მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა დიაგნოზი მოვისმინე, არ ვიცოდი ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა" - ირმა ხეცურიანის რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე
"როცა დიაგნოზი მოვისმინე, არ ვიცოდი ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა" - ირმა ხეცურიანის რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე არა­ფერს ჩა­უვ­ლია" - ამ­ბობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პა­რა­მო­ფა­რი­კა­ვე, 18 ოქ­როს მფლო­ბე­ლი ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა პრეს­ტი­ჟულ ას­პა­რე­ზო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. უკვე რვა წე­ლია ამ სპორ­ტშია და მი­აჩ­ნია, რომ ფა­რი­კა­ო­ბას­თან ჭი­და­ო­ბა აქვს გა­მარ­თუ­ლი. ფაქ­ტია, რომ ეს "ჭი­და­ო­ბა" ირ­მას სა­სარ­გებ­ლოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"რო­გორც ჩემი დიდი მა­ესტრო, მალ­ხაზ მეს­ხი გაკ­ვე­თილ­ზე მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე, ახლა მე გაკ­ვე­თი­ლი მაქვს მო­ფა­რი­კა­ვეს­თან და უზო­მოდ მი­ხა­რია. ე.ი. უკვე შევ­დე­ქი!“ - აღ­ნიშ­ნავს ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და გვიყ­ვე­ბა მის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ზე და იმ გზა­ზე, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბამ­დე მო­იყ­ვა­ნა...

  • აფხა­ზე­თი

ის ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცა­გე­რა­ში და­ი­ბა­და. ცა­გე­რა ლე­ჩხუ­მე­ლე­ბის სო­ფე­ლი იყო, სა­დაც ლე­ჩხუ­მი­დან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და. 7 წლის იყო, ომი რომ და­ი­წყო და პირ­ვე­ლი და­ბომბვის შემ­დეგ იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და... მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად ახ­ლაც იხ­სე­ნებს სოფ­ლის რა­ღაც ეპი­ზო­დებს, რაც მცი­რე ასა­კის გამო ბუნ­დოვ­ნად და კად­რე­ბად ახ­სოვს.

"ახლა იქ, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის პო­ლი­გო­ნია, ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყე, ყვე­ლა სახ­ლი, ერ­თის გარ­და, და­იწ­ვა... რო­გორც ამ­ბო­ბენ, იქ ახლა არა­ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. არა­და, პა­ტა­რა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ზღვის­პი­რა სო­ფე­ლი გვქონ­და, სა­დაც მდი­ნა­რეც იყო, ხალ­ხი მი­წას ამუ­შა­ვებ­და, მოჰ­ყავ­დათ სი­მინ­დი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი... ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში, რო­დე­საც სახ­ლს წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე, ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც იქ დავ­ტო­ვეთ და და­იწ­ვა... რო­დე­საც აფხა­ზეთ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­შინ­ვე ის მახ­სენ­დე­ბა, რომ აფხა­ზე­თი ის ად­გი­ლია, სა­დაც ვერ მო­ვას­წა­რი გაზ­რდა, გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. იქ არის ჩემი ფეს­ვე­ბი... ამი­ტომ ცუ­დია ომი და ეს სრუ­ლი­ად პა­ტა­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე. არა­ვის არც ერთ ასაკ­ში ვუ­სურ­ვებ მსგავს გა­მოც­დი­ლე­ბას.

  • დევ­ნი­ლო­ბა

შემ­დეგ წყალ­ტუ­ბო­ში გად­მო­ვე­დით, ბევ­რი მე­ზო­ბე­ლი, ნაც­ნო­ბი იყო იქ და გულ­მა იქით ამი­ტომ გაგ­ვი­წია. სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე. თა­ვი­დან, სა­ნამ ახალ ცხოვ­რე­ბას ალ­ღოს ავუ­ღებ­დით, არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბას ნელ-ნელა მო­ვერ­გეთ. ერთი კი­დევ, რაც არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სოვს - "აფხა­ზე­თი­დან ჩა­მოთ­რე­უ­ლი"... ეს ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ში მი­უ­ღებ­ლო­ბა იყო... თუმ­ცა ეგეც და­რე­გუ­ლირ­და და ახლა ზრდას­რუ­ლებს ამა­ზე გვე­ცი­ნე­ბა... კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დი გა­ჭირ­ვე­ბა იყო, ის პე­რი­ო­დი ცუ­დად არ მახ­სენ­დე­ბა.

