საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არ წავიდოდა ამ სამყაროდან..." - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ მწერალს, დიპლომატსა და პედაგოგს
"გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არ წავიდოდა ამ სამყაროდან..." - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ მწერალს, დიპლომატსა და პედაგოგს

დღეს უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა მა­რა­დი­სო­ბას... გელა ჩარ­კვი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და ეს ერთ-ერთი სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია იყო, რაც დი­ლი­დან მო­ვის­მი­ნე. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ყვე­ლას უყ­ვარ­და, რომ­ლის მოს­მე­ნა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო და არა­ვის არას­დროს ბეზ­რდე­ბო­და. ეს სხვა უნა­რებ­თან ერ­თად, მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა გახ­ლდათ...

თით­ქოს ისიც ბე­დის­წე­რა იყო, რომ გან­გე­ბამ ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ასაკ­ში, სკო­ლა­ში ერთ კლას­ში შეკ­რი­ბა და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბად აქ­ცია. ბა­ტო­ნი გელა ხომ იმ ცნო­ბი­ლი კლა­სის წევ­რი გახ­ლდათ, რო­მელ­შიც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი სწავ­ლობ­დნენ. ეს სა­ო­ცა­რი თა­ო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ უკვე აღარ არის.

ეპო­ქა­ლუ­რი კლა­სი

თი­თო­ე­უ­ლის ღვაწ­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე კი გა­ნუ­ზო­მე­ლია.

ბა­ტო­ნი გელა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე დიდი შე­მარ­თე­ბით იყო, მუ­შა­ობ­და - ასაკს არ ეპუ­ე­ბო­და, თავს მხნე­დაც გრძნობ­და - წერ­და, ქმნი­და და ამ ყვე­ლა­ფერს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობ­და... სათ­ქმელს ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, მაგ­რამ არას­დროს, არც ერთ პე­რი­ოდ­ში ცუ­დად არა­ვის შე­ხე­ბია. ესეც მისი ღირ­სე­ბა იყო... ამი­ტო­მაც, ადა­მი­ა­ნე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბას, რო­გორც ერთ-ერთი ნა­თე­ლი გო­ნე­ბის და კარ­გი ადა­მი­ა­ნი ასე შე­მორ­ჩე­ბა.

ჩარ­კვი­ა­ნი 1939 წელს, თბი­ლის­ში, "ცე­კას" მდივ­ნის კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი­სა და ექიმ თა­მარ ჯა­ოშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე. დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტი... ას­პი­რან­ტუ­რის კურ­სი კი 1970 წელს აშშ-ში, მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, იმ პე­რი­ოდ­მა, მის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, რად­გა­ნაც სწო­რედ მა­შინ აშშ-ში პიკს აღ­წევ­და ახალ­გაზ­რდუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია...

1970 წლის 4 ივ­ლი­სი - გელა ჩარ­კვი­ა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე­ზე

მის­თვის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი იყო შვი­ლის ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის და მე­უღ­ლის, ნანა თო­ი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. "ირაკ­ლიმ სიკ­ვდი­ლი გა­მი­ად­ვი­ლა. ნანა უფრო შორს წა­ვი­და - მან სიკ­ვდი­ლი მო­მან­დო­მა," - ამ­ბობ­და ის...

"ირაკ­ლი იყო არა მხო­ლოდ მუ­სი­კო­სი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პო­ე­ტი. თვი­თონ წერ­და ლექსსაც და მუ­სი­კა­საც... იყო პრო­ზა­ი­კო­სიც და ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრის ხე­ლო­ვა­ნი. მისი პო­ე­ზია და სა­ინ­ტე­რე­სო მე­ტა­ფო­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა სხვე­ბი­სას არ ჰგავ­და, თე­მა­ტი­კაც სხვას ირ­ჩევ­და. არ მიჰ­ყვე­ბო­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ესტრა­დო ლი­რი­კუ­ლი სიმ­ღე­რის ხა­ტო­ვა­ნე­ბას. ირაკ­ლის სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რაც სხვა­ნა­ი­რი ჰქონ­და, იმას ვე­რა­ვინ გა­ი­მე­ო­რებს, ტრა­გიზ­მი იყო მის ხმა­ში და მე­ლო­დი­ა­ში. ალ­ბათ მე­გობ­რე­ბის და­კარ­გვა­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. გე­ნე­ტი­კაც უწყობ­და ხელს...

