მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის მეუღლესთან ბევრი საერთო მაქვს, ის ფოტოგრაფია, მე - მოდელი... რატომ ჰქონდათ ჩვენს ფოტოზე ასეთი რეაქცია?" - კრისტი ყიფშიძე ოჯახსა და თავის მოვლაზე
"გიორგის მეუღლესთან ბევრი საერთო მაქვს, ის ფოტოგრაფია, მე - მოდელი... რატომ ჰქონდათ ჩვენს ფოტოზე ასეთი რეაქცია?" - კრისტი ყიფშიძე ოჯახსა და თავის მოვლაზე

სა­კუ­თა­რი თავი უყ­ვარს, თუმ­ცა - არა ეგო­ის­ტუ­რად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­კენ ის­წრაფ­ვის, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ში­ნი­დან "იპა­რე­ბა", ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ ცოლ­თან მე­გობ­რობს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს... ამ და სხვა "ქა­ლურ-დი­ა­სახ­ლი­სურ" თე­მებ­ზე მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა.

- კრის­ტი, ოდეს­მე "სა­სო­წარ­კვე­თილ დი­ა­სახ­ლი­სად" გიგ­რძნი­ათ თავი?

- არა. თა­ვის­თა­ვად ამ სი­ტყვის - "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი" მოს­მე­ნაც კი არ მსი­ა­მოვ­ნებს. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თავი სა­სო­წარ­კვე­თამ­დე არა­სო­დეს არ უნდა მი­იყ­ვა­ნო... დი­ა­სახ­ლი­სო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, ცუდი არ ვარ. სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ლა­გე­ბა უფრო მიყ­ვარს, ვიდ­რე - ოთა­ხის. მა­გა­ლი­თად, როცა სად­მე მივ­დი­ვარ, ვარ­ჩევ, რო­მე­ლი კაბა ჩა­ვიც­ვა, რამ­დენ­ჯერ­მე ვიც­ვლი... როცა გეჩ­ქა­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ტან­საც­მე­ლი და­უ­დევ­რად და­ყა­რო და ისე წახ­ვი­დე. უწეს­რი­გოდ დაყ­რი­ლი სა­მო­სი ჭუ­ჭყი ხომ არ არის, არა? ჩემ­თვის მთა­ვა­რი სი­სუფ­თა­ვეა, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან იწყე­ბა, რად­გან ამ ად­გი­ლას ვჭამთ. აქ ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა, დაწკრი­ა­ლე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს...

- ბავ­შვო­ბა­ში და მო­ზარ­დო­ბი­სას დე­დას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ? ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ რა გას­წავ­ლათ, რაც შემ­დეგ თქვე­ნი შვი­ლის აღ­ზრდი­სას გა­მო­ი­ყე­ნეთ?

- დე­და­ჩე­მი­სა და ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ჩემი და ჩემი შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის­გან: დე­დას ჰგო­ნია, რომ ისევ პა­ტა­რა ვარ. ამას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, არ მა­ღი­ზი­ა­ნებს (იღი­მის). მას თა­ვი­სე­ბუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს: უნდა, იცო­დეს - ვინ რა ჭამა, ვინ რო­გორ არის, სად წა­ვი­და... ნა­ტა­ლი­ას თა­ვი­სუფ­ლად ვზრდი. ბევ­რი შე­კი­თხვი­თა და კონ­ტრო­ლით არას­დროს შე­მი­ზღუ­დავს; არ და­მი­რე­კავს - სად ხარ? მალე მოდი-მეთ­ქი!.. ჯერ ერთი, მას ვენ­დო­ბო­დი, თან - ჩე­მე­ბუ­რად მა­ინც ვა­კონ­ტრო­ლებ­დი.

მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ასე უკეთ ვი­თარ­დე­ბა, იზ­რდე­ბა, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, რო­გო­რი ბუ­ნე­ბი­საა: კი, აღ­ზრდას, გა­რე­მოს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ ადა­მი­ანს ვერ შე­უკ­ვე­თავ, რო­გო­რი იყოს, - მას თა­ვი­სი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი, ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბე­ბი აქვს. თან, რა­ღაც­ნა­ი­რად, ჰო­როს­კო­პის მჯე­რა: სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ქვეშ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. ამ ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა: ცოტა არ იყოს, მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თი მაქვს, რის გა­მოს­წო­რე­ბა­ზეც ვმუ­შა­ობ. ახლა 44 წლის ვარ და ვფიქ­რობ, იმის დრო აღარ არის, რომ მა­გა­ლი­თად, რეს­ტო­რან­ში კერ­ძის შეკ­ვე­თამ­დე დიდ­ხანს ვი­ფიქ­რო. თავს ძა­ლას ვა­ტან და ვე­უბ­ნე­ბი, - რა­საც პირ­ველს და­ი­ნა­ხავ, აიღე, კარ­გია და ბევ­რი აღარ იფიქ­რო-მეთ­ქი. იდე­ა­ლუ­რი არა­ვინ არაა. პრე­ტენ­ზი­აც არ მაქვს, რომ იდე­ა­ლუ­რი ვიყო. უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ ჩემი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბებ­ში რა­ღა­ცე­ბი გა­მო­ვას­წო­რო. პა­ტა­რა ასაკ­ში ამას ვერ ახერ­ხებ ადა­მი­ა­ნი. დღეს უკვე შე­მიძ­ლია, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­კე­თო...

- სი­ტყვა "ქა­ლუ­რი" რო­გორ გეს­მით? რო­გორ ქალ­თან ასო­ცირ­დე­ბა?

- ბავ­შვო­ბი­დან რო­მე­ლი­მე მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როდ მყავ­და. ვგუ­ლის­ხმობ, როცა ადა­მი­ანს უყუ­რებ და მოგ­წონს, მისი გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვი, მაგ­რამ არ ჰბა­ძავ. რო­გორც გი­თხა­რით, 44 წლის ვარ. ეს რი­ცხვი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან ორ 4-იანს შე­ი­ცავს. თან, 4-იან­თან რა­ღაც ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს... მა­ინ­ტე­რე­სებ­და, 44 წლის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რო­გორi ვიქ­ნე­ბო­დი. სა­ერ­თოდ, ყო­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ რა­ღა­ცას ვგრძნობ - თით­ქოს ჩემ­ში რა­ღაც იც­ვლე­ბა. რე­ა­ლუ­რად არ ვიცი, რა შე­იც­ვა­ლა - შე­იძ­ლე­ბა, ისევ ისე­თი ბავ­შვუ­რად სუ­ლე­ლი ვარ, რა­ღა­ცე­ბის მჯე­რა... მა­გა­ლი­თად, სოფი ლო­რე­ნი, რო­მე­ლიც უკვე 85 წლის არის, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ჩემ­თვის ერთ-ერთი იდე­ა­ლუ­რი ქალი გახ­ლავთ... ქა­ლუ­რო­ბის­თვის გა­რეგ­ნო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ქალს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან შერ­წყმუ­ლი ქა­რიზ­მა, ხა­სი­ა­თი, ბუ­ნებ­რი­ო­ბა... თან, ნაზი უნდა იყოს, თან - იდუ­მა­ლი, რომ სულ გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, "არ გყოფ­ნი­დეს"... სა­კუ­თარ თავ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ მი­ხა­რია, როცა ქა­ლუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პლი­მენტს მე­უბ­ნე­ბი­ან.

"ვა­ი­მე, რა ლა­მა­ზი ხარ!" - ეს ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სო, ბა­ნა­ლუ­რი ქა­თი­ნა­უ­რია. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი სწო­რე­დაც ბუ­ნე­ბით უნდა იყოს ლა­მა­ზი, ჰუ­მა­ნუ­რი... მოკ­ლედ, ქა­ლუ­რო­ბას ბევ­რი თვი­სე­ბა ქმნის. ცხა­დია, ისიც უნდა იცო­დე, გა­რეგ­ნუ­ლად კარ­გად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, რომ არ და­ჭკნე: შე­იძ­ლე­ბა 20 წლის გო­გო­ნა ულა­მა­ზე­სი იყოს, მაგ­რამ ორ­მო­ცი წლის ასაკ­ში სა­თა­ნა­დოდ ვე­ღარ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. კარ­გია, რო­დე­საც სარ­კე­ში იყუ­რე­ბი და თით­ქოს ისე­თი­ვე ხარ, რო­გო­რიც წლე­ბის წინ იყა­ვი. რა თქმა უნდა, რა­ღა­ცე­ბი იც­ვლე­ბა, მა­გა­ლი­თად - სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი, მაგ­რამ მომ­წონს. სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლამ უნდა შე­იყ­ვა­როს, ოღონდ - არა ეგო­ის­ტუ­რად. როცა სა­კუ­თა­რი თავი გიყ­ვარს და პა­ტივს სცემ, გარ­შე­მო მყო­ფი ხალ­ხი ამ ენერ­გე­ტი­კას გრძნობს. კი, თვითკრი­ტი­კუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, რომ განვვი­თარ­დეთ, მაგ­რამ რო­დე­საც შენს თავ­თან ორ­გა­ნუ­ლად არ ხარ ადა­მი­ა­ნი და დის­კომ­ფორ­ტს გრძნობ, ამას გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც მა­შინ­ვე გრძნო­ბენ და ხალ­ხსაც აღარ აინ­ტე­რე­სებ...

