საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განახლებული უნივერსიტეტი სტუდენტის მუდმივი განვითარებისთვის − ცვლილებები ქართულ საგანმანათლებლო სფეროში
განახლებული უნივერსიტეტი სტუდენტის მუდმივი განვითარებისთვის − ცვლილებები ქართულ საგანმანათლებლო სფეროში

20-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის ახ­ლე­ბუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლებ­ლო­ბად უნდა იქ­ცეს - „თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ სრუ­ლად შე­იც­ვა­ლა კონ­ცეფ­ცია, გა­ნა­ახ­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტე­ბის ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და მუდ­მი­ვი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

„ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ უკვე ახა­ლი სა­ხე­ლი­თა და ლო­გო­თი, რაც მთა­ვა­რია, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, გუნ­დი­თა და ახა­ლი შე­მარ­თე­ბით იწყებს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეკო­სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სურთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მხო­ლოდ 4-წლი­ა­ნი, სტან­დარ­ტუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აკავ­ში­რებ­დეთ და მის­გან მი­ი­ღონ იმა­ზე მეტი, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სა­ლექ­ციო კურ­სე­ბია.

რა­ტომ გახ­და რებ­რენ­დინ­გი სა­ჭი­რო, რა ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“, რას მი­ი­ღე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი გა­ნახ­ლე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში და რა პროგ­რა­მე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა და­საქ­მე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge უნი­ვერ­სი­ტე­ტის პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ანი ამი­რა­ნაშ­ვილს ესა­უბ­რა:

რა­ტომ გახ­და რებ­რენ­დინ­გი სა­ჭი­რო და რას გუ­ლის­ხმობს „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ახა­ლი კონ­ცეფ­ცია?

ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში თა­ვი­სი სი­ტყვა უკვე ნათ­ქვა­მი აქვს, რად­გან მისი ის­ტო­რია 20 წელს ით­ვლის. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის, ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გამო ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სჭირ­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბა. მათ შო­რის არის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას, ახალ ტენ­დენ­ცი­ებს ფეხი უნდა აუ­წყოს. სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნდა რებ­რენ­დინ­გის იდეა.

გვჯე­რა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც მხო­ლოდ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნი და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ერ­თოდ წყვეტს მას­თან ბმას. გვსურ­და, რებ­რენ­დინ­გის შე­დე­გად შეგ­ვექ­მნა რე­ა­ლო­ბა, როცა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სტუ­დენტს მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­ში უწყობს ხელს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი მას უნდა უქ­მნი­დეს თვით­გან­ვი­თა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­ფუძ­ველს, რის­თვი­საც კონ­კრე­ტუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს.

დღეს სამ­ყა­რო იმ­დე­ნად სწრა­ფად იც­ვლე­ბა, თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ვი­სი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ამ რე­ა­ლო­ბის­თვის, მას­თან ადაპ­ტა­ცი­ის­თვის არ მო­ამ­ზა­და, გა­უ­ჭირ­დე­ბა, რომ თა­ვის საქ­მე­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც უნდა გახ­დეს მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და სწო­რედ ამ სტრა­ტე­გი­ის გარ­შე­მო შევ­ქმე­ნით ახა­ლი ბრენ­დი.

ვინ იმუ­შა­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რებ­რენ­დინგზე და რას ნიშ­ნავს ახა­ლი ლოგო და სლო­გა­ნი?

გა­ნახ­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ვა იტა­ლი­ურ­მა სა­ა­გენ­ტო DINN-მა. „ალტე“ - ეს არის ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვა და ნიშ­ნავს „უმაღ­ლეს წერ­ტილს“ და ამ წერ­ტი­ლამ­დე მი­სას­ვლელ გზას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს. გან­ვი­თა­რე­ბის და ცოდ­ნის მი­ღე­ბის გზა კი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა არც იმ 12 წლით, რა­საც ადა­მი­ა­ნი სკო­ლა­ში ატა­რებს და არც იმ 4 წლით, რა­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას უთ­მობს, არა­მედ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­ი­წევ­დეს კი­დევ უფრო დიდი სი­მაღ­ლე­ე­ბის­კენ. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლიც სწო­რედ ამას გა­მო­ხა­ტავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლო­გოს, ის გა­მო­სა­ხავს ზე­მოთ მი­მარ­თულ ისარს და სა­ფუძ­ველ­ში არ­სე­ბულ სამ­კუ­თხედს, რომ­ლის წვე­რიც ასე­ვე ზე­მოთ არის მი­მარ­თუ­ლი. რო­დე­საც უყუ­რებ, თით­ქოს წარ­მო­იდ­გენ, რომ ფი­გუ­რა ზე­ვით მი­ი­წევს. ეს სიმ­ბო­ლო გა­მო­ხა­ტავს სტუ­დენტს, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბის უწყვეტ გზას გა­დის, ხოლო დიდი ფი­გუ­რის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ტა­რა სამ­კუ­თხე­დი თით­ქოს მას მოძ­რა­ო­ბის მუხტს აძ­ლევს და ამა­ში ალე­გო­რი­უ­ლად იგუ­ლის­ხმე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ის არის ძალა, რო­მე­ლიც სტუ­დენტს უქ­მნის ფუნ­და­მენტს, აძ­ლევს ბიძგსა და მო­ტი­ვა­ცი­ას, გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე არას­დროს გა­ჩერ­დეს.

რა მე­ქა­ნიზ­მებს გა­მო­ი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ და­სა­ხულ მიზ­ნებს მი­აღ­წი­ოთ და სტუ­დენ­ტებს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­უქ­მნათ?

სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ზე. ჩვე­ნი გუნ­დი კომ­პლექტდე­ბა ლექ­ტო­რე­ბით, რომ­ლე­ბიც თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად სტუ­დენ­ტებს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ას­წავ­ლი­ან.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პარტნი­ო­რო­ბას სტუ­დენ­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბი­სა და მათ­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის მი­წო­დე­ბის კუ­თხით, რა­ზეც ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა.

ასე­ვე, გვსურს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სკო­ლა­ში ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი მიდ­გო­მა დავ­ნერ­გოთ. დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ო­ბა Z-ში, სა­კუ­თა­რი საქ­მის წა­მო­წყე­ბა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რის­თვი­საც მათ შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა სჭირ­დე­ბათ. ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი ხედ­ვა და მიდ­გო­მა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ყვე­ლა პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვე­ბენ ლექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კრე­ა­ტი­უ­ლი ხედ­ვე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე იქ­ნე­ბი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მათ სხვა­დას­ხვა იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი სტარ­ტაპ გა­რა­ჟი კი ჩვენს სტუ­დენ­ტებს რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნეს იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

რას ნიშ­ნავს „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თვის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ლია?

შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ამ­ბი­ცი­უ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი უფრო გლო­ბა­ლუ­რია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, გახ­დეს რე­გი­ო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბი და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ უნი­ვერ­სი­ტეტს ამ პრო­ცეს­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია.

ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰა­ბად ქცე­ვა ნიშ­ნავს: გა­უმ­ჯო­ბეს­დეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და მო­ვი­ზი­დოთ მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გვსურს, რომ პრო­ცეს­ში ვი­ყოთ ერთ-ერთი მძლავ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის წერ­ტი­ლი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საც და ამის­თვის მკა­ფიო, გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი გვაქვს.

ის, რომ სა­კითხს არ ვუ­ყუ­რებთ მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რად და ასე­ვე, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვართ ხა­რისხსა და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში თე­ო­რი­ას­თან ერ­თად პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის და­ნერგვა­ზე, ვფიქ­რობთ, რომ ეს ის ძლი­ე­რი მხა­რე იქ­ნე­ბა, რი­თაც კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ვუ­წევთ სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს.

რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის“?

ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა გვაქვს რო­გორც ქარ­თულ, ისე უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან.

გარ­და ამი­სა, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბა­ზა­ზე უკვე და­წყე­ბუ­ლია „სტარ­ტაპ გა­რა­ჟის“ შექ­მნა, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ამი­სათ­ვის ვა­წყობთ ეკო­სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ჩვენს სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, თა­ვი­ან­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ იდე­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლო­ბენ ისი­ნი. ჩვენ­თვის ყვე­ლა ის კურ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გვაქვს და სა­მო­მავ­ლოდ მათ კი­დევ უფრო გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­საც ვგეგ­მავთ.

„ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი­თა და კონ­ცეფ­ცი­ით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა უკვე და­ი­წყო. მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში მა­ლე­ვე ჩა­ეშ­ვე­ბა ის კურ­სე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს მის­ცემს სა­ფუძ­ველ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას, თა­ვი­ანთ საქ­მე­ში გახ­დნენ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი და არას­დროს შე­წყვი­ტონ გან­ვი­თა­რე­ბა.

