პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლატვიაში დამსაქმებლებს უფლება აქვთ, სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ
ლატვიაში დამსაქმებლებს უფლება აქვთ, სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები,  რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

ლატ­ვი­ის პარ­ლა­მენ­ტმა დამ­საქ­მებ­ლებს უფ­ლე­ბა მის­ცა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მო­ე­თხო­ვე­ბათ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია, მაგ­რამ უარს ამ­ბო­ბენ მას­ზე.

და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, დამ­საქ­მებ­ლებს მო­ე­თხო­ვე­ბათ, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე თა­ნამ­შრომ­ლებს სხვა შე­სა­ფე­რი­სი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ზი­ცია შეს­თა­ვა­ზონ, ან დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნონ, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­საქ­მე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბას სახ­ლი­და­ნაც შეძ­ლებს.

ლატ­ვი­ის მე­დი­ის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი ადრე სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სექ­ტო­რე­ბის მუ­შა­კე­ბის­თვის, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა გა­ფარ­თოვ­და და გავ­რცელ­და ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს კონ­ტაქტს მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ან სა­დაც დამ­საქ­მე­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სერ­ტი­ფი­კა­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო.

გა­სულ თვე­ში, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, ლატ­ვი­ამ "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" შე­მო­ი­ღო. შე­ზღუდ­ვა დი­ლის 8 სა­ა­თი­დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე მოქ­მე­დებს. 1.9 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ზი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­კე­ტი­ლია და და­უშ­ვე­ბე­ლია შიდა და გარე შეკ­რე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­სარ­თო­ბი, სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

როგორ გიცავთ აცრა ამიხსენით, 2 ჯერ აგრილი რო გარდაიცვალა ეგ რა იყო? უცებ კორონას აუცრელობას რო მიაწერეს?

დაჯი
6

უყურე შენ ლატვიას! ეს ჩამორჩენილები და ფაშისტები! ვაი ჩვენს პატრონს, მესამე ქვეყანაც აღარ ვართ, მეათე ვართ, ყველა ჩვენზე გონიერია. არ აიცრათ, არა, რა ამბავია სამნახევარი მილიონი ადამიანი, ეტყობა ძალიან გვინდა მილიონამდე ჩამოვიდეთ! 

ავტორი:

ლატვიაში დამსაქმებლებს უფლება აქვთ, სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

ლატვიაში დამსაქმებლებს უფლება აქვთ, სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები,  რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

ლატვიის პარლამენტმა დამსაქმებლებს უფლება მისცა, გაათავისუფლონ ის თანამშრომლები, რომლებსაც მოეთხოვებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მაგრამ უარს ამბობენ მასზე.

დაწესებული რეგულაციის მიხედვით, დამსაქმებლებს მოეთხოვებათ, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე თანამშრომლებს სხვა შესაფერისი, ალტერნატიული პოზიცია შესთავაზონ, ან დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული საკუთარი მოვალეობის სათანადოდ შესრულებას სახლიდანაც შეძლებს.

ლატვიის მედიის თანახმად, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები ადრე საჭირო იყო მხოლოდ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორების მუშაკებისთვის, მაგრამ მოთხოვნა გაფართოვდა და გავრცელდა ყველა თანამდებობაზე, რომელიც მოიცავს კონტაქტს მომხმარებლებთან ან სადაც დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ სერტიფიკატი აუცილებელია სხვა მიზეზების გამო.

გასულ თვეში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ლატვიამ "კომენდანტის საათი" შემოიღო. შეზღუდვა დილის 8 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს. 1.9 მილიონიან ქვეყანაში მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია და დაუშვებელია შიდა და გარე შეკრებები, მათ შორის გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.