  • მო­უ­ლოდ­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზი

- და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა­ში, რთუ­ლი ეტა­პი დად­გა, და­ის­ვა დი­აგ­ნო­ზი, რო­მელ­მაც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა... რომ არა ის დი­აგ­ნო­ზი, დღეს ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­დით?

- არ ვიცი, სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. უდი­დე­სი გა­მოც­და გა­ვი­ა­რე ომით, შემ­დგო­მი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით, რაც მერე იმ დი­აგ­ნო­ზით დაგ­ვირ­გვინ­და, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე. ალ­ბათ ვიქ­ნე­ბო­დი ფეხ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ირმა და არა ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე. წა­ვი­დო­დი თუ არა სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არც ეს ვიცი. ისე, შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, რა სფე­რო­საც ავირ­ჩევ­დი, იმას გავ­ყვე­ბო­დი, მას­ში მაქ­სი­მუმს ჩავ­დებ­დი და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, მაგ­რამ აღი­ა­რე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი თუ არა, ეს არ ვიცი.

- სად სწავ­ლობ­დით?

- უცხო ენა-ინ­ფორ­მა­ტი­კას ვე­უფ­ლე­ბო­დი, ჭკვი­ა­ნი გოგო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და ის, რაც მოხ­და, რომ სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ახლა გეგ­მა­ში მაქვს, ეს საქ­მეც ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო. ოღონდ, სპორ­ტის და მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვაგ­რძო. სპორ­ტს თავს რომ და­ვა­ნე­ბებ, სამ­წვრთნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რა­საც ჩემი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­ე­მა­ტე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ბავ­შვებს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­დავ­ცე და გა­ვუ­ზი­ა­რო.

  • ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა

- ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხართ. ეტ­ლით უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეთ... რო­გო­რია ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო?

- არ ვიცი. მა­შინ, როცა ეტ­ლში ჩაჯ­დო­მა მო­მი­წია, მა­შინ რამ­დე­ნად ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი მერე ვის­წავ­ლე, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბამ ბევ­რი რამ მომ­ცა. რაც უფრო მეტ დაბ­რკო­ლე­ბას დაძ­ლევ, მე­ტად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ხდე­ბი. ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ­დი და ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ არ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. როცა დი­აგ­ნო­ზის პა­სუ­ხი მო­ვის­მი­ნე, არ ვი­ცო­დი, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბო­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ამ მდგო­მა­რე­ო­ბით ცხოვ­რე­ბა რო­გორ უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

ამას­თან, იმ პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­აც არ ვი­ცო­დი, არც ჩემი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა უკან არის... დაბ­რკო­ლე­ბამ მომ­ცა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და სტი­მუ­ლი. ამით ჩემს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებ­საც და­ვეხ­მა­რე ჩემ­თან ერ­თად ებ­რძო­ლათ და გა­მომ­ყო­ლოდ­ნენ. ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ სწო­რედ მან მას­წავ­ლა, ვიყო ძლი­ე­რი და ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას მედგრად და ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვდე... დიახ, ეტ­ლმა უში­შა­რი ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, თან, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც სირ­თუ­ლე­ებს ნელ-ნელა ლა­ხავ, არ ჩერ­დე­ბი. მთა­ვა­რი ეს არის.

წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა

წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქვს და არას­დროს მი­ფიქ­რია, რა არის ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა. წარ­სუ­ლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს მო­მა­ვა­ლი, ის, რაც გა­მო­ვი­ა­რე, სა­ძირ­კვე­ლია იმი­სა, რაც დღეს მაქვს. ასე რომ, ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი და სა­თა­ვე ჩემი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად ასე მო­დის და რა­მაც სა­კუ­თა­რი თავი უკეთ გა­მაც­ნო.

  • სპორ­ტი თა­ვი­სით მო­ვი­და

- სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაც თა­ვად აირ­ჩი­ეთ, თუ ის თქვენ­თან თა­ვი­სით მო­ვი­და? "ხმა­ლი", რომ­ლი­თაც ას­პა­რე­ზობთ, რა არის თქვენ­თვის?

- ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სი­აა. დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძებ, ვიცი, რომ სამ­სა­ხურ­ში, ანუ ვარ­ჯიშ­ზე უნდა წა­ვი­დე, შე­ჯიბ­რზე წას­ვლას კი მივ­ლი­ნე­ბას ვე­ძა­ხი. შე­ჯიბ­რი დიდი სტრე­სია, მაგ­რამ რომ იას­პა­რე­ზებ, ან მო­ი­გებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გეხ­სნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თა­ვი­სით მო­ვი­და, ურ­თუ­ლე­სი სპორ­ტია და მხო­ლოდ სა­ხე­ო­ბა არ არის. ფა­რი­კა­ო­ბამ კი­დევ სხვა პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა, უკე­თეს ადა­მი­ა­ნად და შე­მიც­ვა­ლა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ჩვე­ნი სპორ­ტი ხე­ლოვ­ნე­ბას­თა­ნაც ახ­ლოა... ინ­ტე­ლექ­ტიც გჭირ­დე­ბა. ძა­ლის­მი­ე­რი სა­ხე­ო­ბა არ არის, რაც უფრო გამ­ჭრი­ა­ხი ხარ, უკე­თე­სად გა­მოგ­დის. მთე­ლი სპორ­ტი იმა­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­გორ მი­უხ­ვდე მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, რას აპი­რებს, რა მოძ­რა­ო­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებს და მო­გა­ტყუ­ებს. შენ სწრა­ფად უნდა გა­მო­იც­ნო. მომ­წონს, რომ ცხოვ­რე­ბამ შე­მაჩ­ვია ყვე­ლა­ფერს რთულს. ყო­ველ­დღე ახალ-ახა­ლი შტრი­ხე­ბის ათ­ვი­სე­ბა მი­წევს. სა­კუ­თა­რი საქ­მის სცე­ნა­რის­ტიც ვარ და რე­ჟი­სო­რიც... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხა­სი­ა­თი და გარ­დე­რო­ბიც კი შე­მიც­ვა­ლა, კლა­სი­კურ სა­მოსს ვე­ღარ ვე­გუ­ე­ბი.

- რას ეტყო­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, ან ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი არი­ან და ამის გამო დეპ­რე­სი­აც აწუ­ხებთ?

- დეპ­რე­სი­ის­თვის დრო არ გვაქვს, დრო ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და მისი სა­სარ­გებ­ლოდ არ­გა­მო­ყე­ნე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია. ის ნა­ყო­ფი­ე­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. შე­იძ­ლე­ბა სათ­ქმე­ლად მარ­ტი­ვია, გა­სა­კე­თებ­ლად რთუ­ლი, მაგ­რამ უნდა შევ­ძლოთ. სა­კუ­თა­რი თავი არ უნდა შეგ­ვე­ცო­დოს, სა­ნამ ეს არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, მა­ნამ­დე გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის მზად ვერ ვიქ­ნე­ბით. მერე რა, რომ ცხოვ­რე­ბა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გამ­ყო­ფებს?! მერე რა რომ ფეხ­ზე ვერ დავ­დი­ვართ, ფეხ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე­ებს თა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ნუ მივ­ცემთ სა­კუ­თარ თავს ჩა­კეტვის უფ­ლე­ბას. ერთ წრე­ზე ტრი­ა­ლი არაფ­რის მომ­ცე­მია. მე დავძლიე დეპ­რე­სია და ვთქვი, რომ ჩემს არ­სე­ბო­ბას აზრი აქვს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ დაგთრგუ­ნოთ ვი­ღა­ცის სი­ტყვებ­მა, ცრემ­ლებ­მა, რო­დე­საც თქვე­ნი და­ნახ­ვი­სას უჩ­ნდე­ბათ. იცო­დეთ, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი ემო­ცი­აა. და­გი­ნა­ხავს ახალ­გაზ­რდას ეტ­ლით და ეცო­დე­ბი, უკ­ვირს. მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რო­მელ­ზეც სულ ვსა­უბ­რობთ, ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს. მეტი მო­ბი­ლი­ზე­ბა და კონ­ცენ­ტრა­ცია საქ­მე­ზე და მი­ზან­ზე, რის მიღ­წე­ვას თუ გა­კე­თე­ბას აპი­რებთ. ნუ მივ­ცემთ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ნაგ­რძნო­ბით დაგ­ვჩაგ­რონ. მათ თა­ვი­სი საქ­მე აკე­თონ, ჩვენ - ჩვე­ნი.