- კრის­ტი, თქვენ­თვის თა­ვის მოვ­ლა დიდ ფი­ნან­სურ სახ­სრებს უკავ­შირ­დე­ბა?

- არა. თა­ვის მოვ­ლას ძა­ლი­ან გა­და­ყო­ლი­ლიც არ ვარ. ამ სა­კი­თხის მი­მართ ცო­ტა­თი სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს: რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვარ. ცუდ გან­წყო­ბა­ზე მყო­ფი სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას სა­კუ­თარ თავს ვერ ვცნობ - არ მომ­წონს, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. კარ­გი ემო­ცი­ე­ბით და­მუხ­ტუ­ლი უნდა ვიყო, თო­რემ ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია მა­შინ­ვე ჩემს ხა­სი­ათ­სა და თვა­ლებ­ზე აი­სა­ხე­ბა. ჰი­გი­ე­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, მა­გა­ლი­თად, პე­დი­კი­ურს და მა­ნი­კი­ურს, თვე­ში ორ­ჯერ ვი­კე­თებ. არც გრძე­ლი ფრჩხი­ლე­ბი მიყ­ვარს და არც ფრჩხი­ლის ლაქი. ლაქს მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თად ვის­ვამ, თუ გა­და­ღე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო. ბუ­ნებ­რი­ვი ვარ­ცხნი­ლო­ბა მაქვს: თმას ვი­ბან, ვიშ­რობ და რო­გო­რი ვარ­ცხნი­ლო­ბაც დგე­ბა, ისე ვტო­ვებ. სა­ლონ­ში ვი­ღე­ბავ, ოღონდ - მხო­ლოდ თმის ძი­რებს. მი­მაჩ­ნია, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვი­ტა­რე: ხან თმა გა­და­ვი­პარ­სე, ხან ქერა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მერე მივ­ხვდი, მა­ინც თმის ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რით და ვარ­ცხნი­ლო­ბით ვარ "მე".

მხო­ლოდ ჩემს უსაყ­ვარ­ლეს სტი­ლისტს - ლენ­კას ვენ­დო­ბი, რო­მე­ლიც თვე­ში ერთხელ თმას ცო­ტა­თი მაჭ­რის და მი­ღე­ბავს... ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი: დი­ლით პირ­ველ რიგ­ში წყალს ვსვამ, ფან­ჯა­რას ვხსნი და სუფ­თა ჰა­ერს ჩა­ვი­სუნ­თქავ. შემ­დეგ უკვე ჩემს საყ­ვა­რელ ყა­ვას ვსვამ, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ფილტრუ­ლი უნდა იყოს. ჩემ­თვის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი თა­ვად მო­ვი­ფიქ­რე: ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის, რო­მე­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი ახ­დენს ჩემს ორ­გა­ნიზ­მზე და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას და რო­მე­ლი ცუ­დად მხდის. და­მი­ჯე­რეთ, კვე­ბის რა­ცი­ონ­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი... სპორტდარ­ბაზ­ში არ დავ­დი­ვარ. ფე­ხით ბევ­რი სი­ა­რუ­ლი და სახ­ლში ცეკ­ვა მიყ­ვარს. ცეკ­ვა ვარ­ჯი­შიც არის და თან, კარგ ხა­სი­ათ­ზეც ვდგე­ბი (იღი­მის)... ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ცხე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნო. ჩემი პრო­ფე­სი­ის და "ინფლუ­ენ­სე­რო­ბის" გამო, სა­ხის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს ხში­რად სა­ჩუქ­რად მიგ­ზავ­ნი­ან. "ვტეს­ტავ" და თუ კარ­გია, მათ გა­მო­ყე­ნე­ბას ვაგ­რძე­ლებ.

- თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის - გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ამ­ჟა­მინ­დელ ცოლ­თან, ენი გა­სი­ე­ვას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ­მა თქვენ­მა ფო­ტომ ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ზოგ­მა შე­გა­ქოთ - ყო­ჩაღ, მე ამას ვერ შევ­ძლებ­დიო... რას ფიქ­რობთ ხალ­ხის ასეთ რე­აქ­ცი­ა­ზე?

- ჩემი და გი­ორ­გის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ეს გო­გო­ნა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვე­ნი სა­ერ­თო ფოტო, ცოტა არ იყოს, მარ­თლა უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჩვე­ნი და­შო­რე­ბი­დან 17 წელი გა­ვი­და. მას მერე გი­ორ­გის სხვა ცო­ლიც ჰყავ­და, მე­ო­რე შვი­ლიც შე­ე­ძი­ნა... ენის­თან 2 შვი­ლი ჰყავს. სულ 4 დედ­მა­მიშ­ვი­ლი არი­ან. რამ­დენ­ჯე­რაც გა­ვი­გე, რომ ნა­ტა­ლი­ას და ან ძმა ეყო­ლე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ჩემი შვი­ლი 3 წლი­საც არ იყო, როცა მე და გი­ორ­გი დავ­შორ­დით. როცა მშობ­ლე­ბი შორ­დე­ბი­ან, ბავ­შვმა ვერ უნდა იგ­რძნოს, რომ დედ-მა­მას შო­რის რა­ღაც კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. თუ შენი შვი­ლის მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა აღარ გინ­და, ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ მტრად უნდა გყავ­დეს, არა? ბავ­შვი დე­დისa და მა­მის­გა­ნაც თა­ნა­ბარ ყუ­რა­დღე­ბას უნდა გრძნობ­დეს. ჩემი და გი­ორ­გის მშობ­ლებ­საც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. თით­ქოს ყვე­ლა­ნი უფრო გა­ვერ­თი­ან­დით, რომ ნა­ტა­ლი­ას ჩვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა არ ეგ­რძნო.

გი­ორ­გის­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ვაგ­რძე­ლებ­დით. დღე­საც ასეა... ენი ძა­ლი­ან კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი გო­გოა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის ფო­ტოგ­რა­ფია, მე - მო­დე­ლი. ბევ­რი სა­ერ­თოც გვაქვს... ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს რაც შე­ე­ხე­ბა, იმ დღეს ნა­ტა­ლი­ას თა­ვი­სი და ეს­ტუმ­რა, რო­მელ­საც მისი მშობ­ლე­ბიც თან ახ­ლდნენ, რა თქმა უნდა... სხვა­თა შო­რის, "სთო­რი­ზე" ჩვენს ფო­ტოს რომ ვაქ­ვეყ­ნებ­დი, თა­ვად­ვე ვთქვი, - ნა­ხეთ, რა ამ­ბა­ვი ატყდე­ბა-მეთ­ქი (იცი­ნის)...

ენის ჩემი გა­და­ღე­ბა სურ­და. ამი­ტომ მე­ო­რე დღეს ისევ გვეს­ტუმ­რა. გა­და­ღე­ბის დროს, "ინ­სტაგ­რა­მის" "ლა­ივ­ში" ნა­ტა­ლი­ას ჩა­ვერ­თეთ: ერთ მხა­რეს ნა­ტა­ლია იყო, მე­ო­რე­ზე - მისი დე­დი­ნაც­ვა­ლი და მე (იცი­ნის). რა თქმა უნდა. ისევ დიდი ამ­ბა­ვი ატყდა... მოკ­ლედ, მარ­თლა არ მეს­მის, ხალ­ხს ასე­თი რე­აქ­ცია რა­ტომ ჰქონ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცოფი
2

ჩაიარა შენმა მატარებელმა ,,მოდელო,,

:)
3

რაც ყიფშიძეები ხართ, ის ხალხიც:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გიორგის მეუღლესთან ბევრი საერთო მაქვს, ის ფოტოგრაფია, მე - მოდელი... რატომ ჰქონდათ ჩვენს ფოტოზე ასეთი რეაქცია?" - კრისტი ყიფშიძე ოჯახსა და თავის მოვლაზე

