პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს?
"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს?

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ შქმე­რის მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ფელ­ში წი­ა­ღი­სე­უ­ლის (მან­გა­ნუ­მის) მო­პო­ვე­ბა­ზე გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის გა­უქ­მე­ბას ითხოვს. მათი მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბი უნი­კა­ლურ ბუ­ნე­ბას და­ა­ზი­ა­ნებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ შქმერ­ში უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე -1 531 070 კვად­რა­ტულ მეტრზე მან­გა­ნუ­მის მო­სა­პო­ვებ­ლად ახა­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბი ისე გას­ცა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. კვი­რას, 7 ნო­ემ­ბერს სო­ფელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და კი­დევ ერთხელ დაგ­მეს ეს პრო­ცე­სი. გა­და­წყდა, შე­იქ­მნას 10-კა­ცი­ა­ნი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თვე­ბა ყვე­ლა პრო­ცეს­ში. "ჩვე­ნი მი­ზა­ნია არ გან­მე­ორ­დეს ის, რაც ხდე­ბა დღეს ჭი­ა­თუ­რა­ში. გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. არ ვი­ცით რო­გორ გა­ვუმკლავ­დე­ბით ამ ყვე­ლა­ფერს", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან უკვე ჰქონ­და შეხ­ვედ­რა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ შქმერ­ში და სოფ­ლის დე­პუ­ტატს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ სა­უბ­რის დე­ტა­ლებს არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვი გოგა გაგ­ნი­ძე:

- შქმერ­ში მან­გა­ნუ­მის ღია წე­სით მო­პო­ვე­ბას იწყე­ბენ, ზუს­ტად ისე, რო­გორც "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ თხრის, ან­გრევს და ანად­გუ­რებს ჭი­ა­თუ­რა­სა და მის სოფ­ლებს. არა­და, როცა სა­ჩხე­რე-ონის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, გაჩ­ნდა იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ახა­ლი გზა რა­ჭას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად დაც­ლი­ლია, ახალ სი­ცო­ცხლეს მო­უ­ტან­და და ტუ­რიზმს გა­ნა­ვი­თა­რებ­და. შქმე­რი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შია ცნო­ბი­ლი და ამ უნი­კა­ლურ მხა­რე­ში, რო­მელ­საც უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, ყო­ველ­გვა­რი გან­ხილ­ვის გა­რე­შე წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბა­ზე ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მა არას­წო­რია.

2005-2006 წლი­დან და­ი­წყო აქ მო­პო­ვე­ბა, მა­ში­ნაც ღია მო­პო­ვე­ბა იყო. მერე შე­ჩერ­და გზის უქონ­ლო­ბის გამო, მან­გა­ნუ­მის ფა­სიც და­ე­ცა, აღარ იყო რენ­ტა­ბე­ლუ­რი და ის კომ­პა­ნია წა­ვი­და. ის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ და­მუ­შავ­და, დღემ­დე არის ანა­ბეჭ­დი, თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი იმის, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს გა­რე­მოს ასე­თი მო­პყრო­ბის­გან.

