ევროპარლამენტარის უმკაცრესი განცხადება
"შესაძლოა დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია" - ევროპარლამენტარის უმკაცრესი განცხადება

"არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, დად­გეს დრო, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებს დას­ჭირ­დე­ბათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა: ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ან ევ­რო­კავ­შირ­ში ნამ­დვი­ლი ინ­ტეგ­რა­ცია, ვი­ნა­ი­დან, შე­საძ­ლოა, ამის კომ­ბი­ნი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი გახ­დეს," - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა პრო­ექტ "სა­სა­ზღვრო ზო­ნას“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ვე­ბი­ნარ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის თემა იყო: "სა­ქარ­თვე­ლოს შიდა გა­მოწ­ვე­ვე­ბი: გავ­ლე­ნა ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე.“

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ას და ასე­ვე აღ­ქმას და­სავ­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გორც ქვეყ­ნის, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად სურს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა.

"ვცდი­ლობ­დი, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის­თვის გარ­კვე­ვით მეთ­ქვა, რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ას­თან უხე­ში ენით სა­უბ­რით, ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბით, რო­გორც ისი­ნი შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­იქ­ცნენ, ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმით და ამ დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ შეს­რუ­ლე­ბით.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ცუდ იმიჯს. არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს. ეს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვილს, მი­უ­ახ­ლოვ­დნენ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ეს არის ის, რა­ზე­დაც ძა­ლი­ან ცხა­დად უნდა ვი­სა­უბ­როთ. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ შე­საძ­ლოა დად­გეს დრო, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებს დას­ჭირ­დე­ბათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა: ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ან ევ­რო­კავ­შირ­ში ნამ­დვი­ლი ინ­ტეგ­რა­ცია, ვი­ნა­ი­დან, შე­საძ­ლოა, ამის კომ­ბი­ნი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი გახ­დეს. ეს არის ის რის­კი, რა­საც ჩვენ ბოლო დღე­ებ­ში ვხე­დავთ,“- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანო
0

ანუ ეს მთავრობა გაუშვითო, ჩვენ მოწონებული თხები სათავეში აჩაიყენეთ და კოლექტივშიც მიგიღებთოოოო

ვახო ხო
33

ხოდა იმოქმედეთ,მარტო განცხადებები არ შველის საქმეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"შესაძლოა დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია" - ევროპარლამენტარის უმკაცრესი განცხადება

"შესაძლოა დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია" - ევროპარლამენტარის უმკაცრესი განცხადება

"არ გამიკვირდება, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია, ვინაიდან, შესაძლოა, ამის კომბინირება ძალიან რთული გახდეს," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ "სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე საუბრისას განაცხადა, რომლის თემა იყო: "საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე.“

მისი თქმით, საქართველო ძალიან აზიანებს საკუთარ საერთაშორისო პოზიციას და ასევე აღქმას დასავლურ საზოგადოებაში, როგორც ქვეყნის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

"ვცდილობდი, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების“ წევრებისთვის გარკვევით მეთქვა, რა შეცდომებს უშვებენ ისინი ოპოზიციასთან უხეში ენით საუბრით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით, როგორც ისინი შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში მოიქცნენ, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით და ამ დახმარებასთან დაკავშირებული პირობების არ შესრულებით.

ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს ძალიან ცუდ იმიჯს. არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს. ეს ძალიან აზიანებს ქართველი ხალხის სურვილს, მიუახლოვდნენ ევროინტეგრაციას. ეს არის ის, რაზედაც ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ. არ გამიკვირდება, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია, ვინაიდან, შესაძლოა, ამის კომბინირება ძალიან რთული გახდეს. ეს არის ის რისკი, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.