გელა ჩარ­კვი­ა­ნი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად
გელა ჩარ­კვი­ა­ნი შვი­ლიშ­ვილ­თან, ნანა ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად

ოჯახ­ში ხე­ლოვ­ნე­ბა უყ­ვარ­დათ და ეს­მო­დათ. ირაკ­ლის ბა­ბუა, კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი არა­მარ­ტო „ცე­კას“ პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, არა­მედ კარ­გი მოყ­ვა­რუ­ლი პო­ე­ტი და დი­დად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იცო­და გერ­მა­ნუ­ლი, თარ­გმნი­და ჰა­ი­ნეს ლექ­სებს. კაც­მა, რომ თქვას არც მე ვი­ყა­ვი უნი­ჭო მუ­სი­კა­ში და სხვა სა­კი­თხებ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დის მხა­რეს, მისი დიდი ბა­ბუა, მოსე თო­ი­ძე იყო ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრო­ბის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი“ - ჰყვე­ბო­და ბა­ტო­ნი გელა.

მისი კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­ი­წყო, სა­დაც 1976 წლი­დან 1994 წლამ­დე სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და.

ზაზა შენ­გე­ლია, "ბრა­ვო რე­ქორდსის" ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ბა­ტო­ნი გელა თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბუ­ლო­ბით, პატ­რი­ო­ტიზ­მით, თავ­მდაბ­ლო­ბით და ზრდი­ლო­ბით ეტა­ლო­ნი იყო. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში რამ­დე­ნი­მე წელი მას­თან ერ­თად მე­მუ­შა­ვა და ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნო­და. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვის გარ­და, მის­გან ბევრ რა­მეს ვგე­ბუ­ლობ­დი, ვსწავ­ლობ­დი.

მერე ჯაზ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ში უკი­დე­გა­ნოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ამ სფე­რო­შიც ჩემს ცოდ­ნას ვივ­სებ­დი. ჩვენს სტუ­დი­ა­ში მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე გა­მო­ვე­ცით ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მი. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ალ­ბო­მის კონ­ცე­პცი­ა­ში, ჩა­წე­რა­ში, დი­ზა­ინ­ში, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო... ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ციკ­ლი გა­ვა­კე­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ბა­ტონ გე­ლას მიჰ­ყავ­და. ეს მისი ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო, მისი ნა­აზ­რე­ვი, რო­მე­ლიც კარ­გად იყო შე­ჯა­მე­ბუ­ლი. ვუ­თა­ნაგ­რძნობ ყვე­ლას ამ დიდი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას“.

1992 წლი­დან 2003 წლამ­დე გელა ჩარ­კვი­ა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის მრჩე­ვე­ლი იყო, 2005 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ირ­ლან­დი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო 2006 წლი­დან უკვე ელჩი. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 2011 წელს შე­წყვი­ტა.

კახი ქენ­ქა­ძე, დიპ­ლო­მა­ტი:

"მე ბე­ტო­ნი გე­ლას მო­ად­გი­ლე გახ­ლდით, რო­დე­საც ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. 1992 წელს გა­ვი­ცა­ნი, სამ­სა­ხურ­ში რომ ამიყ­ვა­ნა, მა­შინ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე იყო. ორი­ვემ იქ 10 წელი ვი­მუ­შა­ვეთ, შემ­დეგ კი სამი წელი სა­ელ­ჩო­ში, რო­დე­საც ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი გახ­და...

სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო და მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ბა­ტონ გე­ლას უყ­ვარ­და თქმა, კახი, ცხოვ­რე­ბა ნარ­დია, თუ კა­მა­თე­ლი არ მო­გი­ვი­და, ვერ მო­ი­გებ, იღ­ბა­ლი გჭირ­დე­ბა. ჩემ­თვის კი მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნამ­დვი­ლი იღ­ბა­ლი იყო, ცხოვ­რე­ბა­ში გა­მი­მარ­თლა... დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ამ ადა­მი­ანს ქვეყ­ნის წი­ნა­შე, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, მისი შექ­მნის ის­ტო­რი­ა­ში. მას მე­რი­ტოკ­რა­ტი­ის მა­მას ვუ­წო­დე (მე­რი­ტოკ­რა­ტი­აა, როცა ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურ­ში მისი ღირ­სე­ბით აგ­ყავს და არა ნე­პო­ტიზ­მით)... რო­დე­საც მან ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, პრე­ზი­დენ­ტი გა­აფრ­თხი­ლა,- ჩემ­თან არა­ვინ მო­ვი­დეს და არ მთხო­ვოს ვინ­მეს სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა. თვი­თონ ვიცი, ვი­საც ავიყ­ვან და და­ვა­საქ­მებ - მი­ვი­ღებ მხო­ლოდ საქ­მის მცოდ­ნე­სო. ადა­მი­ა­ნის ნი­ჭი­ე­რე­ბას და უნა­რებს ასე აფა­სებ­და

ამას­თან იყო უბო­რო­ტო, არა­ვის არა­ფე­რი შურ­და. ალ­ბათ ეს გე­ნე­ტი­კუ­რიც იყო. ყვე­ლას უყ­ვარ­და, სულ ყვე­ლას. ერთხელ ბა­თუმ­ში გა­ვი­ცა­ნი კარ­გი კაცი, რომ გა­ი­გო, სად ვმუ­შა­ობ­დი და ბა­ტონ გე­ლას ვი­ცობ­დი, მას­თან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მო­კი­თხვა და­მა­ბა­რა, - ის მე არ მიც­ნობს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მო­კი­თხვა გა­და­ე­ციო. ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის მო­პო­ვე­ბა ად­ვი­ლი არ არის. ამი­ტო­მაც იყო ბა­ტო­ნი გელა ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი. ერთხელ სა­ელ­ჩო­ში დიდი მი­ღე­ბა იყო, სა­დაც ირ­ლან­დი­ის ელჩი ბრი­ტა­ნეთ­ში მო­ვი­და. მო­მი­ახ­ლოვ­და და მე­უბ­ნე­ბა - თქვე­ნი ელჩი რა უც­ნა­უ­რი კა­ცია?.. უკვე მივ­ხვდი, რომ ბა­ტონ­მა გე­ლამ რა­ღა­ცით გა­ა­ო­ცა. ვკი­თხე, - რას გუ­ლის­ხმობთ-მეთ­ქი? რას და ჯე­იმს ჯო­ი­სის "ული­სე­დან" ერთი თავი ზე­პი­რად წა­მი­კი­თხაო. ეს და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვეა, ბრი­ტა­ნე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ერთი თავი ქარ­თუ­ლად ზე­პი­რად რომ გვი­თხრას. ასე­თი გა­ნათ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო.

გელ ჩარ­კვი­ანს შექ­სპი­რის "მეფე ლირი" აქვს ნა­თარ­გმნი და ამ პი­ე­სის მი­ხედ­ვით თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში 1980-ია­ნებ­სა და 1990-ია­ნებ­ში სპექ­ტაკ­ლე­ბი და­იდ­გა.

დათო ევ­გე­ნი­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი:

"მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა მარ­ტო ჩვენ კი არ გვე­წყი­ნა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და დე­და­მი­წას! დე­და­მი­წი­დან წა­ვი­და ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მსგავ­სი იშ­ვი­ა­თია... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იმ ეპო­ქა­ში და­ვი­ბა­დე, სა­დაც შე­მეძ­ლო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნო­და. თან, ჩემი და ირაკ­ლის მე­გობ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ოჯახ­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სი­ახ­ლო­ვე მა­კავ­ში­რებს - ბავ­შვო­ბა მათ­თან სახ­ლში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩვენ ვი­ყა­ვით მომსწრე სა­ო­ცარ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, მისი სა­უბ­რე­ბის, სა­ღა­მო­ე­ბის ხილ­ვის, მოს­მე­ნის...

