ავტორი:

პრესკონფერენცია მუხლამდე წყალში - ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრის ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

პრესკონფერენცია მუხლამდე წყალში - ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრის ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოფემ, კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციისთვის ("COP26") მიმართვა მუხლამდე წყალში ჩაწერა, რათა ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ სერიოზული გავლენა აქვს კლიმატურ ცვლილებებს მის სახელმწიფოში.

საიმონ კოფეს წყალში გადაღებული ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან ბევრმა გააზიარა, რამაც ტუვალუში ზღვის დონის სწრაფი ზრდის პრობლემა ყველასთვის ცნობილი გახადა. ფოტოზე მინისტრს ფორმალური სამოსი აცვია, თუმცა მუხლამდე წყალში მდგომს, შარვლის ტოტები აკეცილი აქვს და ასე სთხოვს ხალხს მობილიზებას და კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბრძოლას.

ვიდეომიმართვა ტუვალუს დედაქალაქ ფუნაფუტის მთავარ კუნძულზე გადაიღეს და სამშაბათს, TVBC-ის არხზე შეეძლება ხალხს მისი ყურება.

სენსაციური კონფერენციის პარალელურად კი ტუვალუს ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მომავალში კლიმატური ცვლილებების გავლენის შესამცირებლად უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართავენ.

წყარო

თარგმნა ანა სიბოშვილმა