"გიორგის მეუღლესთან ბევრი საერთო მაქვს, ის ფოტოგრაფია, მე - მოდელი... რატომ ჰქონდათ ჩვენს ფოტოზე ასეთი რეაქცია?" - კრისტი ყიფშიძე ოჯახსა და თავის მოვლაზე

საკუთარი თავი უყვარს, თუმცა - არა ეგოისტურად, მთელი ცხოვრება თვითგანვითარებისკენ ისწრაფვის, საკუთარ დაბადების დღეზე შინიდან "იპარება", ყოფილი მეუღლის ამჟამინდელ ცოლთან მეგობრობს, რაც საზოგადოების ნაწილის გაკვირვებას იწვევს... ამ და სხვა "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე მოდელი კრისტი ყიფშიძე გულახდილად გვესაუბრა.

- კრისტი, ოდესმე "სასოწარკვეთილ დიასახლისად" გიგრძნიათ თავი?

- არა. თავისთავად ამ სიტყვის - "სასოწარკვეთილი" მოსმენაც კი არ მსიამოვნებს. მიმაჩნია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი სასოწარკვეთამდე არასოდეს არ უნდა მიიყვანო... დიასახლისობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ცუდი არ ვარ. სამზარეულოს დალაგება უფრო მიყვარს, ვიდრე - ოთახის. მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, ვარჩევ, რომელი კაბა ჩავიცვა, რამდენჯერმე ვიცვლი... როცა გეჩქარება, შეიძლება, ტანსაცმელი დაუდევრად დაყარო და ისე წახვიდე. უწესრიგოდ დაყრილი სამოსი ჭუჭყი ხომ არ არის, არა? ჩემთვის მთავარი სისუფთავეა, რომელიც პირველ რიგში, სამზარეულოდან იწყება, რადგან ამ ადგილას ვჭამთ. აქ ყველაფერი სუფთა, დაწკრიალებული, მოწესრიგებული უნდა იყოს...

- ბავშვობაში და მოზარდობისას დედასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ? ამ ურთიერთობამ რა გასწავლათ, რაც შემდეგ თქვენი შვილის აღზრდისას გამოიყენეთ?

- დედაჩემისა და ჩემი ურთიერთობა ძალიან განსხვავდება ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობისგან: დედას ჰგონია, რომ ისევ პატარა ვარ. ამას ყურადღებას არ ვაქცევ, არ მაღიზიანებს (იღიმის). მას თავისებური დამოკიდებულება აქვს: უნდა, იცოდეს - ვინ რა ჭამა, ვინ როგორ არის, სად წავიდა... ნატალიას თავისუფლად ვზრდი. ბევრი შეკითხვითა და კონტროლით არასდროს შემიზღუდავს; არ დამირეკავს - სად ხარ? მალე მოდი-მეთქი!.. ჯერ ერთი, მას ვენდობოდი, თან - ჩემებურად მაინც ვაკონტროლებდი.

მიმაჩნია, რომ ადამიანი ასე უკეთ ვითარდება, იზრდება, მაგრამ გააჩნია, როგორი ბუნებისაა: კი, აღზრდას, გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანს ვერ შეუკვეთავ, როგორი იყოს, - მას თავისი გენეტიკური კოდი, ხასიათის თვისებები აქვს. თან, რაღაცნაირად, ჰოროსკოპის მჯერა: სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. ამ ნიშნის დახასიათება ძალიან ემთხვევა: ცოტა არ იყოს, მერყევი ხასიათი მაქვს, რის გამოსწორებაზეც ვმუშაობ. ახლა 44 წლის ვარ და ვფიქრობ, იმის დრო აღარ არის, რომ მაგალითად, რესტორანში კერძის შეკვეთამდე დიდხანს ვიფიქრო. თავს ძალას ვატან და ვეუბნები, - რასაც პირველს დაინახავ, აიღე, კარგია და ბევრი აღარ იფიქრო-მეთქი. იდეალური არავინ არაა. პრეტენზიაც არ მაქვს, რომ იდეალური ვიყო. უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ხასიათის თვისებებში რაღაცები გამოვასწორო. პატარა ასაკში ამას ვერ ახერხებ ადამიანი. დღეს უკვე შემიძლია, რაღაცები გადავაკეთო...

- სიტყვა "ქალური" როგორ გესმით? როგორ ქალთან ასოცირდება?

