მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში" - ია მეტრეველი
"ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში" - ია მეტრეველი

"მინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მივ­მარ­თო, და­არ­ქვით ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი, რო­გორც კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რა­მეს გა­ბე­დავს გას­ცენ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი, რას ჰქვია გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, რას ჰქვია პი­კე­ტი­რე­ბა, დამ­თავ­რდა მა­გა­თი დრო, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა აიკ­რძა­ლოს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია," - ამის შე­სა­ხებ ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დამ ია მეტ­რე­ველ­მა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ია მეტ­რე­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი არ და­უშ­ვებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და თუ მა­ინც დაბ­რუნ­დე­ბი­ან ის სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე იბ­რძო­ლებს მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ მოს­ვლის­თვის. ია მეტ­რე­ველ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ასე­ვე 7 ნო­ემ­ბერს და­ღუ­პუ­ლებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით მი­ა­გო პა­ტი­ვი.

"რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ატ­რი­ა­ლა, ასე­თი ჯერ არ ჰქო­ნია ქვე­ყა­ნას, ეს მკვლე­ლი, სის­ხლი­ა­ნი, რო­გორ არის ცო­ცხა­ლი სა­ერ­თოდ და რო­გორც უყუ­რებ­და ფან­ჯრე­ბი­დან, რო­გორ აწა­მებ­დნენ, ჟლეტ­დნენ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებს და თა­ვი­სი­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას. ესე­ნი პირ­და­პირ არი­ან ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლე­ბი, მიმ­დევ­რე­ბი სა­ტა­ნის, მა­გათ­თან ღმერ­თი ძა­ლი­ან შორს არის. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და მინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მივ­მარ­თო, და­არ­ქვით ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი, დად­გა უკვე ის დრო, აღარ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძე­ლე­ბა ამ­დე­ნი წე­ლია უკვე, ამათ­თან ჭი­დილ­ში და­ვი­ღა­ლეთ, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში ვიდ­გეთ, ამ სა­ტა­ნე­ბის და კრი­მი­ნა­ლე­ბის გამო, და­არ­ქვით ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და რო­გორც კი რა­მეს გა­ბე­და­ვენ მი­ი­ღონ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი, რას ჰქვია გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, რას ჰქვია პი­კე­ტი­რე­ბა, დამ­თავ­რდა მა­გა­თი დრო, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა აიკ­რძა­ლოს, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, ისე რო­გორც ფა­შიზ­მი აიკ­რძა­ლა მსოფ­ლი­ო­ში. სის­ხლში ცუ­რა­ვენ, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა გა­ვუძ­ლოთ ამ ყვე­ლა­ფერს, მა­გათ ამ პრო­ვო­კა­ცი­ას, ყვე­ლა­ფერ­ში ეჩ­რე­ბი­ან, რომ რო­გორ­მე ხელი შე­უ­შა­ლონ ქვეყ­ნის წინსვლას და გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმა­ზე ვე­ღარ ფიქ­რობს თუ რო­გორ წა­ვი­დეს ქვე­ყა­ნა წინ. 4 წე­ლია ვე­ლო­დე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დით ნა­ბი­ჯებს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ასეც იქ­ნე­ბა. 7 ნო­ემ­ბერს არას­დროს და­ი­ვი­წყებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, იმი­ტომ რომ ასე­თი დღე აღა­რას­დროს დად­გე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ქარ­თვე­ლი არ და­უშ­ვებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თუ არა­და შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით და არ და­ვუშ­ვებთ, ეს არის ჩემი ბოლო სი­ტყვა, პი­რა­დად მე მირ­ჩევ­ნია მოვ­კვდე ვიდ­რე ეგე­ნი დაბ­რუნ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე ვიბ­რძო­ლებ მათი არ დაბ­რუ­ნე­ბის­თვის, რომ ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღა­რას­დროს ნა­ხოს“, - გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
და, ქ-ნო ია, "ოცნება" არაა ასაკრძალი?
2

დავიწყოთ იმით, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ ქვეყანა შეძრა, პირადად ვიცნობ ბატონ გურამ გირგვლიანს - უშესანიშნავეს ადამიანს, რომლის ტრაგედია ქვეყნის ტრაგედიად იქცა...

მაგრამ ის თუ იცით, რომ მარტო იმ ფაკულტეტზე, სადაც ეს ადამიანი მოღვაწეობს, უფრო ადრე 10 (დიახ, ა თ ი !) თანამშრომელი ან მათი ოჯახის წევრია მოკლული და... რა?!!!

