მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ, რომ ბავშვებს გავეშვათ" - რატომ იხდის ბოდიშს გიგი უგულავა?
"სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ, რომ ბავშვებს გავეშვათ" - რატომ იხდის ბოდიშს გიგი უგულავა?

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლის შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­მარ­თვის გამო გიგი უგუ­ლა­ვამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

"ჩემ­მა დღე­ვან­დელ მი­ტინგზე ნათ­ქვამ­მა სი­ტყვებ­მა გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია - მათ შო­რის, ჩემ­თვის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ხალ­ხის.

კრი­ტი­კას ვი­ღებ და ბო­დიშს ვიხ­დი. დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ. სჯობს ეს სა­კი­თხი არ გან­ვი­ხი­ლოთ და მოჭ­რი­ლად ვთქვათ - რომ ბავ­შვებს გა­ვეშ­ვათ.

პი­რი­ქით, ყვე­ლა ბავ­შვი უნდა და­ვიც­ვათ ღვარ­ძლი­სა და სი­ძულ­ვი­ლის­გან, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ტრი­ა­ლებს და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სამ­ყა­როს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გამო, მათი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი ხდე­ბა", - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე უგუ­ლა­ვამ.

უგუ­ლა­ვას მიერ მი­ტინგზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ანა არ­გა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ბავ­შვე­ბის ქცე­ვა ძა­ლა­დო­ბის სა­მიზ­ნედ კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა.

"და­ბე­ჯი­თე­ბით გთხოვთ ყვე­ლას, არ ჩარ­თოთ ბავ­შვე­ბი ამ არე­უ­ლო­ბა­ში, არა­ვის შვი­ლი არ არის შუ­ა­ში და არც კავ­შირ­ში ამ ყვე­ლა­ფერ­თან. გიგი უგუ­ლა­ვამ მი­ტინგზე გა­მო­ა­ცხა­და, ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლის შვი­ლის კლა­სე­ლებ­მა უნდა იცოდ­ნენ ამ კაც­ზეო. შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ ამ ბავ­შვს სახ­ლში. და­ბე­ჯი­თე­ბით გთხოვთ ყვე­ლას, არ ჩარ­თოთ ბავ­შვე­ბი ამ არე­უ­ლო­ბა­ში, არა­ვის შვი­ლი არ არის შუ­ა­ში და არც კავ­შირ­ში ამ ყვე­ლა­ფერ­თან.

ბავ­შვე­ბის ჩარ­თვა არე­უ­ლო­ბა­ში, ბავ­შვე­ბის ქცე­ვა ძა­ლა­დო­ბის სა­მიზ­ნედ, ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა და არა­ფე­რი გა­მა­ჩე­რებს, რომ ვი­მოქ­მე­დო მათ და­სა­ცა­ვად - და­წე­რა ანა არ­გა­ნაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ში".

გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტიც. ომ­ბუდსმე­ნის შე­ფა­სე­ბით, უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ბავ­შვის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის და არ­ღვევს მის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს - და­ცუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ძა­ლა­დო­ბის­გან.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნი­რე­ბის ია­რა­ღად ბავ­შვე­ბის, მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი სტა­ტუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა. ომ­ბუდსმენს მი­აჩ­ნია, რომ ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა არა მხო­ლოდ არ­ღვევს კონ­კრე­ტუ­ლი ბავ­შვის უფ­ლე­ბას, არა­მედ საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს ზო­გა­დად ბავ­შვთა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ქვე­ყა­ნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რატომ აქვს ასე კეთილგანწყობილი და ხელისშემწყობი საინფორმაციო უზრუნველყოფა პატივცემულ ჯანყმეისტერებს -ჩაწყობით !? ახლა მე რომ მომინდეს ქვეყნის გადატრიალება და მუქარის შეთვლა ივანიშვილისათვის , მოვდივარ ბიძინათქო, ერთ მიკრაფონსაც არ მომცემენ-წულუკიანმა წაიღოო, არათუ მთლიან ეთერს-მიშამ წაიღოო , ამ ყაჩაღს რო აქვს დათმობილი !? უფულო და გულალალი მეჯანყეები არ გაწყობთ თქვენ, მედიას, სამწუხაროდ ზონდერჟურნალისტებად და პარტმუშაკ აგიტატორებად რომ იქეცით, ყვითელიო, ყვითელი კი არა წითლები ხართ , ისკრა და რაბოჩაია პრავდა რომ იყიდა ტროცკიმ ლენინის დავალებით და პარვუსის გერმანული მარკებით ატირაჟა სიცრუე და ბალღამი პრავდის ტელეტაიპიდან, ტასს ერქვა, რის შედეგადაც შექმნეს ცრუ საინფორმაციო ველი , მეფემ შეჭამა თავისი შქმნილი სამშობლოო და დაამხეს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, სისხლი ადინეს ბოიარბატრაკიანად, რაც დარჩა გამოწოვეს, ხიშტზე უზით დღესაც საცოდავი ველიკორუსი ერი მოძმე მალორუსებიანად და ფსბ გამდიდრდა , ამ გეგმას აწვებით არა? ვერ მოგართვეს, ნურასუკაცრავად ! მომეცით მიკროფონი ! სიმართლით უნდა გადაგატრიალოთ ! საიდან უნდა გაიგოს სუსმა , რომ აქ გეგმადალაგებული დაუფინანსებული პატრიოტი გადამტრიალებელი ვარ, თუარა მედიიდან , როგორ უნდა მამხილონ და აღმკვეთონ ?!

ნონა
3

ქურდი და უნამუსო ან როგორ ჩდები ხალხში ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ, რომ ბავშვებს გავეშვათ" - რატომ იხდის ბოდიშს გიგი უგულავა?

"სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ, რომ ბავშვებს გავეშვათ" - რატომ იხდის ბოდიშს გიგი უგულავა?

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებული მიმართვის გამო გიგი უგულავამ ბოდიში მოიხადა.

"ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.

კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ.

პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე უგულავამ.

უგულავას მიერ მიტინგზე გაკეთებულ განცხადებას ბავშვთა უფლებადამცველთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა აღნიშნული განცხადების კონტექსტში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ კანონდარღვევაა.

"დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, არავის შვილი არ არის შუაში და არც კავშირში ამ ყველაფერთან. გიგი უგულავამ მიტინგზე გამოაცხადა, ციხის თანამშრომლის შვილის კლასელებმა უნდა იცოდნენ ამ კაცზეო. შემდეგ ჟურნალისტები წერენ ამ ბავშვს სახლში. დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, არავის შვილი არ არის შუაში და არც კავშირში ამ ყველაფერთან.

ბავშვების ჩართვა არეულობაში, ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ, ბავშვების იძულებით იდენტიფიცირება არის კანონის დარღვევა და არაფერი გამაჩერებს, რომ ვიმოქმედო მათ დასაცავად - დაწერა ანა არგანაშვილმა "ფეისბუქში".

გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც. ომბუდსმენის შეფასებით, უგულავას განცხადება საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს - დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედება არა მხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში.