პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა - 8 ნოემბერს, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ" - ნიკა მელია
"ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა - 8 ნოემბერს, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ" - ნიკა მელია

8 ნო­ემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე, ოპო­ზი­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­მარ­თავს.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მის ვადა ამო­ი­წუ­რა და მათი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა.

"ხვალ, 8 ნო­ემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან უნდა და­ვი­წყოთ. ყვე­ლა­ნი იქ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, გამ­ხნევ­დით და ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად იქ­ნე­ბა. ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­მარ­ცხე­ბუ­ლი არას­დროს გა­მო­სუ­ლა და არც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვა. ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ სი­მარ­თლის სა­ხე­ლით“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ტყვე­ო­ბაა თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ულ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზეა - და­სავ­ლე­თი თუ რუ­სე­თი.

"მინ­და მოგ­მარ­თოთ ქარ­თველ პატ­რი­ო­ტებს, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გულ­შე­მატ­კივ­რებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ვადა, რო­გორც იცით, უკვე ამო­ი­წუ­რა და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩე­ნი არ გა­ა­უქ­მა, აპი­რებს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს მისი აღ­სრუ­ლე­ბა.

მინ­და გან­ვა­ცხა­დო და პი­რო­ბა დავ­დო ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ლით, რომ ეს არ მოხ­დე­ბა. ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ამ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას. ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა ვერ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი თუ ჩვენ, ახლა, უკვე მე­ო­რე­ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთ პრე­ზი­დენტს მო­ვუკ­ლავთ. დღეს, სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტყვე­ო­ბა არის ყვე­ლა­ზე უფრო თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო დგას ის­ტო­რი­ულ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე - და­სავ­ლე­თი თუ რუ­სე­თი. და­სავ­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლო ითხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რუ­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი ბედ­ნი­ე­რია მისი ტყვე­ო­ბით და მის სიკ­ვდილს ელო­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა­ზე გა­დის დღეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ხაზი - ვირ­ჩევთ და­სავ­ლეთს, თუ ვირ­ჩევთ რუ­სეთს. შევ­ძლებთ თუ არა ჩვენს შთა­მო­მავ­ლებს ჩვენს შვი­ლებს გა­მარ­თუ­ლად და სირ­ცხვი­ლის გა­რე­შე ჩავ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში, თუ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ი­წე­რე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შავ-თეთ­რი ფურ­ცე­ლი, რა­საც არ და­ვუშ­ვებთ. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა არის სიმ­ბო­ლო ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მავ­ლის გა­მარ­ჯვე­ბის. ჩვე­ნი ბრძო­ლა არის სა­ბო­ლოო და გა­დამ­წყვე­ტი. ჩვენ სხვა უფ­ლე­ბა გარ­და გა­მარ­ჯვე­ბი­სა აღარ გვაქვს, ყვე­ლა ხაზი გა­და­ლა­ხუ­ლია და არის რის­კი, იმი­სა რომ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ბა­ნა­ნის რეს­პუბ­ლი­კას და­ვემ­სგავ­სოთ, რო­მე­ლიც სი­ღა­რი­ბე­ში იხ­რჩო­ბა და რუ­სე­თის უბ­რა­ლო ვა­სა­ლი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ჩვენს თვალ­წინ ეს რის­კი დგას ხელ­შე­სა­ხე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას თქმით, იბ­რძვი­ან "მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­საბ­რუ­ნებ­ლად“.

"ეს ბრძო­ლაც სა­ყო­ველ­თაო, არა ერ­თპარ­ტი­უ­ლი, არა­მედ ყვე­ლა პა­ტი­ო­სა­ნი მო­ქა­ლა­ქის საქ­მე. ჩვენ ვიბ­რძვით ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის შან­სის­თვის, ბავ­შო­ბი­დან იზ­რდე­ბოდ­ნენ არა და­პი­რის­პი­რე­ბის, მტრო­ბის სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­მო­ში, არა­მედ სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს გვქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, მე­გობ­რო­ბის, ში­შის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის, ამ უფ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის ვიბ­რძვით.

ჩვენ ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს 30 წლის თავ­ზე აღარ გვის­მენ­დნენ, აღარ გვა­ტე­რო­რებ­დნენ, ხმის მი­ცე­მას აღარ გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ, გა­ღა­რი­ბე­ბულ ადა­მი­ა­ნებს 2 თეთ­რად 2 გრო­შად არ გვქრთა­მავ­დნენ, ოლი­გარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტებს არ კლავ­დნენ ვე­ლუ­რე­ბი შუ­ა­გულ თბი­ლის­ში, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას არ წვავ­დნენ ასე­ვე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

ჩვენ ვიბ­რძვით თუნ­დაც იმის­თვის, რომ 4 შვი­ლის დე­დას - ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, არ უწევ­დეს შიმ­ში­ლო­ბა იმის­თვის რომ გა­და­გი­ჟე­ბულ ხე­ლი­სუ­ფალს აუხ­სნას, რომ მკურ­ნა­ლო­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის.

