პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემს გოგოს თავიდან... დედამისი ძალიან ცუდად არის" - ელენე ხოშტარიას მამა შვილის შიმშილობასა და კობახიძის განცხადებაზე
"დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემს გოგოს თავიდან... დედამისი ძალიან ცუდად არის" - ელენე ხოშტარიას მამა შვილის შიმშილობასა და კობახიძის განცხადებაზე

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გოგი ხოშ­ტა­რია, შვი­ლის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­წამ­ვლის სცე­ნარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა სი­ბინ­ძუ­რეა.

"მე ვურ­ჩევ­დი, ფრთხი­ლად იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბი­ან, დედა ეტი­რე­ბათ, ერთი ღერი რომ ჩა­მო­ვარ­დეს ჩემს გო­გოს თა­ვი­დან. ეს ბინ­ძუ­რი რა­ღაც მა­გათ თავ­ში მო­ი­ხარ­შა. ერთი წა­მით არ ვუშ­ვებ, რომ ვი­ღა­ცას პარ­ტი­ა­ში ეს ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი სი­ბინ­ძუ­რეა.

რაც შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად ამ პრო­ცესს - საკ­მა­ოდ ბევ­რი ვი­ცხოვ­რე. 83 წლის ვარ, სტა­ლი­ნის დრო მახ­სოვს, ბევ­რი რამ... არ მე­გო­ნა, თუ ასეთ ჭუ­ჭყთან თუ მექ­ნე­ბო­და კი­დევ შე­ხე­ბა. ეს არის ჩემი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? ესე­ნი მარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას?" - აღ­ნიშ­ნა გოგი ხოშ­ტა­რი­ამ.

მას ასე­ვე ისა­უბ­რა შვი­ლი შიმ­ში­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მშობ­ლე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

"რო­გორც კი გა­ვი­გეთ რომ შიმ­ში­ლო­ბას აპი­რებ­და, მი­ვარ­დით ელე­ნეს­თან მე და ჩემი მე­უღ­ლე. დე­და­მი­სი ძა­ლი­ან ცუ­დათ არის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შვი­ლი შიმ­ში­ლობს. ცივი ნი­ა­ვი რომ და­უ­ბე­რავ­და, ის იყო ჩვენ­თვის რა­ღაც და... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე ჰყავს, ამას წი­ნათ მი­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტში და მის მხარ­ზე ედო ელე­ნეს თავი და ეძი­ნა.

პირ­ვე­ლი რაც გა­ა­კე­თა, ბო­დი­ში მოგ­ვი­ხა­და, რომ არ გა­გაფრ­თხი­ლეთ და ისე და­ვი­წყე შიმ­ში­ლო­ბაო" - აღ­ნიშ­ნა გოგი ხოშ­ტა­რი­ამ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­შინ, ერთ-ერთ თათ­ბირ­ზე ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­წამ­ვლის სცე­ნა­რი გა­ნი­ხი­ლეს.

"ჩიხ­ში შე­სუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბის რი­გებ­ში დღემ­დე არ წყდე­ბა სა­უბ­რე­ბი რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებ­ზე, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ზე, რა­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მაც გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გვინ­და გა­ვამ­ხვი­ლოთ ჩვენ­თვის მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, გუ­შინ ერთ-ერთ თათ­ბირ­ზე გან­ხი­ლულ იქნა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­წამ­ვლის სცე­ნა­რიც.

მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას სიფრ­თხი­ლის­კენ და რა­დი­კა­ლებს კი ვაფრ­თხი­ლებ, რომ ნე­ბი­მი­სე­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 112 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
0

გოგი ხოშტარია, როდესაც ის იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, განუდგა ზვიად გამსახურდიას და დაიკავა პუტჩისტების მხარე.

ელენეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელშიც სწავლობდნენ საბჭოთა ნომენკლატურის შვილები (უბრალო მოკვდავი იქ ვერ ჩააბარებდა, მოეწყო მამამისის წყალობით). 

მაია
24

რა გჭირთ ხალხო რა ყველას ლანძღავთ და მიწასთან ასწორებთრ თქვენ ვინ ხართ,სხვას რომ სჯით. თითი იმან გაიშვიროს სხვისკენ ვინც უცოდველი იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემს გოგოს თავიდან... დედამისი ძალიან ცუდად არის" - ელენე ხოშტარიას მამა შვილის შიმშილობასა და კობახიძის განცხადებაზე

"დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემს გოგოს თავიდან... დედამისი ძალიან ცუდად არის" - ელენე ხოშტარიას მამა შვილის შიმშილობასა და კობახიძის განცხადებაზე

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, შვილის ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენართან დაკავშირებით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება სიბინძურეა.

"მე ვურჩევდი, ფრთხილად იყოს ხელისუფლება. ცეცხლს ეთამაშებიან, დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემს გოგოს თავიდან. ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ ვიღაცას პარტიაში ეს ჰქონდა განზრახული. ძალიან დიდი სიბინძურეა.

რაც შეეხება მთლიანად ამ პროცესს - საკმაოდ ბევრი ვიცხოვრე. 83 წლის ვარ, სტალინის დრო მახსოვს, ბევრი რამ... არ მეგონა, თუ ასეთ ჭუჭყთან თუ მექნებოდა კიდევ შეხება. ეს არის ჩემი ხელისუფლება? ესენი მართავენ ქვეყანას?" - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

მას ასევე ისაუბრა შვილი შიმშილობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მშობლებისთვის მოულოდნელი იყო.

"როგორც კი გავიგეთ რომ შიმშილობას აპირებდა, მივარდით ელენესთან მე და ჩემი მეუღლე. დედამისი ძალიან ცუდათ არის. წარმოიდგინეთ, შვილი შიმშილობს. ცივი ნიავი რომ დაუბერავდა, ის იყო ჩვენთვის რაღაც და... არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, ამას წინათ მივედი პარლამენტში და მის მხარზე ედო ელენეს თავი და ეძინა.

პირველი რაც გააკეთა, ბოდიში მოგვიხადა, რომ არ გაგაფრთხილეთ და ისე დავიწყე შიმშილობაო" - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ "ტვ პირველთან" საუბარში.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

"ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამხვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.

მოვუწოდებ ყველას სიფრთხილისკენ და რადიკალებს კი ვაფრთხილებ, რომ ნებიმისერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა კობახიძემ.