შეგ­ვიძ­ლია სო­ცი­უ­მის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი გავ­ხდეთ. ნუ დავ­კარ­გავთ ამ სა­შუ­ა­ლე­ბას. ტი­რი­ლი, ქვი­თი­ნი, გო­დე­ბა, დეპ­რე­სია სა­კუ­თა­რი თა­ვის გამო, იგი­ვე ემო­ცი­ე­ბად დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. ვე­ცა­დოთ, ნე­გა­ტი­ვის­გან გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლოთ თავი. და­ვი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი, რომ­ლის მიღ­წე­ვაც შე­იძ­ლე­ბა. იცხოვ­რეთ, გან­ვი­თარ­დით, ისი­ა­მოვ­ნეთ და და გა­უ­ზი­ა­რეთ სხვებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
2

კარგი გოგოა ირმა

რეალისტი
1

მაგარი გოგო ხარ, სამაგალითო. გაიხარე, წარმატებები, უფლის წყალობა არ მოგაკლდეს ლამაზო გოგო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"როცა დიაგნოზი მოვისმინე, არ ვიცოდი ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა" - ირმა ხეცურიანის რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე

"როცა დიაგნოზი მოვისმინე, არ ვიცოდი ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა" - ირმა ხეცურიანის რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე

"ჩემს ცხოვრებაში დაბრკოლების გარეშე არაფერს ჩაუვლია" - ამბობს წარმატებული პარამოფარიკავე, 18 ოქროს მფლობელი ირმა ხეცურიანი, რომელსაც ყველა პრესტიჟულ ასპარეზობაში წარმატება აქვს მოპოვებული. უკვე რვა წელია ამ სპორტშია და მიაჩნია, რომ ფარიკაობასთან ჭიდაობა აქვს გამართული. ფაქტია, რომ ეს "ჭიდაობა" ირმას სასარგებლოდ მიმდინარეობს.

"როგორც ჩემი დიდი მაესტრო, მალხაზ მესხი გაკვეთილზე მეუბნება ხოლმე, ახლა მე გაკვეთილი მაქვს მოფარიკავესთან და უზომოდ მიხარია. ე.ი. უკვე შევდექი!“ - აღნიშნავს ირმა ხეცურიანი, რომელიც ამჯერად AMBEBI.GE-ს სტუმარია და გვიყვება მის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე და იმ გზაზე, რომელმაც წარმატებამდე მოიყვანა...

  • აფხაზეთი

ის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში დაიბადა. ცაგერა ლეჩხუმელების სოფელი იყო, სადაც ლეჩხუმიდან ჩასახლებული ხალხი ცხოვრობდა. 7 წლის იყო, ომი რომ დაიწყო და პირველი დაბომბვის შემდეგ იქაურობის დატოვება მოუხდა... მშობლებთან და დასთან ერთად ახლაც იხსენებს სოფლის რაღაც ეპიზოდებს, რაც მცირე ასაკის გამო ბუნდოვნად და კადრებად ახსოვს.

"ახლა იქ, სავარაუდოდ, რუსეთის პოლიგონია, ან ჩვეულებრივი ტყე, ყველა სახლი, ერთის გარდა, დაიწვა... როგორც ამბობენ, იქ ახლა არაქართველი ცხოვრობს. არადა, პატარა ძალიან ლამაზი ზღვისპირა სოფელი გვქონდა, სადაც მდინარეც იყო, ხალხი მიწას ამუშავებდა, მოჰყავდათ სიმინდი, ბოსტნეული, ხილი... ჩემს წარმოდგენაში, როდესაც სახლს წარმოვიდგენ ხოლმე, ზუსტად ისეთია, როგორიც იქ დავტოვეთ და დაიწვა... როდესაც აფხაზეთზე ლაპარაკობენ, მაშინვე ის მახსენდება, რომ აფხაზეთი ის ადგილია, სადაც ვერ მოვასწარი გაზრდა, განვითარება და წარმატების მიღწევა. იქ არის ჩემი ფესვები... ამიტომ ცუდია ომი და ეს სრულიად პატარამ საკუთარ თავზე გამოვცადე. არავის არც ერთ ასაკში ვუსურვებ მსგავს გამოცდილებას.

  • დევნილობა

შემდეგ წყალტუბოში გადმოვედით, ბევრი მეზობელი, ნაცნობი იყო იქ და გულმა იქით ამიტომ გაგვიწია. სკოლა იქ დავამთავრე. თავიდან, სანამ ახალ ცხოვრებას ალღოს ავუღებდით, არ იყო ადვილი, მაგრამ იქაურობას ნელ-ნელა მოვერგეთ. ერთი კიდევ, რაც არც ისე სასიამოვნოდ მახსოვს - "აფხაზეთიდან ჩამოთრეული"... ეს ძირითადად ბავშვებში მიუღებლობა იყო... თუმცა ეგეც დარეგულირდა და ახლა ზრდასრულებს ამაზე გვეცინება... კარგად ვსწავლობდი. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ზოგადი გაჭირვება იყო, ის პერიოდი ცუდად არ მახსენდება.

