სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რუსთავში, აქციის დაწყებამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ
"მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რუსთავში, აქციის დაწყებამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ

6 ნო­ემ­ბერს რუს­თავ­ში, აქ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც უწყე­ბა იმ ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მო­ქა­ლა­ქის ცუ­დად გახ­დო­მის შემ­დეგ, სას­წრა­ფომ და­იგ­ვი­ა­ნა.

"გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ და ცალ­სა­ხად გან­ვმარ­ტოთ, რომ რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟის ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს არ მო­უ­მარ­თავთ.

ასე­ვე გაც­ნო­ბებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ნო­ემ­ბერს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის გო­ნე­ბის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძა­ხე­ბა 18:22 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და.

ქა­ლაქ რუს­თა­ვის ფი­ლი­ა­ლის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი გა­მო­ძა­ხე­ბის ად­გილ­ზე 18:35 სა­ათ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

პა­ცი­ენტს ად­გილ­ზე ჩა­უ­ტარ­და პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც, 18:45 სა­ათ­ზე, ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ იქნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ასე­ვე, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა 2 მო­ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ხოლო 7 მო­ქა­ლა­ქეს ად­გილ­ზე გა­უ­წია სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 ეკი­პა­ჟი იმ­ყო­ფე­ბო­და", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე შე­უძ­ლოდ გახ­და, გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რუსთავში, აქციის დაწყებამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ

"მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რუსთავში, აქციის დაწყებამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ

6 ნოემბერს რუსთავში, აქციის დაწყებამდე, მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც უწყება იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქის ცუდად გახდომის შემდეგ, სასწრაფომ დაიგვიანა.

"გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ.

ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა.

ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა.

პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება.

მიმდინარე აქციაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ეკიპაჟი იმყოფებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მამაკაცი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.