საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი ექიმის მოადგილე ბავშვის გატაცებისთვის არის მსჯავრდებული... მედპერსონალი სააკაშვილის შემოყვანის წინ ჩაანაცვლეს სუს-ისთვის სანდო ექიმებით" - გვარამია
"მთავარი ექიმის მოადგილე ბავშვის გატაცებისთვის არის მსჯავრდებული... მედპერსონალი სააკაშვილის შემოყვანის წინ ჩაანაცვლეს სუს-ისთვის სანდო ექიმებით" - გვარამია

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლია და ყო­ველ წუთს შე­იძ­ლე­ბა მისი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით 50/50-ზე ალ­ბა­თო­ბით ლა­ტა­რი­ას თა­მა­შობს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლია და პირ­და­პირ გე­ტყვით, პროგ­ნო­ზი­რე­ბას უკვე ვე­ღარ გა­ვა­კე­თებ. ის ვი­თა­რე­ბაა, სა­დაც ადა­მი­ა­ნი არ იღებს კალ­ცი­უმს და ცი­ლებს, იღებს მხო­ლოდ გლუ­კო­ზას. კალ­ცი­უ­მის და ცი­ლე­ბის დრა­მა­ტულ­მა და­ცე­მამ შე­იძ­ლე­ბა წა­მი­ე­რად გა­მო­იწ­ვი­ოს კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნა. რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ, ამას ჰქვია და­ნის პირ­ზე სი­ა­რუ­ლი, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­ზღვარ­ზე სი­ა­რუ­ლი. ლა­ტა­რი­ას თა­მა­შო­ბენ 50/50-ზე ალ­ბა­თო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვს სა­სა­მარ­თლო­ში დას­წრე­ბას.

"ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია უარს რო­გორ ეტყვის დას­წრე­ბა­ზე. თუ მას 5 სარ­თუ­ლის ჩა­მოს­ვლა შე­უძ­ლია და აქ სკამ­ზე დაჯ­დო­მა სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ლა­პა­რა­კი, რო­გორ აგ­ვიხ­სნის, რომ ის თურ­მე სა­სა­მარ­თლო­ში ვერ უნდა წა­ვი­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­რად უსაფრ­თხო­ე­ბას, აქ მისი პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბა ძა­ლი­ან მძი­მედ გარ­ღვე­უ­ლია და არა მგო­ნია, მე­ო­რე ად­გი­ლი არ­სე­ბობ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა ასე­თი საფრ­თხის ქვეშ იდ­გეს, რო­გორც აქ. ასე­ვე ვკი­თხე მას ექი­მე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და ეჭვი გვაქვს, რომ მთე­ლი ეს მედ­პერ­სო­ნა­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მოყ­ვა­ნის წინ ჩა­ა­ნაც­ვლეს სუს-სთვის სან­დო ექი­მე­ბით, რომ­ლე­ბიც რო­გო­რი ექი­მე­ბიც არი­ან არა­ვინ იცის.

მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბის­თვის არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი დღეს იპა­რავ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას იმი­ტომ, რომ მათ იცოდ­ნენ ინ­სპექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­მო­დი­ო­და ტან­საც­მლის ამო­სა­ღე­ბად, რათა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ კი და­ას­წრო და და­ი­წყო ამო­ღე­ბის პრო­ცე­სი. სა­ა­კაშ­ვი­ლი კი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ეძი­ნა და გა­აღ­ვი­ძეს. გა­მო­აქ­ვეყ­ნონ ამის ვი­დეო, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია იქ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩათ­ვა­ლა, რომ ეს ინ­სპექ­ტო­რის ხალ­ხია და მო­უ­წე­რა ხელი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მან ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო ვინ იყ­ვნენ ეს ხალ­ხი, წა­არ­თვა ტან­საც­მე­ლი და აღარ შედ­გა საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. ტან­საც­მელს ხვალ ამო­ი­ღებს ინ­სპექ­ტო­რი“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
12

რაც დათესა იმას იმკის. თანაც კარგად ნაყოფიერად

asds
7

ნიკა გვარამიამაც დაიწყოს შიმშილი რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მთავარი ექიმის მოადგილე ბავშვის გატაცებისთვის არის მსჯავრდებული... მედპერსონალი სააკაშვილის შემოყვანის წინ ჩაანაცვლეს სუს-ისთვის სანდო ექიმებით" - გვარამია

"მთავარი ექიმის მოადგილე ბავშვის გატაცებისთვის არის მსჯავრდებული... მედპერსონალი სააკაშვილის შემოყვანის წინ ჩაანაცვლეს სუს-ისთვის სანდო ექიმებით" - გვარამია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი დაუძლურებულია და ყოველ წუთს შეიძლება მისი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან განუცხადა, ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით 50/50-ზე ალბათობით ლატარიას თამაშობს.

"მიხეილ სააკაშვილი დაუძლურებულია და პირდაპირ გეტყვით, პროგნოზირებას უკვე ვეღარ გავაკეთებ. ის ვითარებაა, სადაც ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას. კალციუმის და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. ლატარიას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით“, - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს სასამართლოში დასწრებას.

"ძალიან მაინტერესებს ციხის ადმინისტრაცია უარს როგორ ეტყვის დასწრებაზე. თუ მას 5 სართულის ჩამოსვლა შეუძლია და აქ სკამზე დაჯდომა საათების განმავლობაში და ლაპარაკი, როგორ აგვიხსნის, რომ ის თურმე სასამართლოში ვერ უნდა წავიდეს. რაც შეეხება მის პირად უსაფრთხოებას, აქ მისი პირადი უსაფრთხოება ძალიან მძიმედ გარღვეულია და არა მგონია, მეორე ადგილი არსებობდეს ამ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილის უსაფრთხოება ასეთი საფრთხის ქვეშ იდგეს, როგორც აქ. ასევე ვკითხე მას ექიმების კომპეტენციასთან დაკავშირებითაც და ეჭვი გვაქვს, რომ მთელი ეს მედპერსონალი სააკაშვილის შემოყვანის წინ ჩაანაცვლეს სუს-სთვის სანდო ექიმებით, რომლებიც როგორი ექიმებიც არიან არავინ იცის.

მთავარი ექიმის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბავშვის გატაცებისთვის არის მსჯავრდებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი დღეს იპარავდა მტკიცებულებას იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, რათა შეემოწმებინათ. იუსტიციის სამინისტრომ კი დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. სააკაშვილი კი შეცდომაში შეიყვანეს, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. გამოაქვეყნონ ამის ვიდეო, რამდენად ადეკვატურია იქ სააკაშვილი, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი. მოგვიანებით კი, მან ტელევიზიით გაიგო ვინ იყვნენ ეს ხალხი, წაართვა ტანსაცმელი და აღარ შედგა საპროცესო მოქმედება. ტანსაცმელს ხვალ ამოიღებს ინსპექტორი“, - განაცხადა გვარამიამ.