საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად" - რა განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში
"ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად" - რა განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

"მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის რო­გორც გა­და­უ­დე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა," - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, ნედ პრა­ის­მა, ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა "ამე­რი­კის ხმის“ კი­თხვას, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ მო­პყრო­ბი­სა და მისი გლ­და­ნის სა­პა­ტიმ­როს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი კვლავ მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ მო­ექ­ცეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­მარ­თლი­ა­ნად და ღირ­სე­უ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

"ჩვენ ახ­ლო­დან ვაკ­ვირ­დე­ბით ვი­თა­რე­ბას, აქამ­დე - ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას და ახლა - მის­და­მი მო­პყრო­ბას. მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც აჩენს კი­თხვებს პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ გან­ცხა­დე­ბის ფონ­ზე, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის რო­გორც გა­და­უ­დე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ჩვენ კვლავ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ მო­ექ­ცეს სა­ა­კაშ­ვილს სა­მარ­თლი­ა­ნად და ღირ­სე­უ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. რო­გორც ყო­ველ­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა პა­ტიმ­რე­ბი და­იც­ვან ძა­ლა­დო­ბის­გან, მათ შო­რის - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის­გან, აღ­მო­უ­ჩი­ნონ მათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყონ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის კერ­ძო ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სად", - გა­ნა­ცხა­და პრა­ის­მა ბრი­ფინგზე, რომ­ლის თარ­გმან­საც "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნედ პრაისს
0

ამაზე მეტი რა კომფორტი უნდა კაცი სახელმწიფო დამნაშავეა და ციხის ნაცვლად ოროთახიან ლუქსში წევს საავადმყოფოში. ბოლოსდაბოლოს რით განსხვავდება ამერიკა რუსებისგან? იმპერიალისტური ზრახვები ორივეს ერთნაირი აქვს. 

!!!!!!
0

თქვენ არ ინერვიულოთ!!! აუცილებლად მოვექცევით სამართლიანად. ისე, რიგორც იმსახურებს!:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად" - რა განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

"ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად" - რა განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება," - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა "ამერიკის ხმის“ კითხვას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობისა და მისი გლდანის საპატიმროს საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

"ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე - ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავებას და ახლა - მისდამი მოპყრობას. მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც აჩენს კითხვებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად", - განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე, რომლის თარგმანსაც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.