  • მოულოდნელი დიაგნოზი

- და მოულოდნელად, სტუდენტი გოგონას ცხოვრებაში, რთული ეტაპი დადგა, დაისვა დიაგნოზი, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... რომ არა ის დიაგნოზი, დღეს ასეთი წარმატებული ადამიანი იქნებოდით?

- არ ვიცი, სულ სხვა გეგმები მქონდა, თუმცა ცხოვრება ძალიან საინტერესოა. უდიდესი გამოცდა გავიარე ომით, შემდგომი დაბრკოლებებით, რაც მერე იმ დიაგნოზით დაგვირგვინდა, ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე. ალბათ ვიქნებოდი ფეხზე მოსიარულე ირმა და არა ეტლით მოსარგებლე. წავიდოდი თუ არა სპორტის მიმართულებით, არც ეს ვიცი. ისე, შრომისმოყვარე ვარ და შესაბამისად, რა სფეროსაც ავირჩევდი, იმას გავყვებოდი, მასში მაქსიმუმს ჩავდებდი და წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ აღიარებას მოვიპოვებდი თუ არა, ეს არ ვიცი.

- სად სწავლობდით?

- უცხო ენა-ინფორმატიკას ვეუფლებოდი, ჭკვიანი გოგო ვიყავი, მაგრამ ისე მოულოდნელად მოხდა ის, რაც მოხდა, რომ სწავლის დამთავრება ვერ მოვახერხე. ახლა გეგმაში მაქვს, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანო. ოღონდ, სპორტის და მენეჯმენტის მიმართულებით უნდა განვაგრძო. სპორტს თავს რომ დავანებებ, სამწვრთნელო საქმიანობისთვის ეს აუცილებელი იქნება, რასაც ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაც დაემატება. ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გადავცე და გავუზიარო.

  • ეტლიდან დანახული ცხოვრება

- ძლიერი ადამიანი ხართ. ეტლით უდიდეს წარმატებას მიაღწიეთ... როგორია ეტლიდან დანახული სამყარო?

- არ ვიცი. მაშინ, როცა ეტლში ჩაჯდომა მომიწია, მაშინ რამდენად ვიყავი ძლიერი ადამიანი. ყველაფერი მერე ვისწავლე, საკუთარ თავზე მუშაობამ ბევრი რამ მომცა. რაც უფრო მეტ დაბრკოლებას დაძლევ, მეტად ბრძოლისუნარიანი ხდები. ჩემი პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო, ყველაფერს სხვანაირად ვხედავდი და ცხოვრება საინტერესოდ არ მეჩვენებოდა. როცა დიაგნოზის პასუხი მოვისმინე, არ ვიცოდი, მომავალში რა იქნებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, ამ მდგომარეობით ცხოვრება როგორ უნდა გამეგრძელებინა.

ამასთან, იმ პერიოდში არანაირი ტერმინოლოგიაც არ ვიცოდი, არც ჩემი უფლებების შესახებ მქონდა ინფორმაცია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ახლა უკან არის... დაბრკოლებამ მომცა ბრძოლისუნარიანობა და სტიმული. ამით ჩემს გარშემო ადამიანებსაც დავეხმარე ჩემთან ერთად ებრძოლათ და გამომყოლოდნენ. ეტლიდან დანახული ცხოვრება განსხვავებულია, მაგრამ სწორედ მან მასწავლა, ვიყო ძლიერი და ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას მედგრად და ღირსეულად შევხვდე... დიახ, ეტლმა უშიშარი ცხოვრება მასწავლა, თან, საინტერესოა, როდესაც სირთულეებს ნელ-ნელა ლახავ, არ ჩერდები. მთავარი ეს არის.

წარმატების ფორმულა

წარმატების ფორმულა ყველას ინდივიდუალური აქვს და არასდროს მიფიქრია, რა არის ჩემი წარმატების ფორმულა. წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი, ის, რაც გამოვიარე, საძირკველია იმისა, რაც დღეს მაქვს. ასე რომ, ყველაფრის მიზეზი და სათავე ჩემი განვლილი ცხოვრებაა, რომელიც ჩემთან ერთად ასე მოდის და რამაც საკუთარი თავი უკეთ გამაცნო.