R

00:00 / 00:00
ავტორი:

განახლებული უნივერსიტეტი სტუდენტის მუდმივი განვითარებისთვის − ცვლილებები ქართულ საგანმანათლებლო სფეროში

განახლებული უნივერსიტეტი სტუდენტის მუდმივი განვითარებისთვის − ცვლილებები ქართულ საგანმანათლებლო სფეროში

20-წლიანი ისტორიის ახლებური გაგრძელება და გამოწვევები, რომლებიც შესაძლებლობად უნდა იქცეს - „თბილისის ღია უნივერსიტეტმა“ სრულად შეიცვალა კონცეფცია, განაახლა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სტუდენტების ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და შრომისმოყვარეობის ჩამოყალიბებასა და მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვაზეა ორიენტირებული.

„ალტე უნივერსიტეტი“ უკვე ახალი სახელითა და ლოგოთი, რაც მთავარია, განახლებული, გუნდითა და ახალი შემართებით იწყებს სრულიად განსხვავებული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, უნივერსიტეტთან მხოლოდ 4-წლიანი, სტანდარტული გამოცდილება არ აკავშირებდეთ და მისგან მიიღონ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სალექციო კურსებია.

რატომ გახდა რებრენდინგი საჭირო, რა ცვლილებები განახორციელა „ალტე უნივერსიტეტმა“, რას მიიღებენ სტუდენტები განახლებულ საგანმანათლებლო სივრცეში და რა პროგრამები ამოქმედდება დასაქმების ხელშესაწყობად, ამის შესახებ Ambebi.ge უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანი ამირანაშვილს ესაუბრა:

რატომ გახდა რებრენდინგი საჭირო და რას გულისხმობს „ალტე უნივერსიტეტის“ ახალი კონცეფცია?

ჩვენს უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სფეროში თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს, რადგან მისი ისტორია 20 წელს ითვლის. მიგვაჩნია, რომ ახალი გამოწვევების, ახალი რეალობის გამო ყველა ორგანიზაციას სჭირდება განახლება. მათ შორის არის უნივერსიტეტიც, რომელმაც თანამედროვეობას, ახალ ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს. სწორედ აქედან გაჩნდა რებრენდინგის იდეა.

გვჯერა, რომ უნივერსიტეტი არ არის დაწესებულება, სადაც მხოლოდ 4 წლის განმავლობაში სწავლობს ადამიანი და დასრულების შემდეგ საერთოდ წყვეტს მასთან ბმას. გვსურდა, რებრენდინგის შედეგად შეგვექმნა რეალობა, როცა საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტს მუდმივ განვითარებაში უწყობს ხელს. უნივერსიტეტი მას უნდა უქმნიდეს თვითგანვითარების გაგრძელების საფუძველს, რისთვისაც კონკრეტული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში უნდა ეხმარებოდეს.

დღეს სამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, თუ უნივერსიტეტმა თავისი კურსდამთავრებული ამ რეალობისთვის, მასთან ადაპტაციისთვის არ მოამზადა, გაუჭირდება, რომ თავის საქმეში პროფესიონალად და კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბდეს. განათლება არის ის, რაც უნდა გახდეს მუდმივი განვითარების საფუძველი და სწორედ ამ სტრატეგიის გარშემო შევქმენით ახალი ბრენდი.

ვინ იმუშავა უნივერსიტეტის რებრენდინგზე და რას ნიშნავს ახალი ლოგო და სლოგანი?

განახლებაზე იმუშავა იტალიურმა სააგენტო DINN-მა. „ალტე“ - ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს „უმაღლეს წერტილს“ და ამ წერტილამდე მისასვლელ გზას. მიგვაჩნია, რომ ეს სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების და ცოდნის მიღების გზა კი არ შემოიფარგლება არც იმ 12 წლით, რასაც ადამიანი სკოლაში ატარებს და არც იმ 4 წლით, რასაც უნივერსიტეტში სწავლას უთმობს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიწევდეს კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისკენ. ჩვენი უნივერსიტეტის სახელიც სწორედ ამას გამოხატავს.