- ბავშვობიდან რომელიმე მსახიობი, მომღერალი ინსპირაციის წყაროდ მყავდა. ვგულისხმობ, როცა ადამიანს უყურებ და მოგწონს, მისი გავლენის ქვეშ ექცევი, მაგრამ არ ჰბაძავ. როგორც გითხარით, 44 წლის ვარ. ეს რიცხვი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, რადგან ორ 4-იანს შეიცავს. თან, 4-იანთან რაღაც ჩემი სიყვარული მაქვს... მაინტერესებდა, 44 წლის შესრულების შემდეგ როგორi ვიქნებოდი. საერთოდ, ყოველი დაბადების დღის შემდეგ რაღაცას ვგრძნობ - თითქოს ჩემში რაღაც იცვლება. რეალურად არ ვიცი, რა შეიცვალა - შეიძლება, ისევ ისეთი ბავშვურად სულელი ვარ, რაღაცების მჯერა... მაგალითად, სოფი ლორენი, რომელიც უკვე 85 წლის არის, შესანიშნავად გამოიყურება. ჩემთვის ერთ-ერთი იდეალური ქალი გახლავთ... ქალურობისთვის გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს. ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან შერწყმული ქარიზმა, ხასიათი, ბუნებრიობა... თან, ნაზი უნდა იყოს, თან - იდუმალი, რომ სულ გაინტერესებდეს, "არ გყოფნიდეს"... საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მიხარია, როცა ქალურობასთან დაკავშირებულ კომპლიმენტს მეუბნებიან.

"ვაიმე, რა ლამაზი ხარ!" - ეს ჩემთვის უინტერესო, ბანალური ქათინაურია. მიმაჩნია, რომ ადამიანი სწორედაც ბუნებით უნდა იყოს ლამაზი, ჰუმანური... მოკლედ, ქალურობას ბევრი თვისება ქმნის. ცხადია, ისიც უნდა იცოდე, გარეგნულად კარგად როგორ გამოიყურებოდე, რომ არ დაჭკნე: შეიძლება 20 წლის გოგონა ულამაზესი იყოს, მაგრამ ორმოცი წლის ასაკში სათანადოდ ვეღარ გამოიყურებოდეს. კარგია, როდესაც სარკეში იყურები და თითქოს ისეთივე ხარ, როგორიც წლების წინ იყავი. რა თქმა უნდა, რაღაცები იცვლება, მაგალითად - სხეულის ფორმები, მაგრამ მომწონს. საკუთარი თავი ყველამ უნდა შეიყვაროს, ოღონდ - არა ეგოისტურად. როცა საკუთარი თავი გიყვარს და პატივს სცემ, გარშემო მყოფი ხალხი ამ ენერგეტიკას გრძნობს. კი, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, რომ განვვითარდეთ, მაგრამ როდესაც შენს თავთან ორგანულად არ ხარ ადამიანი და დისკომფორტს გრძნობ, ამას გარშემო მყოფებიც მაშინვე გრძნობენ და ხალხსაც აღარ აინტერესებ...

- კრისტი, თქვენთვის თავის მოვლა დიდ ფინანსურ სახსრებს უკავშირდება?

- არა. თავის მოვლას ძალიან გადაყოლილიც არ ვარ. ამ საკითხის მიმართ ცოტათი სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს: როგორ გამოვიყურები, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე ვარ. ცუდ განწყობაზე მყოფი სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ვერ ვცნობ - არ მომწონს, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. კარგი ემოციებით დამუხტული უნდა ვიყო, თორემ ნეგატიური ენერგია მაშინვე ჩემს ხასიათსა და თვალებზე აისახება. ჰიგიენას რაც შეეხება, მაგალითად, პედიკიურს და მანიკიურს, თვეში ორჯერ ვიკეთებ. არც გრძელი ფრჩხილები მიყვარს და არც ფრჩხილის ლაქი. ლაქს მხოლოდ იშვიათად ვისვამ, თუ გადაღებისთვისაა საჭირო. ბუნებრივი ვარცხნილობა მაქვს: თმას ვიბან, ვიშრობ და როგორი ვარცხნილობაც დგება, ისე ვტოვებ. სალონში ვიღებავ, ოღონდ - მხოლოდ თმის ძირებს. მიმაჩნია, რომ საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი ჩავიტარე: ხან თმა გადავიპარსე, ხან ქერა ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ მაინტერესებდა. მერე მივხვდი, მაინც თმის ბუნებრივი ფერით და ვარცხნილობით ვარ "მე".

