კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც ნანა და ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - რას წერს სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანზე?
"სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც ნანა და ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - რას წერს სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი ქარ­თვე­ლი მწერ­ლი­სა და დიპ­ლო­მა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის წერს, ჩარ­კვი­ა­ნი მათი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო.

"გელა ჩარ­კვი­ა­ნი, ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ა­მა­ყო მე­გო­ბა­რი, სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი, უნი­ჭი­ე­რე­სი დიპ­ლო­მა­ტი, მწე­რა­ლი, მუ­სი­კოს-კომ­პო­ზი­ტო­რი და უნი­კა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჩვენ­თან აღარ არის....

ის სხვა სამ­ყა­რო­ში, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მისი ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე ნანა და მისი შვი­ლი ირაკ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდე­ბი­ან..." - წერს სან­დრა.

ცნო­ბის­თვის, გელა ჩარ­კვი­ა­ნი 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის იყო დიპ­ლო­მა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი, პე­და­გო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

გელა ჩარ­კვი­ა­ნის კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან იწყე­ბა, სა­დაც 1976 წლი­დან 1994 წლამ­დე სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. 1984 წლი­დან 1992 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ ურ­თერ­თო­ბა­თა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო.

1980-იანი წლებ­ში და 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გელა ჩარ­კვი­ან­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აშშ-ის, ჯორ­ჯი­ის შტა­ტის მთავ­რო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის ახლო კავ­ში­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

1992 წლი­დან 2003 წლამ­დე ჩარ­კვი­ა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის მრჩე­ვე­ლი იყო. ჩარ­კვი­ა­ნი 2005 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ირ­ლან­დი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო 2006 წლი­დან ელჩი იყო. მან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­წყვი­ტა.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­თა, ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი­თა და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
14

თქვენს ოჯახში ერთგული მეუღლეობა ჯერ ისევ ღირებულებად რჩება? 

ბეცი მიშა
8

ეს ქალი როგორ მიატოვა იმ ვირთხის გამო

ავტორი:

"სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც ნანა და ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - რას წერს სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანზე?

"სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც ნანა და ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - რას წერს სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანზე?

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ქართველი მწერლისა და დიპლომატის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის წერს, ჩარკვიანი მათი ოჯახის მეგობარი იყო.

"გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის....

ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - წერს სანდრა.

ცნობისთვის, გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.