პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა და დღეს ეზიარა... ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული" - მეუფე ნიკოლოზი
"მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა და დღეს ეზიარა... ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული" - მეუფე ნიკოლოზი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა აზი­ა­რა. ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 40-დღი­ა­ნი მშრა­ლი მარ­ხვით სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან დიდი ღვაწ­ლი გას­წია.

"40 დღე იმარ­ხუ­ლა ამ ადა­მი­ან­მა, იმარ­ხუ­ლა მშრა­ლი მარ­ხვით, ამის შემ­დეგ მან თქვა აღ­სა­რე­ბა და ეზი­ა­რა. 30 წე­ლია მე ვი­ბა­რებ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან აღ­სა­რე­ბას და ვა­ზი­ა­რებ ადა­მი­ა­ნებს და არას­დროს არა­ვის მო­უ­ცია ჩემ­თვის შე­ნიშ­ვნა, რომ მე უღირ­სად ვა­ზი­ა­რე ადა­მი­ა­ნი. იგი ეზი­ა­რა ღირ­სე­უ­ლად. მე დე­ტა­ლებს ვერ მო­გიყ­ვე­ბით, რა და რო­გორ იყო, მაგ­რამ მან მი­ი­ღო წმინ­და ზი­ა­რე­ბა. ვი­საც თვალ­ში ეცო­ტა­ვე­ბა, 40 დღე იმარ­ხუ­ლეთ და შემ­დეგ თქვით აღ­სა­რე­ბა, ეზი­ა­რეთ და ნა­ხავთ, რა ღვაწ­ლი გა­წია. ეს არის ძა­ლი­ან დიდი ღვაწ­ლი, რაც ამ ადა­მი­ან­მა გას­წია. ეს არის მსხვერ­პლი, რო­მე­ლიც მან გა­ი­ღო ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის და იმის­თვის, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს და სა­მუ­და­მოდ და­ვი­ვი­წყოთ სი­ძულ­ვი­ლის ენა. თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში მე ასე­თი მა­გა­ლი­თი არ მახ­სენ­დე­ბა. მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო, თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი არ ვიცი. ასე­თი იყო და­ვით მეფე, მეფ­სალ­მუ­ნე, რო­მელ­მაც ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა და ფსალ­მუ­ნი დაგ­ვი­ტო­ვა, ეს იყო და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­მაც „გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ შექ­მნა იმი­ტომ, რომ უცოდ­ვე­ლი არა­ვინ არ არის, ბო­ლოს ეს იყო დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მძი­მე ცოდ­ვე­ბი ჰქონ­და და ეს თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბი მო­წა­მე­ობ­რი­ვი სის­ხლით ჩა­მო­ი­რე­ცხა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 232 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანნა
15

მაგონდება 90-იანიბწლწბი: ერთნი ზვიადის აგინებდნრნ , მეორენი - აქებდნენ... 

ზვიადი ჩემი აზრით ნაციონალისტი და არაადეკვატური იყო, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით უნდა წასულიყო!! 

მხოლოდ დემოკრატიულმა არჩევნებმა უნდა გაიმარჯვოს და ყოფილიბპრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს! 

უმადური
4

ახლა ესეც რომ დაჯდეს დიეტაზე და მიშამ აზიაროს იქნებ ჭყონდიდელობასაც გამოჰკრას ხელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა და დღეს ეზიარა... ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული" - მეუფე ნიკოლოზი

"მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა და დღეს ეზიარა... ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული" - მეუფე ნიკოლოზი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 40-დღიანი მშრალი მარხვით სააკაშვილმა ძალიან დიდი ღვაწლი გასწია.

"40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით, ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიბარებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება. ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახავთ, რა ღვაწლი გაწია. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება. მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო, თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.