სა­ხე­ზეა ერო­ზია, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქა­ნე­ბი. ახლა ისევ გას­ცეს ლი­ცენ­ზია მო­პო­ვე­ბა­ზე. აქ მა­ღა­როს პრინ­ცი­პით მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, მხო­ლოდ ღია მო­პო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს და ამას რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ამის მა­გა­ლი­თე­ბი უკვე არის. ამი­ტომ გვიჩ­ნდე­ბა პრო­ტეს­ტი. ჩვენ არ გვინ­და გან­მე­ორ­დეს ის, რაც ჭი­ა­თუ­რის სოფ­ლებ­ში ხდე­ბა. შქმერ­ში კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით შეს­წავ­ლას აწარ­მო­ებს. ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ეს გა­ა­სა­ჩივ­რა "ჯორ­ჯი­ან მარ­გა­ნე­ცის" კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ, თით­ქოს ნაკ­ვე­თე­ბი არას­წო­რად, თაღ­ლი­თუ­რად იყო მი­ტა­ცე­ბუ­ლი. არა­და, ნაკ­ვე­თე­ბის სა­ბუ­თი ყვე­ლა მფლო­ბელს ჰქონ­და. ამ ხალ­ხის აზრი და ინ­ტე­რე­სი არა­ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ისი­ნი ცნეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად და ჩა­მო­ერ­თვათ კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი, უფრო მე­ტიც, მფლო­ბე­ლებს და­ე­კის­რათ პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლე­ბიც და ჯა­რი­მე­ბიც გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. სულ 12 ადა­მი­ა­ნი იყო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ტარ­დე­ბო­და აუქ­ცი­ო­ნი მი­წებ­ზე და გა­ი­ცე­მო­და ლი­ცენ­ზი­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე 4 ლი­ცენ­ზი­აა გა­ცე­მუ­ლი, აქე­დან ერ­თია მო­პო­ვე­ბის ლი­ცენ­ზია - 4 ჰექ­ტარ­ზე და სამი შეს­წავ­ლის ლი­ცენ­ზია. სა­შიშ­რო­ე­ბა ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია. წლე­ბია ვხე­დავთ რო­გორ ხდე­ბა მო­პო­ვე­ბა ჭი­ა­თუ­რის მხა­რე­ში და რამ­დე­ნად სა­ში­შია ეს პრო­ცე­სი.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის პრე­ცე­დენ­ტი არ გვაქვს, რომ ასეთ დროს და­ცუ­ლი იყოს ყვე­ლა პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში დევს და რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს, რომ ბუ­ნე­ბა არ უნდა და­ზი­ან­დეს. როცა მად­ნის ამო­ღე­ბა მოხ­დე­ბა, წე­სით ის ად­გი­ლი უნდა შე­ივ­სოს და და­ი­ფა­როს წი­ნას­წარ და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის ფე­ნით, მაგ­რამ პრე­ცე­დენ­ტი რომ ეს ასე სად­მე გა­კეთ­და, არ გვაქვს. ამი­ტო­მაც ჩვე­ნი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც არ გვჯე­რა, რომ ეს მოხ­დე­ბა.

კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ სო­ფელ­ში, სა­უბ­რო­ბენ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, არა­ფე­რი გა­ფუჭ­დე­ბა, მან­გა­ნუ­მის მტვე­რი არ არის სა­ში­შიო, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, რად­გან მან­გა­ნუ­მის მტვე­რი ერთ-ერთი ძლი­ე­რი კარ­ცე­რო­გე­ნია. სტა­ტის­ტი­კაც ამას მოწ­მობს ჭი­ა­თუ­რა­სა და სა­ჩხე­რეს სოფ­ლებ­ში.

- რა ზო­მებს მი­მარ­თა მო­სახ­ლე­ო­ბამ?

- შეგ­როვ­და 260 ხელ­მო­წე­რა, ეს არას­რუ­ლია და ვი­თხოვთ პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­ტეტ­მა გა­ნი­ხი­ლოს ეს სა­კი­თხი. სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­შიც. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" და "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი" ჩი­ვი­ან. მათ­თან ერ­თად ერთ-ერთი მომ­ჩი­ვა­ნი მეც ვარ, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს შემ­სწავ­ლელ სა­მუ­შა­ო­ებს, ეს ნიშ­ნავს, რომ ხდე­ბა ად­გილ­ზე ნი­ა­და­გის და­მუ­შა­ვე­ბა, თუ და­ი­წყე­ბენ დატ­ვირ­თვას და წა­ღე­ბას, ეს უკვე დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა. 4 კომ­პა­ნი­ი­დან, რო­მელ­მაც ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა, სამი აუქ­ცი­ო­ნამ­დე 3 დღით ადრე შექ­მნი­ლია. რო­გორც წესი, წი­ა­ღი­სე­უ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ახა­ლი საქ­მის­თვის ახალ კომ­პა­ნი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რად ქმნი­ან, რომ სუფ­თად წარ­მო­ა­ჩი­ნონ ვი­თა­რე­ბა. ყო­ველ­თვის ამ ახა­ლი კომ­პა­ნი­ის უკან ის ძვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი დგა­ნან, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქაც ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა.

- გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თუ მი­მარ­თეთ?

- ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის პრო­ცე­სი ზო­გა­დად რამ­დე­ნი­მე ეტაპს მო­ი­ცავს და მო­ი­თხოვს ძი­რე­ულ შეს­წავ­ლას იმის, თუ რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს გა­რე­მოს და მო­სახ­ლე­ო­ბას, ეს შეს­წავ­ლა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. კო­მუ­ნი­კა­ცია სო­ფელ­თან არ მომ­ხდა­რა, არის ფურ­ცე­ლი, კრე­ბის ოქმი, რო­მელ­საც სამი ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს და ითხოვს შე­მო­ი­ღო­ბოს სოფ­ლის სა­ლო­ცა­ვი და გა­იყ­ვა­ნონ წყა­ლი. ეს არის ფიქ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, სამი ადა­მი­ა­ნი არ არის მთე­ლი სო­ფე­ლი. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ სო­ფე­ლი შქმე­რი და მისი მი­და­მო­ე­ბი 2008 წლის შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შეყ­ვა­ნი­ლია მსოფ­ლიო ნაკ­რძა­ლის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის არე­ალ­ში ფა­უ­ნის დაც­ვის მხრივ. რად­გან აქ არის უნი­კა­ლუ­რი ფა­უ­ნა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღე­ბუ­ლია, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსგავ­სი ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­ცე­მა ძა­ლი­ან ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბის და ძირ­ფეს­ვი­ა­ნი შეს­წავ­ლის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა.

მსგავ­სი პრო­ცე­სი არე­ალ­ში მხო­ლოდ მა­შინ არის დაშ­ვე­ბუ­ლი თუ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ეხე­ბა. ამას კი არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბას­თან, რად­გან აქ მხო­ლოდ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სია. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უქ­მდეს გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზია და და­ცუ­ლი იყოს ეს ტე­რი­ტო­რია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნია გავა კო­ლო­სა­ლურ მო­გე­ბა­ზე და შე­დე­გად მი­ვი­ღებთ და­ზი­ა­ნე­ბულ გა­რე­მოს, რო­მე­ლიც აღ­დგე­ნას სა­უ­კუ­ნე­ე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, იმ დო­ნე­ზე ხდე­ბა ჩას­ვლა და ფე­ნე­ბის ამო­ტა­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­ტო­ვოს იქა­უ­რო­ბა და და­იც­ლე­ბა ეს უნი­კა­ლუ­რი სო­ფე­ლი.

"სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის" პო­ლი­ტი­კის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი თა­თუ­ლი ჭუ­ბაბ­რია:

- 2021 წლის ივ­ლის­ში, შქმრე­ში გა­ი­ცა მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა­ზე ლი­ცენ­ზია. "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" და "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი" ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ვი­თხოვთ ამ ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას, რად­გან არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და ლი­ცენ­ზია გა­ი­ცა ამ პრინ­ცი­პის გა­რე­შე. და­ვინ­ტე­რეს­დით ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ლი­ცენ­ზი­ის მა­ძი­ე­ბე­ლი. გა­ირ­კვა რომ გა­ცე­მუ­ლია შპს "ტექ­ნო­ლო­ჯი 2021"-ზე ლი­ცენ­ზია და აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა კავ­ში­რი "ჭი­ა­თუ­რის მან­გა­ნუ­მის" მომ­პო­ვე­ბელ აქ­ტო­რებ­თა­ნაც.

სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია ისიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეს და და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლი­ცენ­ზი­ის მა­ძი­ებ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აღიძ­რა საქ­მე თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, კა­ნო­ნი­ე­რად დამ­ტკი­ცე­ბულ მი­წებ­ზე.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მოხ­და ზე­წო­ლა, ჩა­მო­ერ­თვათ მი­წე­ბი. ჩვენ უშუ­ა­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა გა­დავ­წყვი­ტეთ მას შემ­დეგ რაც ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას­თან", რო­მელ­მაც შე­ის­წავ­ლა ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბი და ახლა ვი­თხოვთ ლი­ცენ­ზი­ე­ბის ბა­თი­ლო­ბას. გზის გაყ­ვა­ნამ წა­ა­ხა­ლი­სა და მო­ტი­ვა­ცია მის­ცა ლი­ცენ­ზი­ის მა­ძი­ებ­ლებს, რომ ლი­ცენ­ზია მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ. მან­გა­ნუ­მია და აქაც ჭი­ა­თუ­რის ფი­გუ­რან­ტე­ბი ჩა­ნან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის.

