ავტორი:

"დათოს გულის პრობლემები აქვს და კოვიდი რომ დაუდგინდა ძალიან ვნერვიულობდით... თუმცა "ფაიზერის" ორი დოზა იცავდა" - რას წერს ტურაშვილის ქალიშვილი?

"დათოს გულის პრობლემები აქვს და კოვიდი რომ დაუდგინდა ძალიან ვნერვიულობდით... თუმცა "ფაიზერის" ორი დოზა იცავდა" - რას წერს ტურაშვილის ქალიშვილი?

მწერალ დათო ტურაშვილის ქალიშვილი ანა ტურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

როგორც ის წერს, მამამ, რომელიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება, სწორედ "ფაიზერის" ვაქცინის საშუალებით გადაიტანა კორონავირუსი მარტივად.

"ამას ვწერ, რადგან ჩვენი გადასარჩენია ერთმანეთი და სხვა პატრონი ჩვენ არ გვყავს. მამაჩემს აგვისტოში დაუდასტურდა კოვიდი. მამაჩემი 55 წლისაა, გულის პრობლემები აქვს და რისკ ჯგუფშია. ამ ვირუსის გამოჩენის დღიდან, ყველაზე მეტად, სწორედ დათოზე ვღელავდით, მაქსიმალურად ვფრთხილობდით, რომ კორონას დათო ვერსად ეპოვნა, მაგრამ მაინც ასე მოხდა. საბედნიეროდ, როცა ეს მოხდა, მამაჩემს უკვე ფაიზერის ორმაგი დოზა იცავდა.

მისი დადებითი პასუხი რომ მოვიდა, პირველი ამოსუნთქვა, იმ იმედის ამოსუნთქვა იყო, რომ მოვასწარით, აცრილია!რა თქმა უნდა მთელი ის დრო, მაინც ნერვიულობაში გავატარეთ, ხან სიცხე, ხან წნევა, ხან გული, ხან ღვიძლი, თუმცა შვება და იმედი მხოლოდ იმ აზრს მოჰქონდა, რომ მოვასწარით, აცრილია!

გარდა იმისა რომ დათოზე ვნერვიულობდი, კოშმარის ნაწილს წარმოადგენდა ისიც, რომ დადასტურებამდე ორი დღე დათო სახლში იყო დედაჩემთან და ჩემ შვილთან ერთად, რომლებიც შემდეგ იზოლაციაში გადავიდნენ და დარწმუნებული ვიყავი რომ გადაედოთ. იზოლაცია დამთავრდა და არც დედაჩემს, რომელსაც ასტრაზენეკა იცავდა და არც ჩემს 8 წლის აუცრელ შვილს, არ გადაედოთ.

დედაჩემი შეიძლება თავისმა ასტრაზენეკამ დაიცვა, აი ჩემი შვილი კი ნამდვილად დათოს ფაიზერმა დაიცვა. მამაჩემის ფაიზერმა დაიცვა მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი შვილი. კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც დათომ ნახა და არავის გადაედო, რადგან ბევრად ნაკლებად გადამდები ხარ ვაქცინაციის შემთხვევაში. აცრით ვიცავთ ჩვენ თავს და ჩვენ საყვარელ ადამიანებს.

რისი რწმენით, რისი იმედით, რა გულით არ იცრებით? საკუთარ თავი შეიძლება გეკიდოს, მაგრამ სხვა ადამიანის სიცოცხლე, როგორ?კოვიდი რომ უდასტურდებათ ჩვენ ახლობლებს, პირველი ხომ ვკითხულობთ - “აცრილია?” და თუ ვიგებთ რომ კი, რამხელა შვება და იმედი გვეუფლება, ის ხალხი რომელ რწმენას და იმედს ებღაუჭება, ვინც არ იცრება? რით ინუგეშებს თავს, როცა ეს ვირუსი მოდის?

10 000 ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და აქედან 99% არ იყო აცრილი.კლინიკებში მოთავსებული კოვიდპაციენტების 99% აუცრელია.ყოველდღე 40-50 ადამიანი კვდება.ფაიზერი (არამხოლოდ) ყრია და ფუჭდება ქვეყნები, სადაც მოსახლეობის 70-80 პროცენტი ვაქცინირებულია, გაიხსნა და კორონა დამარცხებულია.

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვაქცინაციის გარეშე ვერ დავასრულებთ ამ ჯოჯოხეთს, გთხოვთ აიცერით, არამხოლოდ თქვენი გადარჩენისთვის, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანების გადარჩენისთვის" - წერს ტურაშვილი.