მხოლოდ ჩემს უსაყვარლეს სტილისტს - ლენკას ვენდობი, რომელიც თვეში ერთხელ თმას ცოტათი მაჭრის და მიღებავს... ჯანსაღად ვიკვებები: დილით პირველ რიგში წყალს ვსვამ, ფანჯარას ვხსნი და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ. შემდეგ უკვე ჩემს საყვარელ ყავას ვსვამ, რომელიც აუცილებლად გაფილტრული უნდა იყოს. ჩემთვის კვების რაციონი თავად მოვიფიქრე: ჩემზე კარგად არავინ იცის, რომელი საკვები პროდუქტი ახდენს ჩემს ორგანიზმზე დადებით ზეგავლენას და რომელი ცუდად მხდის. დამიჯერეთ, კვების რაციონზე ბევრი რამაა დამოკიდებული... სპორტდარბაზში არ დავდივარ. ფეხით ბევრი სიარული და სახლში ცეკვა მიყვარს. ცეკვა ვარჯიშიც არის და თან, კარგ ხასიათზეც ვდგები (იღიმის)... ყოველთვის ვცდილობ, ხარისხიანი საცხები გამოვიყენო. ჩემი პროფესიის და "ინფლუენსერობის" გამო, სახის მოვლის საშუალებებს ხშირად საჩუქრად მიგზავნიან. "ვტესტავ" და თუ კარგია, მათ გამოყენებას ვაგრძელებ.

- თქვენი ყოფილი მეუღლის - გიორგი ყიფშიძის ამჟამინდელ ცოლთან, ენი გასიევასთან ერთად გადაღებულმა თქვენმა ფოტომ ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგმა შეგაქოთ - ყოჩაღ, მე ამას ვერ შევძლებდიო... რას ფიქრობთ ხალხის ასეთ რეაქციაზე?

- ჩემი და გიორგის დაშორების მიზეზი ეს გოგონა რომ ყოფილიყო, ჩვენი საერთო ფოტო, ცოტა არ იყოს, მართლა უცნაური იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დაშორებიდან 17 წელი გავიდა. მას მერე გიორგის სხვა ცოლიც ჰყავდა, მეორე შვილიც შეეძინა... ენისთან 2 შვილი ჰყავს. სულ 4 დედმამიშვილი არიან. რამდენჯერაც გავიგე, რომ ნატალიას და ან ძმა ეყოლებოდა, ძალიან გამიხარდა. ჩემი შვილი 3 წლისაც არ იყო, როცა მე და გიორგი დავშორდით. როცა მშობლები შორდებიან, ბავშვმა ვერ უნდა იგრძნოს, რომ დედ-მამას შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა. თუ შენი შვილის მამასთან ერთად ცხოვრება აღარ გინდა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მტრად უნდა გყავდეს, არა? ბავშვი დედისa და მამისგანაც თანაბარ ყურადღებას უნდა გრძნობდეს. ჩემი და გიორგის მშობლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. თითქოს ყველანი უფრო გავერთიანდით, რომ ნატალიას ჩვენი ოჯახის დანგრევა არ ეგრძნო.

გიორგისთან კარგ ურთიერთობას ვაგრძელებდით. დღესაც ასეა... ენი ძალიან კარგი, ნიჭიერი გოგოა. წარმოიდგინეთ, ის ფოტოგრაფია, მე - მოდელი. ბევრი საერთოც გვაქვს... ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოს რაც შეეხება, იმ დღეს ნატალიას თავისი და ესტუმრა, რომელსაც მისი მშობლებიც თან ახლდნენ, რა თქმა უნდა... სხვათა შორის, "სთორიზე" ჩვენს ფოტოს რომ ვაქვეყნებდი, თავადვე ვთქვი, - ნახეთ, რა ამბავი ატყდება-მეთქი (იცინის)...

ენის ჩემი გადაღება სურდა. ამიტომ მეორე დღეს ისევ გვესტუმრა. გადაღების დროს, "ინსტაგრამის" "ლაივში" ნატალიას ჩავერთეთ: ერთ მხარეს ნატალია იყო, მეორეზე - მისი დედინაცვალი და მე (იცინის). რა თქმა უნდა. ისევ დიდი ამბავი ატყდა... მოკლედ, მართლა არ მესმის, ხალხს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა...წაიკითხეთ სრულად