ჩვენ ვიბ­რძვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლუ­რი ოჯა­ხის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი იყოს და არ ჩა­იგ­დოს ხელ­ში რუ­სეთ­მა.

ასე­ვე, ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ სა­სა­მარ­თლო არ იყოს მორ­ჩილ­თა და მო­ნა­თა კლა­ნი, ვიბ­რძვით, რათა ყო­ველ­დღე არ გარ­ბოდ­ნენ ქვეყ­ნი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი, ყო­ველ­დღე ვი­ღაც არ კარ­გავ­დეს სამ­სა­ხურს და ჩვენს ხარ­ჯზე არ მდიდ­რდე­ბო­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ამ დემაგოგიით და ბოლშევუკური უტიფარი პიარ დეზინფორმაციით , რომ თქვენ ხართ მედასავლეთე ძალა და არა წითელი რევოლუციონერი ჩეკისტი ეშმაკუნების გვარისანი , თქვენი 20 ლარიანი მომიტინგეები მოატყუეთ , თქვენ , მიშას ხელმძღვანელობით შექმენით აქ არსებული სახელმწიფო სისტემა რუსული კანონმდებლობის კვალად და მის თარგზე , ტოტალური კონტროლის და რეპრესია ექსპროპრიაციის რეჟიმი სახელმწიფოს და ეკონომიკის ხერხემალ შსს-თი, მისი ჯალათი მინისტრი პრემიერ მინისტრად დასვით და ძალოვანი , უშიშროების ძალები აპარპაშეთ , კანონზე მაღლა დააყენეთ ისინიც და თქვენც მათთან ერთად გახვედით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მართეთ სასამართლო და პროკურატურას დაუქვემდებარეთ ის, ამაზე იზრუნეთ ჯერ კიდევ მოქკავშირში რომ იყავით მაშინ და ყველა კანონითქვენს პირად ფილტრში გადიოდა , რუსეთს დაუთმეთ კავკასიაში სტრატეგიული ინიციატივა და ტერიტორიები , ხელი შეუწყვეთ მას ომის გაჩაღებაში , წააგეთ ომი , გაყიდეთ სამშობლო, გაიქეცით ბრძოლის ველიდან და ჯალაბობა გახიზნეთ , ოკუპანტის არმია მთელ საქართველოში იდგა და მგლოვიარე დაუკრძალავ მეომართა ჭირისუფალთ გამარჯვება აზეიმეთ სატანის მსახურებო , თან ხელი მოაწერეთ აღიარებას რომ ომი ჩვენ დავიწყეთ , სისხლში ჩაახშეთ პროტესტი, 350 ათასი ადამიანი ციხეში ჩასვით და საპროცესო გარიგებებით დაძარაცვეთ მათი ოჯახები, მიითვისეთ ეგ თანხები და ტუსაღთა ქონება და ბიზნესიც, გააყალბეთ საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეთ ! ყველაფერ დასავლურს კომპრომეტაცია გაუკეთეთ , ვითომ კი დასავლურ კულტურას ნერგავდით, რა დროსაც გარყვნილებას და თავაშვებულებას, უზნეობას ატირაჟირებდით , თავად ეწეოდით აღვირახსნილ უზნეო ცხოვრებას , იცვლიდით საყვარლებს და ცოლებს , ქმრებს , ქონი გასკდებოდათ და სხვას ლუკმას ართმევდით , ისე დაარეგულირეთ კანომდებლობა , რომ ჩააყენეთ დასავლური ბიზნესი რუსულთან შედარებით კაბალაში, დაანგრიეთ აბრეშუმის გზის კონცეფცია, დაუშვით სატრანსპორტო ლოგისტიკური ბაზრის და საგარეო ვაჭრობის რუსეთის და სომხეთის , თურქეთის მიერ ექსპანსია , სატრანზიტო ინიციატივა ჩააბარეთ აზერბაიჯანს, მასვე გადაეცით გარეჯი , ჩაკალით დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, შექმენით მობნოპოლიზმი და კარტელები , სახელმწიფო ქონება და პარტაქტივი ჩამალეთ სსიპ და ააიპ-ში, აძლიეთ მკვდარ სულებს პრემიები და სოცდახმარებეი, პენსიები, კერძო ბიზნესს არაჯანსაღ კონკურენციას უწევდით სახელმწიფო საწარმოებით , სსიპ და ააიპ-თ , დახარკეთ მოსახლეობა მაღალი სახელმწიფო და კომუნალური მომსახურეობის ტარიფებით , სავალუტე და საფონდო ბირჟები მოსპეთ, ბლუმბერგზე მაქინაციებით აითვისეთ უცხოეთიდან გზავნილები , საკუთარ ოფშორებს გადაეცით ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და დაარქვით უცხოური ინვესტიცია, მიითვისეთ და ერთ ლარად დაარიგეთ საახლობლოსა და საკუთარ ოჯახებში , ძარცვეთ სახელმწიფო და ხალხი , ანიავეთ ბიუჯეტი უაზრო კარდონის, უმიზნო , გამოუსადეგარი , და უხარისხო ძვირი , გაუმართლებელი, უპროექტო , მავნე და ზარალის მომტანი ინფრასტრუქტურული მშენებლობებით, გაბუქეთ ფასები ატკატისათვის და გამოსძალეთ ქრთამები , მშენებლები კი ციხეში ჩასვით ! რუსეთის სატრაპი ჯალათები ხართ , სხვას კი აბრალებთ ! ის სხვაც პრორუსია , მაგრამ თქვენ თავად რუსები ხართ, თქვენ ოჯახებიანად ხართ რუსეთის კომპარტიის მეხუთე კოლონა და უნდა აიკრძალოთ , რადგან გგმართავთ რუსეთის კგბ თანამრომელი მიხეილ სააკაშვილი და კურატორობს მას სსრკ კგბ-ს რამკიანი მაღალჩინოსანი თემურ ალასანია, მას კი პუტინი და ივანოვი -თქვენი ლიდერის პროტეჟეები და სალოცავები ! სწორედ მათი დავალებით ჩანერგა ალასანიამ მიშა ჯერ დასში, და რომ გამოაგდეს მერე, მოქკავშირში !