ბევრ რა­მეს გვას­წავ­ლი­და. ბა­ტონ­მა გე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი სიღ­რმი­სე­უ­ლად შეგ­ვას­წავ­ლა, ეს არ იყო რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი, მან სამ­ყა­რო დაგ­ვა­ნა­ხა. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი, თუკი ვინ­მე გვყო­ლია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე. მისი ნა­აზ­რე­ვი რომ შეკ­რი­ბო, ლექ­ცი­ე­ბი­დან, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან, ან პი­რა­დად ჩვენ­თან სა­უბ­რე­ბი­დან, ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წიგ­ნი და­ი­წე­რე­ბა.

მგო­ნია, რომ გელა ის ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით არას­დროს არ წა­ვი­დო­და ამ სამ­ყა­რო­დან. ვფიქ­რობ, რომ მო­ე­ნატ­რა ირაკ­ლი, ნანა მისი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე და იქ წა­ვი­და...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dd
1

მარადიული ნათელი ჰქონებოდეს მის სულს .

კახა
6

ძალიან გული დამწყდა, ღმერთმა აცხონოს, ბავსობიდან მიყვარდა ეს კაცი, ჯერ კიდევ მის გადაცემას რომ უყურებდი ხოლმე ,,გლობუსი"-ერქვა ვისაც გახსოვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არ წავიდოდა ამ სამყაროდან..." - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ მწერალს, დიპლომატსა და პედაგოგს

"გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არ წავიდოდა ამ სამყაროდან..." - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ მწერალს, დიპლომატსა და პედაგოგს

დღეს უზომოდ ნიჭიერი, განათლებული, ღირსეული ადამიანი შეუერთდა მარადისობას... გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა და ეს ერთ-ერთი სამწუხარო ინფორმაცია იყო, რაც დილიდან მოვისმინე. ადამიანი, რომელიც უბრალოდ ყველას უყვარდა, რომლის მოსმენა ერთი სიამოვნება იყო და არავის არასდროს ბეზრდებოდა. ეს სხვა უნარებთან ერთად, მისი გამორჩეული თვისება გახლდათ...

თითქოს ისიც ბედისწერა იყო, რომ განგებამ ჩვენი უახლოესი ისტორიის განსაკუთრებული ადამიანები, ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სკოლაში ერთ კლასში შეკრიბა და თანაკლასელებად აქცია. ბატონი გელა ხომ იმ ცნობილი კლასის წევრი გახლდათ, რომელშიც ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი სწავლობდნენ. ეს საოცარი თაობა, სამწუხაროდ უკვე აღარ არის.

ეპოქალური კლასი

თითოეულის ღვაწლი ქვეყნის წინაშე კი განუზომელია.

ბატონი გელა სიცოცხლის ბოლომდე დიდი შემართებით იყო, მუშაობდა - ასაკს არ ეპუებოდა, თავს მხნედაც გრძნობდა - წერდა, ქმნიდა და ამ ყველაფერს საზოგადოებას აცნობდა... სათქმელს ყოველთვის ამბობდა, მაგრამ არასდროს, არც ერთ პერიოდში ცუდად არავის შეხებია. ესეც მისი ღირსება იყო... ამიტომაც, ადამიანების მეხსიერებას, როგორც ერთ-ერთი ნათელი გონების და კარგი ადამიანი ასე შემორჩება.

ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, "ცეკას" მდივნის კანდიდ ჩარკვიანისა და ექიმ თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. დამთავრებული ჰქონდა უცხო ენათა ინსტიტუტი... ასპირანტურის კურსი კი 1970 წელს აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. როგორც თავად ამბობდა, იმ პერიოდმა, მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგანაც სწორედ მაშინ აშშ-ში პიკს აღწევდა ახალგაზრდული რევოლუცია...

1970 წლის 4 ივლისი - გელა ჩარკვიანი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეზე

მისთვის უდიდესი ტკივილი იყო შვილის ირაკლი ჩარკვიანის და მეუღლის, ნანა თოიძის გარდაცვალება. "ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა. ნანა უფრო შორს წავიდა - მან სიკვდილი მომანდომა," - ამბობდა ის...