რაც შეეხება ლოგოს, ის გამოსახავს ზემოთ მიმართულ ისარს და საფუძველში არსებულ სამკუთხედს, რომლის წვერიც ასევე ზემოთ არის მიმართული. როდესაც უყურებ, თითქოს წარმოიდგენ, რომ ფიგურა ზევით მიიწევს. ეს სიმბოლო გამოხატავს სტუდენტს, რომელიც განვითარების უწყვეტ გზას გადის, ხოლო დიდი ფიგურის ქვეშ მოთავსებული პატარა სამკუთხედი თითქოს მას მოძრაობის მუხტს აძლევს და ამაში ალეგორიულად იგულისხმება უნივერსიტეტი. ის არის ძალა, რომელიც სტუდენტს უქმნის ფუნდამენტს, აძლევს ბიძგსა და მოტივაციას, განვითარების გზაზე არასდროს გაჩერდეს.

რა მექანიზმებს გამოიყენებთ იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ და სტუდენტებს ახალი შესაძლებლობები შეუქმნათ?

სწავლების პროცესში აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ ნაწილზე. ჩვენი გუნდი კომპლექტდება ლექტორებით, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად სტუდენტებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასაც ასწავლიან.

დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციების პარტნიორობას სტუდენტების გადამზადებისა და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდების კუთხით, რაზეც ასევე აქტიურად მიდის მუშაობა.

ასევე, გვსურს უნივერსიტეტის ყველა სკოლაში ანტრეპრენერული მიდგომა დავნერგოთ. დღევანდელ რეალობაში ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან, განსაკუთრებით თაობა Z-ში, საკუთარი საქმის წამოწყება დიდი პოპულარობით სარგებლობს, რისთვისაც მათ შესაბამისი უნარების შეძენა სჭირდებათ. ანტრეპრენერული ხედვა და მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ყველა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან ინტენსიურად იმუშავებენ ლექტორები, რომლებიც კრეატიული ხედვებისა და სიახლეების წახალისებაზე იქნებიან ორიენტირებული და მათ სხვადასხვა იდეის განხორციელებაში დაეხმარებიან. უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი სტარტაპ გარაჟი კი ჩვენს სტუდენტებს რეალური ბიზნეს იდეების განხორციელებაში დაეხმარება.

რას ნიშნავს „ალტე უნივერსიტეტის“ ჩამოყალიბება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის, რომელიც საკმაოდ კონკურენტულია?

შეიძლება, ცოტა ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ხედვები უფრო გლობალურია. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი და საქართველოს თითოეულ უნივერსიტეტს ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია.

ქვეყნის საგანმანათლებლო ჰაბად ქცევა ნიშნავს: გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი და მოვიზიდოთ მეტი საერთაშორისო სტუდენტი, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვსურს, რომ პროცესში ვიყოთ ერთ-ერთი მძლავრი მიზიდულობის წერტილი, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებისთვისაც და ამისთვის მკაფიო, გრძელვადიანი გეგმები გვაქვს.

ის, რომ საკითხს არ ვუყურებთ მხოლოდ ლოკალურად და ასევე, კონცენტრირებული ვართ ხარისხსა და სწავლების პროცესში თეორიასთან ერთად პრაქტიკული ნაწილის დანერგვაზე, ვფიქრობთ, რომ ეს ის ძლიერი მხარე იქნება, რითაც კონკურენციას გავუწევთ სხვა უნივერსიტეტებს.

რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული „ალტე უნივერსიტეტისთვის“?

ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან.

გარდა ამისა, „ალტე უნივერსიტეტის“ ბაზაზე უკვე დაწყებულია „სტარტაპ გარაჟის“ შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებაში დაეხმარება. ამისათვის ვაწყობთ ეკოსისტემას, რომელიც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი უნივერსიტეტის ბაზაზევე განახორციელონ იდეები, მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებაზე სწავლობენ ისინი. ჩვენთვის ყველა ის კურსი მნიშვნელოვანია, რომლებიც უნივერსიტეტში გვაქვს და სამომავლოდ მათ კიდევ უფრო გამრავალფეროვნებასაც ვგეგმავთ.

„ალტე უნივერსიტეტმა“ განახლებული ფორმატითა და კონცეფციით ფუნქციონირება უკვე დაიწყო. მოდერნიზაციის პროცესში მალევე ჩაეშვება ის კურსები და პროგრამები, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს საფუძველსა და მოტივაციას, თავიანთ საქმეში გახდნენ საუკეთესოები და არასდროს შეწყვიტონ განვითარება.

R