ვახტანგი. 69 წლის
6

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) და მისი სატელიტები ხელისუფლებაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნების გზით ვერ ბრუნდება და მომავალშიც ვერ დაბრუნდება, რადგან ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს.

დაწყებული 2012 წლიდან ყველა არჩევნები სასტიკად წააგეს.

ახლა ყველანაირი ბინძური ხერხის გამოყენებით ცდილობენ ქვეყანაში შექმნან დესტაბილიზაცია და არეულობა.

ვინ დაგაბრალათ ქვეყნის გადარჩენა? ქართველმა ხალხმა? არა და არა. თქვენ თვითონ დაიბრალეთ.

მივმართავ ხელისუფლებას!

ამ ქვეყანას პატრონი არა ყავს? რამდენს აბოგინებთ ამ ხისთავიანს? დავიღალეთ უკვე.

ეს უკვე დემოკრატია არ არის. ვალდებული ხართ ქვეყანაში დაიცვათ კონსტიტუციური წესრიგი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა - 8 ნოემბერს, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ" - ნიკა მელია

"ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა - 8 ნოემბერს, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ" - ნიკა მელია

8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მათი ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება.

"ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ. ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა. ძალიან დიდი მადლობა, გამხნევდით და ყველაფერი მაგრად იქნება. ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით“, - განაცხადა მელიამ.

მელიას განცხადებით, დღეს სააკაშვილის ტყვეობაა თვალსაჩინო მაგალითი, რომ საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა - დასავლეთი თუ რუსეთი.

"მინდა მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს. ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა, როგორც იცით, უკვე ამოიწურა და ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა, აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება.

მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას. ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული თუ ჩვენ, ახლა, უკვე მეორეჯერ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოვუკლავთ. დღეს, სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე - დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება. სწორედ ამიტომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე გადის დღეს ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი - ვირჩევთ დასავლეთს, თუ ვირჩევთ რუსეთს. შევძლებთ თუ არა ჩვენს შთამომავლებს ჩვენს შვილებს გამართულად და სირცხვილის გარეშე ჩავხედოთ თვალებში, თუ ჩვენი თანამონაწილეობით დაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავ-თეთრი ფურცელი, რასაც არ დავუშვებთ. სააკაშვილის გადარჩენა არის სიმბოლო ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს ნათელი მომავლის გამარჯვების. ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა აღარ გვაქვს, ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი, იმისა რომ ავტორიტარული ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და შემსრულებელია. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ ეს რისკი დგას ხელშესახები”, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, იბრძვიან "მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად“.

"ეს ბრძოლაც საყოველთაო, არა ერთპარტიული, არამედ ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმე. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის, ბავშობიდან იზრდებოდნენ არა დაპირისპირების, მტრობის სიძულვილის გარემოში, არამედ სხვადასხვა შეხედულებების, გემოვნების ადამიანებს გვქონდეს საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების, ამ უფლებების მოპოვებისთვის ვიბრძვით.

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს 30 წლის თავზე აღარ გვისმენდნენ, აღარ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას აღარ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს 2 თეთრად 2 გროშად არ გვქრთამავდნენ, ოლიგარქიის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში, ევროკავშირის დროშას არ წვავდნენ ასევე რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას - ელენე ხოშტარიას, არ უწევდეს შიმშილობა იმისთვის რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში.

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის.

ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და არ ჩაიგდოს ხელში რუსეთმა.

ასევე, ვიბრძვით იმისთვის, რომ სასამართლო არ იყოს მორჩილთა და მონათა კლანი, ვიბრძვით, რათა ყოველდღე არ გარბოდნენ ქვეყნიდან ახალგაზრდები, ყოველდღე ვიღაც არ კარგავდეს სამსახურს და ჩვენს ხარჯზე არ მდიდრდებოდეს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა საქართველოში“, - აღნიშნა მელიამ.