ავტორი:

რას აცხადებს ვაჟა სირაძე ოპოზიციის აქციებზე პროტესტანტების დაკავებაზე?

რას აცხადებს ვაჟა სირაძე ოპოზიციის აქციებზე პროტესტანტების დაკავებაზე?

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. ვაჟა სირაძეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია "ნაციონალური მოძრაობის“ რამდენი მხარდამჭერის დაკავება მოხდა სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს.

დაპირისპირება პოლიციასა და "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება "მოქალაქეების უკანონო მიყურადება“.