მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერში განკვეთილი სასულიერო პირები შეუშვეს, რომლებმაც კელიებიდან პირადი ნივთები, ხატები და სანთლები გამოიტანეს.
ისინი ტაძარში პოლიციის თანხლებით შევიდნენ.
"ჩემი ნაშრომი ნაღვაწი დავტოვე აქ, მადლობა ღმერთს არ ვნანობ იმას, რომ არ მიმაქვს. უბრალოდ გულდასაწყვეტია ისეთი რამ ხდება, რაც ქრისტიანულად გაუმართლებელია", - განაცხდა განკვეთილმა სასულიერო პირმა მამა ამბროსიმ.
განკვეთილი სასულიერო პირებიც, რომლებიც პირადი ნივთების ასაღებად კელიებში შევიდნენ, ამბობენ, რომ იქ უცნობი პირები დახვდნენ.
" აქაურები არავინ არ იყვნენ. კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია, დამუნჯებული ვიყავით. მე ჩემს კელიაში შევედი, რის წამოღებაც შევძელი, ის წამოვიღე", - განაცხადა ეკლესიიდან განკვეთილმა მამა ანანიამ.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის 4 ნოემბერს ამოეწურათ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა