კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, თრევით მიიყვანა გლდანის დაწესებულებაში... სცადეს მისი დაბმა..." - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, თრევით მიიყვანა გლდანის დაწესებულებაში... სცადეს მისი დაბმა..." -  ადვოკატი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შოთა თუთ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გაყ­ვა­ნა­ში პი­რა­დად იყო ჩარ­თუ­ლი ცი­ხის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ მო­დე­ბა­ძე.

რო­გორც თუთ­ბე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გლ­და­ნის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ნე­ბით მას შემ­დეგ გაჰ­ყვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, როცა მას მო­ა­ტყუ­ეს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაჰ­ყავ­დათ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილ­მა გლ­და­ნის ცი­ხე­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გა­ი­გო, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი იძუ­ლე­ბით, 10-მდე სპეც­რაზ­მელ­მა, ან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა გად­მო­ათ­რია მან­ქა­ნი­დან პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან ატე­ხი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხმა­უ­რის ფონ­ზე. ამ პა­ტიმ­რებს წი­ნას­წარ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ამ­ჟა­მად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­მა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გად­მოჰ­ყავ­დათ. და­ი­წყეს მო­რა­ლუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­ტე­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ ექ­ნე­ბა არც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტსა და არც მის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­ზე. უბ­რა­ლოდ, ეს არის სირ­ცხვი­ლი და ძა­ლი­ან კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი, თუ სა­დამ­დე და­ეშ­ვა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 10-მდე ადა­მი­ან­მა წელს ზე­მოთ ტან­საც­მელ­შე­მო­ხე­უ­ლი, მი­წა­ზე თრე­ვით მი­იყ­ვა­ნეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ­დე და იძუ­ლე­ბით მო­ა­თავ­სეს პა­ლა­ტა­ში. ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ და არა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მიერ. არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მან ხელი და­არ­ტყა. ტან­საც­მე­ლი ბუ­ნებ­რი­ვია, აღარ გვაქვს. მისი პა­ლა­ტა­ში მო­თავ­სე­ბის შემ­დეგ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ორმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სცა­და იძუ­ლე­ბით ანა­ლი­ზე­ბის აღე­ბა, მას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ შპ­რი­ცე­ბი­თა და ნემ­სე­ბით, რა­ზეც ბუ­ნებ­რი­ვია, უარი გა­ნა­ცხა­და, ხოლო მას შემ­დეგ, რაც სცა­დეს მისი დაბ­მა და სის­ხლის ასე აღე­ბა, მან ხელი ჰკრა ანა­ლი­ზა­ტორს, რო­მე­ლიც არ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა და დღე­საც მუ­შა­ობს, უბ­რა­ლოდ, რა­ღაც პლასტმა­სის დე­ტა­ლი მო­ტყდა. ეს ფაქ­ტი ცხად­ყოფს იმას, რომ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ილუ­ზო­რუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა, ჰგო­ნია, რომ ათა­მა­შებს კუნ­თებს, თუმ­ცა ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თუთ­ბე­რი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

სიცრუე, სიცრუე, სიცრუე! სასირცხვილო ადვოკატები. შავზე თეთრი, თეთრზე შავი - მათი სლოგანია.

პატრონს
0

არადა თვითონ მეფური ღირსებით იქცეოდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, თრევით მიიყვანა გლდანის დაწესებულებაში... სცადეს მისი დაბმა..." - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, თრევით მიიყვანა გლდანის დაწესებულებაში... სცადეს მისი დაბმა..." -  ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მე-12 დაწესებულებიდან გაყვანაში პირადად იყო ჩართული ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე.

როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განუცხადა, სააკაშვილი საკუთარი ნებით მას შემდეგ გაჰყვა დაწესებულების თანამშრომლებს, როცა მას მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილმა გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ გაიგო, თუ სად იმყოფებოდა.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე. ამ პატიმრებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირების თანამზრახველებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ. დაიწყეს მორალური, ფსიქოლოგიური შეტევა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტსა და არც მის უფლებადამცველებზე. უბრალოდ, ეს არის სირცხვილი და ძალიან კარგი ინდიკატორი, თუ სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო. მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მესამე პრეზიდენტის მიერ. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ტანსაცმელი ბუნებრივია, აღარ გვაქვს. მისი პალატაში მოთავსების შემდეგ ძალოვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა იძულებით ანალიზების აღება, მას მიუახლოვდნენ შპრიცებითა და ნემსებით, რაზეც ბუნებრივია, უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან ხელი ჰკრა ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა და დღესაც მუშაობს, უბრალოდ, რაღაც პლასტმასის დეტალი მოტყდა. ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ილუზორული ძალაუფლების შეგრძნება, ჰგონია, რომ ათამაშებს კუნთებს, თუმცა ცეცხლს ეთამაშება“, - განაცხადა თუთბერიძემ.