 

მერე, გჯერათ, რომ პაწია ბარბარე „საზიზღარ“ ღვინიაშვილს მოუკლავს ან უფრო „მსუბუქი “ ვერსიისა - პაწია თურმე ქვევრში ჩაბობღებულა და ზემოდან სახურავიც თვითონვე წაუფარებია?!!

 არ დაგაეჭვათ, თუ რით ემუქრებოდა ჯერ ქალბატონი ბერიკაშვილი ხელისუფლებას და შემდეგ ქალბატონი დოლიძე ამ უკანასკნელს?!!!

აი, ამ ხელისუფლების მიერ "გამოძიებული" საქმეების ა რ ა ს რ უ ლ ი სია (ამ დანაშაულების ჩამდენთა აბსოლუტური უმრავლესობა ე რ თ ი დღითაც რომ არ მჯდარა ციხეში):

კორტავა,

მიქაუტაძე,

ძველაია,

კიწმარიშვილი,

ფარტენაძე,

თათუხაშვილი,

ხარძიანი.

ზვიად ლაგვილავა,

თარაშ მუკბანიანი,

ლევან აბზიანიძე,

დემურ სტურუა,

პაატა პავლიაშვილი,

მაჩალიკაშვილი,

ბაჩალიაშვილი,

ლაშქარავა

და მოკლული გ მ ი რ ე ბ ი, რომელთაც ოკუპანტების წინააღმდეგ თავდადებით იომეს, მტერს დიდი ზიანი მიაყენეს და... მათი ნაწილი მეტად "საეჭვო" ვითარებებში დაიღუპა, ნაწილი კი "ო ც ნ ე ბ ა მ" თვითონვე გამოამწყვდია საპყრობილეში!!!

 

 

ან ის მაინც თუ გსმენიათ, რომ ამ "უსისხლო 9 წელიწადში" მარტო ცოლი, ყოფილი მეუღლე და "შეყვარებული" ა ს ზ ე მეტია მოკლული! 

ან კიდევ ის, რომ გპი-ის წინ მდებარე კორპუსის სახურავიდან შესანიშნავი ახალგაზრდის გია გაბუნიას გადმომგდებ მკვლელებს ამ ხელისუფლებამ ძეგლი დაუდგა?!! და გადმოაგდეს იმის გამო. რომ აპროსტეტებდა მეგობრის და კიდევ ერთი ახალგაზრდის მკვლელობებს - ა მ ი ს ა თ ვ ი ს!)

 

mimino
1

რაო ვერ დაასრულა თქვენმა მონათფლობელმა ნაციონალური მოძრაობა, აბა რომ გაიძახოდნენ, დავასრულეთო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში" - ია მეტრეველი

"ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში" - ია მეტრეველი

"მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა“ რამეს გაბედავს გასცენ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს როგორც პოლიტიკური პარტია," - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ია მეტრეველის განცხადებით, ქართველი არ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში და თუ მაინც დაბრუნდებიან ის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს მათი ხელისუფლებაში არ მოსვლისთვის. ია მეტრეველმა სიტყვით გამოსვლისას ასევე 7 ნოემბერს დაღუპულებს აქციის მონაწილეებთან ერთად წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

"რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას, ეს მკვლელი, სისხლიანი, როგორ არის ცოცხალი საერთოდ და როგორც უყურებდა ფანჯრებიდან, როგორ აწამებდნენ, ჟლეტდნენ ახალგაზრდა ბიჭებს და თავისივე მოსახლეობას. ესენი პირდაპირ არიან ეშმაკის მოციქულები, მიმდევრები სატანის, მაგათთან ღმერთი ძალიან შორს არის. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, დადგა უკვე ის დრო, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება ამდენი წელია უკვე, ამათთან ჭიდილში დავიღალეთ, როდემდე შეიძლება ქუჩაში ვიდგეთ, ამ სატანების და კრიმინალების გამო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და როგორც კი რამეს გაბედავენ მიიღონ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. სისხლში ცურავენ, როდემდე შეიძლება გავუძლოთ ამ ყველაფერს, მაგათ ამ პროვოკაციას, ყველაფერში ეჩრებიან, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ქვეყნის წინსვლას და გადატრიალებას, ხელისუფლება იმაზე ვეღარ ფიქრობს თუ როგორ წავიდეს ქვეყანა წინ. 4 წელია ველოდებით ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. 7 ნოემბერს არასდროს დაივიწყებს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ასეთი დღე აღარასდროს დადგება ჩვენს ქვეყანაში. ქართველი არ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, თუ არადა შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, პირადად მე მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ეგენი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ მათი არ დაბრუნებისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ხელისუფლება აღარასდროს ნახოს“, - განაცხადა ია მეტრეველმა