კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ობიექტებში ვერ შეხვალთ 1-ლი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტის" გარეშე?
რომელ ობიექტებში ვერ შეხვალთ 1-ლი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტის" გარეშე?

"მწვა­ნე პას­პორ­ტი“ 1-ლი დე­კემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და გა­ფარ­თოვ­დე­ბა მისი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უწყე­ბა­თა­შო­რი­სო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მო­თხოვ­ნა 18 წლის ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა. პირს მწვა­ნე სტა­ტუ­სი აქვს, თუ იგი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია სრუ­ლად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის PCR ტეს­ტი, ან 24- სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის ან­ტი­გენ­ტეს­ტი, ან გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი. იყო მო­საზ­რე­ბა, რომ კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლებ­ზე ყო­ფი­ლი­ყო 6-თვი­ა­ნი შე­ზღუდ­ვა, მაგ­რამ ჩემი მო­საზ­რე­ბა იყო, რომ ეს შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლი­ყო და საბ­ჭომ ეს წი­ნა­და­დე­ბა გა­ი­ზი­ა­რა.

"მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მო­თხოვ­ნა იმოქ­მე­დებს 18 წლის ასა­კის ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბის­თვის. 1-ლი დე­კემ­ბრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ "მწვა­ნე პას­პორ­ტით“ შეძ­ლე­ბენ შეს­ვლას სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტებ­ში - კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში, კი­ნო­თეტ­რებ­ში, ოპე­რა­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში და ა.შ. დე­ტა­ლუ­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იქ­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა გავ­რცელ­დე­ბა მხო­ლოდ ობი­ექ­ტე­ბის სტუმ­რებ­ზე და არა იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია იმ ობი­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც 1-ელი დე­კემ­ბრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მხო­ლოდ "მწვა­ნე პას­პორ­ტით“ შეძ­ლე­ბენ შეს­ვლას.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1-ლი დე­კემ­ბრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ პრინ­ცი­პით შეძ­ლე­ბენ შეს­ვლას: კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის, კა­ფე­ე­ბის და ბა­რე­ბის ღია და და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, თე­ატ­რებ­ში, ოპე­რა­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში, გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში, სა­მო­რი­ნე­ებ­სა და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ობი­ექ­ტებ­ზე, სპა-ცენ­ტრებ­ში, ფიტ­ნეს-დარ­ბა­ზებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში და ასე­ვე სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის - სა­ბა­გი­რო გზებ­ზე; აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა გავ­რცელ­დე­ბა ჩა­მოთ­ვლი­ლი ობი­ექ­ტე­ბის სტუმ­რებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო-გა­სარ­თობ ცენ­ტრებს, "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მო­თხოვ­ნა იმოქ­მე­დებს მხო­ლოდ 18 წლის ასაკს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

ამას­თან, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ი­დან, 200-ლა­რი­ან ერთჯე­რად სა­პენ­სიო და­ნა­მატს მი­ი­ღებს თი­თო­ე­უ­ლი პენ­სი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას 2022 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე ჩა­ი­ტა­რებს; და­ნა­მა­ტი გა­ი­ცე­მა პირ­ვე­ლი აც­რის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ. ამას­თან, 1-ლი დე­კემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა ე.წ "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ კონ­ცეფ­ცია. პირს მწვა­ნე სტა­ტუ­სი აქვს, თუ იგი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია სრუ­ლად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის PCR-ტეს­ტი ან 24-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის ან­ტი­გენ-ტეს­ტი, ან გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი. "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მო­თხოვ­ნა იმოქ­მე­დებს 18 წლის ასა­კის ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს მო­ქა­ლა­ქე­ებს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ატა­რონ პირ­ბა­დე და და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, გა­უფრ­თხილ­დნენ სა­კუ­თარ და ახ­ლობ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნია და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ა­გი­ტა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს მო­ქა­ლა­ქე­ებს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ატა­რონ პირ­ბა­დე და და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, გა­უფრ­თხილ­დნენ სა­კუ­თარ და ახ­ლობ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 755 046 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 693 129 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 10 509 ადა­მი­ა­ნი. ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 46 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 1 302 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 6 916 პირი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრამიტ-ვახტ
2

ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება ცხვირწინ მაგრამ იოდის ნაკლებობის პრობლემების მქონე ქართველები ისევ ვერ გასცდნენ მიშა-ბიძოს კონფლიქტს...

კარგი რაააა
2

ე.ი. მელიას და ნაცქოცების მიტინგებზე მონაწილეებს მწვანე პასპორტები არ ჭირდებათო, ხოდა ოპერაში თუ არ შემიშვებთ, ვიაროთ მიტინგობიაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რომელ ობიექტებში ვერ შეხვალთ 1-ლი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტის" გარეშე?

რომელ ობიექტებში ვერ შეხვალთ 1-ლი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტის" გარეშე?

"მწვანე პასპორტი“ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი მოსაზრება იყო, რომ ეს შეზღუდვა მოხსნილიყო და საბჭომ ეს წინადადება გაიზიარა.

"მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ "მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 755 046 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 693 129 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 509 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 46 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 302 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 916 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.