დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე "ფაიზერის“ არცერთი დოზა ვადაგასული არ არის.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყანაში "ფაიზერის“ 900 ათასამდე დოზაა.
"ფაიზერის“ დაახლოებით 900 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ვადაგასული არცერთი დოზა არ არის“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, "ფაიზერის“ ბოლო პარტიის ვადა მარტის ბოლომდეა.
ამირანას ფაიზერა უნდა შევარქვა. როცა უნდა ვადაგასულია, როცა უნდა არა. ბიჭო! ისეთი ტყუილი სთქვი, რომ პატარამაც დაგიჯეროს.
ისეთი უნიჭოები ხართ, რომ ვერ მიხვდით როდის რა რაოდენობით უნდა შემოგეტანათ. დააძველეთ და ახლა გინდათ ძველი წამალი შეტენოთ ხალხს!