პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით - „არ აგა­რე­ვი­ნებთ!“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა „აი იას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მომ­ღე­რა­ლი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეა (უც­ნო­ბი).

აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ­თვის 7 ნო­ემ­ბე­რი სის­ხლი­ან რე­ჟიმ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც რე­ჟი­მის მსხვერ­პლი გახ­და.

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბი, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ამ წუ­თებ­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებს მომ­ღე­რა­ლი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მი­მარ­თავს.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ოპო­ზი­ცი­ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით, 2007 წლის 3 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის­თვის ოპო­ზი­ცი­ამ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის" გაშ­ლა და­ა­ა­ნონ­სა. პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან "სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რე­ბის" მო­წყო­ბა გრძელ­დე­ბო­და. აქ­ცია პო­ლი­ცი­ის მიერ მისი მო­ნა­წი­ლე­თა დაშ­ლით, ცრემლსა­დე­ნი აი­რის, ხელ­კე­ტე­ბის, რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის, აკუს­ტი­კუ­რი თო­ფე­ბი­სა და წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" სპეც­რაზ­მის შეჭ­რი­თა და ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბით დას­რულ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის სა­პა­სუ­ხოდ მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 15 დღით სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///
93

ვაი სირცხვილო რა ხერხს არ მიმართავს ოცნება,ყველაფერში ჯიბრი გაგონილა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - „არ აგარევინებთ!“ მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მათთვის 7 ნოემბერი სისხლიან რეჟიმთან ასოცირდება და ადგილზე შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმის მსხვერპლი გახდა.

აქციაზე იმყოფებიან როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები.

ამ წუთებში, მოქალაქეებს მომღერალი გია გაჩეჩილაძე მიმართავს.

პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორიაზე კი საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.