"ირაკლი იყო არა მხოლოდ მუსიკოსი, უპირველეს ყოვლისა, პოეტი. თვითონ წერდა ლექსსაც და მუსიკასაც... იყო პროზაიკოსიც და ძალიან ფართო სპექტრის ხელოვანი. მისი პოეზია და საინტერესო მეტაფორული აზროვნება სხვებისას არ ჰგავდა, თემატიკაც სხვას ირჩევდა. არ მიჰყვებოდა ტრადიციული ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის ხატოვანებას. ირაკლის სიმღერის შესრულების მანერაც სხვანაირი ჰქონდა, იმას ვერავინ გაიმეორებს, ტრაგიზმი იყო მის ხმაში და მელოდიაში. ალბათ მეგობრების დაკარგვამაც დიდი წვლილი შეიტანა მის შემოქმედებაში. გენეტიკაც უწყობდა ხელს...

გელა ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანთან ერთად
გელა ჩარკვიანი შვილიშვილთან, ნანა ჩარკვიანთან ერთად

ოჯახში ხელოვნება უყვარდათ და ესმოდათ. ირაკლის ბაბუა, კანდიდ ჩარკვიანი არამარტო „ცეკას“ პირველი მდივანი, არამედ კარგი მოყვარული პოეტი და დიდად განათლებული ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად იცოდა გერმანული, თარგმნიდა ჰაინეს ლექსებს. კაცმა, რომ თქვას არც მე ვიყავი უნიჭო მუსიკაში და სხვა საკითხებშიც. რაც შეეხება დედის მხარეს, მისი დიდი ბაბუა, მოსე თოიძე იყო ქართული თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი“ - ჰყვებოდა ბატონი გელა.

მისი კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა.

ზაზა შენგელია, "ბრავო რექორდსის" ხელმძღვანელი: „ბატონი გელა თავისი განათლებულობით, პატრიოტიზმით, თავმდაბლობით და ზრდილობით ეტალონი იყო. საოცარი ადამიანი, ენციკლოპედიურად განათლებული. წილად მხვდა ბედნიერება, სახელმწიფო სამსახურში რამდენიმე წელი მასთან ერთად მემუშავა და ხშირი ურთიერთობა მქონოდა. სამსახურებრივის გარდა, მისგან ბევრ რამეს ვგებულობდი, ვსწავლობდი.

მერე ჯაზსა და თანამედროვე მუსიკაში უკიდეგანოდ განათლებული ადამიანი იყო. მასთან ურთიერთობით ამ სფეროშიც ჩემს ცოდნას ვივსებდი. ჩვენს სტუდიაში მის სიცოცხლეშივე გამოვეცით ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური ალბომი. აქტიურად მონაწილეობდა ამ ალბომის კონცეპციაში, ჩაწერაში, დიზაინში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო... ჩემი ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში ძალიან საინტერესო ციკლი გავაკეთეთ საქართველოს უახლოეს ისტორიაზე, რომელიც ბატონ გელას მიჰყავდა. ეს მისი ასევე სერიოზული ნამუშევარი იყო, მისი ნააზრევი, რომელიც კარგად იყო შეჯამებული. ვუთანაგრძნობ ყველას ამ დიდი ადამიანის გარდაცვალებას“.

1992 წლიდან 2003 წლამდე გელა ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო, 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან უკვე ელჩი. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.

კახი ქენქაძე, დიპლომატი:

"მე ბეტონი გელას მოადგილე გახლდით, როდესაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საერთაშორისო სამსახურის უფროსი იყო. 1992 წელს გავიცანი, სამსახურში რომ ამიყვანა, მაშინ სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე იყო. ორივემ იქ 10 წელი ვიმუშავეთ, შემდეგ კი სამი წელი საელჩოში, როდესაც ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გახდა...

საოცარი ადამიანი იყო და მასთან ყოველდღიური ურთიერთობა დიდი ბედნიერება. ბატონ გელას უყვარდა თქმა, კახი, ცხოვრება ნარდია, თუ კამათელი არ მოგივიდა, ვერ მოიგებ, იღბალი გჭირდება. ჩემთვის კი მასთან თანამშრომლობა ნამდვილი იღბალი იყო, ცხოვრებაში გამიმართლა... დიდი დამსახურება აქვს ამ ადამიანს ქვეყნის წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე, მისი შექმნის ისტორიაში. მას მერიტოკრატიის მამას ვუწოდე (მერიტოკრატიაა, როცა ადამიანი სამსახურში მისი ღირსებით აგყავს და არა ნეპოტიზმით)... როდესაც მან ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობა დაიწყო, პრეზიდენტი გააფრთხილა,- ჩემთან არავინ მოვიდეს და არ მთხოვოს ვინმეს სამსახურში მიღება. თვითონ ვიცი, ვისაც ავიყვან და დავასაქმებ - მივიღებ მხოლოდ საქმის მცოდნესო. ადამიანის ნიჭიერებას და უნარებს ასე აფასებდა

ამასთან იყო უბოროტო, არავის არაფერი შურდა. ალბათ ეს გენეტიკურიც იყო. ყველას უყვარდა, სულ ყველას. ერთხელ ბათუმში გავიცანი კარგი კაცი, რომ გაიგო, სად ვმუშაობდი და ბატონ გელას ვიცობდი, მასთან დიდი სიყვარული და მოკითხვა დამაბარა, - ის მე არ მიცნობს, მაგრამ ძალიან მიყვარს, მოკითხვა გადაეციო. ყველას სიყვარულის მოპოვება ადვილი არ არის. ამიტომაც იყო ბატონი გელა ფენომენალური. ერთხელ საელჩოში დიდი მიღება იყო, სადაც ირლანდიის ელჩი ბრიტანეთში მოვიდა. მომიახლოვდა და მეუბნება - თქვენი ელჩი რა უცნაური კაცია?.. უკვე მივხვდი, რომ ბატონმა გელამ რაღაცით გააოცა. ვკითხე, - რას გულისხმობთ-მეთქი? რას და ჯეიმს ჯოისის "ულისედან" ერთი თავი ზეპირად წამიკითხაო. ეს დაახლოებით ისეთივეა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში "ვეფხისტყაოსნის" ერთი თავი ქართულად ზეპირად რომ გვითხრას. ასეთი განათლების ადამიანი იყო.

გელ ჩარკვიანს შექსპირის "მეფე ლირი" აქვს ნათარგმნი და ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი:

"მისი გარდაცვალება მარტო ჩვენ კი არ გვეწყინა, სრულიად საქართველოს და დედამიწას! დედამიწიდან წავიდა ისეთი ადამიანი, რომლის მსგავსი იშვიათია... ბედნიერი ვარ, რომ იმ ეპოქაში დავიბადე, სადაც შემეძლო მასთან ურთიერთობა მქონოდა. თან, ჩემი და ირაკლის მეგობრობიდან გამომდინარე, მათ ოჯახთან აბსოლუტურად სხვა სიახლოვე მაკავშირებს - ბავშვობა მათთან სახლში მაქვს გატარებული. ჩვენ ვიყავით მომსწრე საოცარ ადამიანთან ურთიერთობის, მისი საუბრების, საღამოების ხილვის, მოსმენის...

ბევრ რამეს გვასწავლიდა. ბატონმა გელამ ყველაფერი სიღრმისეულად შეგვასწავლა, ეს არ იყო რაღაც კონკრეტული, მან სამყარო დაგვანახა. მიმაჩნია, რომ საქართველოდან წავიდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი, თუკი ვინმე გვყოლია საუკუნეების მანძილზე. მისი ნააზრევი რომ შეკრიბო, ლექციებიდან, ინტერვიუებიდან, ან პირადად ჩვენთან საუბრებიდან, ერთი სერიოზული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიგნი დაიწერება.

მგონია, რომ გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არასდროს არ წავიდოდა ამ სამყაროდან. ვფიქრობ, რომ მოენატრა ირაკლი, ნანა მისი საყვარელი მეუღლე და იქ წავიდა...