  • სპორტი თავისით მოვიდა

- სპორტის სახეობაც თავად აირჩიეთ, თუ ის თქვენთან თავისით მოვიდა? "ხმალი", რომლითაც ასპარეზობთ, რა არის თქვენთვის?

- ჩემთვის ჩვეულებრივი პროფესიაა. დილით რომ გავიღვიძებ, ვიცი, რომ სამსახურში, ანუ ვარჯიშზე უნდა წავიდე, შეჯიბრზე წასვლას კი მივლინებას ვეძახი. შეჯიბრი დიდი სტრესია, მაგრამ რომ იასპარეზებ, ან მოიგებ, ეს ყველაფერი გეხსნება. რაც შეეხება სპორტის სახეობას, შეიძლება ითქვას, რომ თავისით მოვიდა, ურთულესი სპორტია და მხოლოდ სახეობა არ არის. ფარიკაობამ კიდევ სხვა პიროვნებად ჩამომაყალიბა, უკეთეს ადამიანად და შემიცვალა მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება.

ჩვენი სპორტი ხელოვნებასთანაც ახლოა... ინტელექტიც გჭირდება. ძალისმიერი სახეობა არ არის, რაც უფრო გამჭრიახი ხარ, უკეთესად გამოგდის. მთელი სპორტი იმაზეა აგებული, როგორ მიუხვდე მოწინააღმდეგეს, რას აპირებს, რა მოძრაობას შემოგთავაზებს და მოგატყუებს. შენ სწრაფად უნდა გამოიცნო. მომწონს, რომ ცხოვრებამ შემაჩვია ყველაფერს რთულს. ყოველდღე ახალ-ახალი შტრიხების ათვისება მიწევს. საკუთარი საქმის სცენარისტიც ვარ და რეჟისორიც... წარმოიდგინეთ, ხასიათი და გარდერობიც კი შემიცვალა, კლასიკურ სამოსს ვეღარ ვეგუები.

- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის კუთხით, ან ეტლით მოსარგებლეები არიან და ამის გამო დეპრესიაც აწუხებთ?

- დეპრესიისთვის დრო არ გვაქვს, დრო ძალიან ძვირფასია და მისი სასარგებლოდ არგამოყენება, დაუშვებელია. ის ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ამის გარეშე არაფერი გამოვა. შეიძლება სათქმელად მარტივია, გასაკეთებლად რთული, მაგრამ უნდა შევძლოთ. საკუთარი თავი არ უნდა შეგვეცოდოს, სანამ ეს არ გვეცოდინება, მანამდე გამოწვევებისთვის მზად ვერ ვიქნებით. მერე რა, რომ ცხოვრება ასეთ მდგომარეობაში გამყოფებს?! მერე რა რომ ფეხზე ვერ დავდივართ, ფეხზე მოსიარულეებს თავის პრობლემები აქვთ. ნუ მივცემთ საკუთარ თავს ჩაკეტვის უფლებას. ერთ წრეზე ტრიალი არაფრის მომცემია. მე დავძლიე დეპრესია და ვთქვი, რომ ჩემს არსებობას აზრი აქვს.

მნიშვნელოვანია, არ დაგთრგუნოთ ვიღაცის სიტყვებმა, ცრემლებმა, როდესაც თქვენი დანახვისას უჩნდებათ. იცოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანური, ბუნებრივი ემოციაა. დაგინახავს ახალგაზრდას ეტლით და ეცოდები, უკვირს. მიუხედავად ამდენი ინფორმაციისა, რომელზეც სულ ვსაუბრობთ, ასეთი მაგალითები მაინც არსებობს. მეტი მობილიზება და კონცენტრაცია საქმეზე და მიზანზე, რის მიღწევას თუ გაკეთებას აპირებთ. ნუ მივცემთ ადამიანებს საშუალებას, საკუთარი თანაგრძნობით დაგვჩაგრონ. მათ თავისი საქმე აკეთონ, ჩვენ - ჩვენი.

შეგვიძლია სოციუმის ღირსეული წევრები გავხდეთ. ნუ დავკარგავთ ამ საშუალებას. ტირილი, ქვითინი, გოდება, დეპრესია საკუთარი თავის გამო, იგივე ემოციებად დაგვიბრუნდება. ვეცადოთ, ნეგატივისგან გავითავისუფლოთ თავი. დავისახოთ კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც შეიძლება. იცხოვრეთ, განვითარდით, ისიამოვნეთ და და გაუზიარეთ სხვებს საკუთარი გამოცდილება.