პირ­ველ ეტაპ­ზე ვდა­ობთ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა - მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრინ­ციპ­ზე, ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ აუქ­ცი­ო­ნი არ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და ლი­ცენ­ზია არ გა­ყი­დუ­ლი­ყო მა­ნამ, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლო­ბის­გან თან­ხმო­ბას არ მი­ი­ღებ­დნენ. ხალ­ხის და­ში­ნე­ბას, და­ჯა­რი­მე­ბას და დევ­ნას ჰქონ­და ად­გი­ლი. და­ში­ნე­ბის მსხვერ­პლე­ბი არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. კი ბა­ტო­ნო, დაც­ლი­ლია რე­გი­ო­ნი და ძა­ლი­ან მცი­რეა იქ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფლობ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ტე­რი­ტო­რი­ებს, და­იმ­ტკი­ცეს კა­ნო­ნი­ე­რად მი­წე­ბი და თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლი წა­უ­ყე­ნეს მათ და ჩა­მო­არ­თვეს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბამ დაც­ვის უფ­ლე­ბი­თაც ვერ ისარ­გებ­ლა, მათ და­ე­ნიშ­ნათ სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი. ეს იყო ის პე­რი­ო­დი როცა დის­ტან­ცი­უ­რად უწევ­დათ ზუ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა და ვერ აღიქ­მე­ბო­და რე­ა­ლო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი 3000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რიც და­ე­დოთ, ქო­ნე­ბაც ჩა­მო­არ­თვეს. გამ­გე­ბელ­ზე იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი 5000 ლარი ჯა­რი­მა, არა­და, მათი იყო ეს ქო­ნე­ბა. ახლა ვცდი­ლობთ ამ მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას.

ძა­ლი­ან ფარ­თო ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ლი­ცენ­ზია გა­ცე­მუ­ლი და რო­გორც ჭი­ა­თუ­რა­ში, აქაც გა­და­თხრე­ბა და და­ბინ­ძურ­დე­ბა გა­რე­მო.

- პრო­ცეს­ში გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ჩა­ერ­თო?

- გა­რე­მოს დაც­ვის კომ­პო­ნენ­ტი შე­მო­დის ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის შემ­დეგ. ამა­ზე ჯერ არ ვსა­უბ­რობთ მაგ­რამ ესეც გახ­დე­ბა ერთ - ერთი სა­და­ვო სა­კი­თხი. და­წყე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი მათ აქვთ შეს­წავ­ლის მუ­შა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის ნე­ბარ­თვა. რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, იქი­დან ჯერ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია, ჯერ ვა­დე­ბი აქვთ რომ გვი­პა­სუ­ხონ.

ambebi.ge ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ შქმერ­ში ზუ­რაბ ჯო­ხა­ძეს.

მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

ზუ­რაბ ჯო­ხა­ძე:

- ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მას, მაგ­რამ ამას მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი არ ეყო­ფა. ყვე­ლას თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ბუ­ნე­ბა. 7 ნო­ემ­ბერს გავ­მარ­თეთ აქ­ცია, შევ­ხვდით შპს "ტექ­ნო­ლო­ჯი 2021"-ის ხელ­მძღვა­ნელს, ერთ-ერთ ლი­ცენ­ზი­ან­ტია, სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ვგეგ­მავთ კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან პრო­ტესტს.

- ვი­ცით, ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი ხართ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ იქ­ნებ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ თუ არა კა­ნო­ნი­ე­რად იმ ხალ­ხს მი­წე­ბი, რომ­ლე­ბიც თაღ­ლი­თო­ბა­ში ამ­ხილეს?

- ეს მი­წე­ბი ამ ხალ­ხს წლე­ბია აქვთ. შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან აქვთ შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბიც. კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი იყო მათ­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­კა­დას­ტრო რუკა იმ დო­კუ­მენტს არ ახ­ლავს. ად­გი­ლე­ბი იყო მო­ნიშ­ნუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი გა­ცე­მუ­ლი, რომ­ლის რე­გის­ტრა­ცია შემ­დგომ სა­ჯა­რო რე­ესტრში მოხ­და. დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო უბა­ნი და ვისი მიწა იყო. იუს­ტი­ცი­ამ უპ­რობ­ლე­მოდ და­უმ­ტკი­ცა მათ ეს მი­წე­ბი. მაგ­რამ შემ­დგომ როცა გაჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, რომ აქ გა­ცე­მუ­ლი­ყო ლი­ცენ­ზია, ამ ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. მარ­ტო იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა უნ­დათ და ლი­ცენ­ზი­ე­ბი გა­ი­ცა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მარ­ტო ეს მი­წე­ბი გახ­და სა­დაო, არა­და ანა­ლო­გი­უ­რი წე­სით არის სხვა მი­წე­ბიც გა­ცე­მუ­ლი. ძა­ლი­ან ცოტა თუ აქვს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია...

თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია გვერ­დში დგო­მა და დახ­მა­რე­ბა, ვთხოვთ, გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ.

P.S. მო­სახ­ლე­ო­ბა ბრძო­ლას აპი­რებს და 21 ნო­ემ­ბერს, 14:00 სთ -ზე, სო­ფელ შქმე­რის ცენ­ტრში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცია იგეგ­მე­ბა, მო­თხოვ­ნით: ბა­თი­ლად იქ­ნეს ცნო­ბი­ლი გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბი.

P.S.S. ჩვენ ამ სა­კი­თხზე და­ვუ­კავ­შირ­დით ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­საც, რათა მოგ­ვეს­მი­ნა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია, დაგვპირ­დნენ, რომ გაგ­ვცემ­დნენ კი­თხვებ­ზე პა­სუხს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათი პო­ზი­ცი­ის გარ­კვე­ვა ვერ შევ­ძე­ლით. თუ სა­მი­ნის­ტრო გა­და­წყვეტს, მარ­თლაც გას­ცეს კი­თხვებს პა­სუ­ხი, მზად ვართ ეს პა­სუ­ხე­ბიც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოთ.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გახო
0

არ გაბრიყვდეთ ხალხო, არ გადაათხრევინოთ თქვენი მიწები არავის თორემ ინანებთ. თუ არ გჯერათ ჩამოდით ჩემთან ჭიათურაში და განახებთ რაც ხდება. თქვენ მოგცემენ 200 ლარს მანქანაში და თვითონ დარჩებათ 20000 და მოისპობა ყველაფერი. არ გაბრიყვდეთ რაჭველებო.

 

თედო
17

საქართველო პატარა, მცირემიწიანი ქვეყანაა. შესაბამისად, თუ სადმე ბუნებრივი წიაღისეული აღმოჩნდა, ყველგან, ან სიახლოვეში რაიმე სოფლის ტერიტორია იქნება, მოსახლეობას კი, გარკვეული პრეტენზია, თუნდაც სრულიად უსაფუძვლო, გაუჩნდება. თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა, სარგებლობაში გადაცემა ისე უნდა მოხდეს, კანონი არ დაირღვეს. თუ ვინმეს კომპენსაცია ეკუთვნის, შეფასდეს წიაღისეულის მომპოვებელმა გასცეს. ცივილიზებულ სამყაროში სხვა მიდგომა არ არსებობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს?

"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს?

ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ შქმერის მოსახლეობა სოფელში წიაღისეულის (მანგანუმის) მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს. მათი მტკიცებით, აღნიშნული პროცესები უნიკალურ ბუნებას დააზიანებს. როგორც ამბობენ, ეკონომიკის სამინისტრომ შქმერში უზარმაზარ ტერიტორიაზე -1 531 070 კვადრატულ მეტრზე მანგანუმის მოსაპოვებლად ახალი ლიცენზიები ისე გასცა, რომ მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. კვირას, 7 ნოემბერს სოფელში ადგილობრივები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს ეს პროცესი. გადაწყდა, შეიქმნას 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება ყველა პროცესში. "ჩვენი მიზანია არ განმეორდეს ის, რაც ხდება დღეს ჭიათურაში. გვექნება შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან. არ ვიცით როგორ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. ჩვენი ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელთან უკვე ჰქონდა შეხვედრა მერის წარმომადგენელს სოფელ შქმერში და სოფლის დეპუტატს, თუმცა ჯერჯერობით ამ საუბრის დეტალებს არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, შექმნილ ვითარებაში არაფერი შეცვლილა.

ადგილობრივი გოგა გაგნიძე:

- შქმერში მანგანუმის ღია წესით მოპოვებას იწყებენ, ზუსტად ისე, როგორც "ჯორჯიან მანგანეზი“ თხრის, ანგრევს და ანადგურებს ჭიათურასა და მის სოფლებს. არადა, როცა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო, გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ ახალი გზა რაჭას, რომელიც ყველაზე მეტად დაცლილია, ახალ სიცოცხლეს მოუტანდა და ტურიზმს განავითარებდა. შქმერი მთელ საქართველოშია ცნობილი და ამ უნიკალურ მხარეში, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, ყოველგვარი განხილვის გარეშე წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემა არასწორია.

2005-2006 წლიდან დაიწყო აქ მოპოვება, მაშინაც ღია მოპოვება იყო. მერე შეჩერდა გზის უქონლობის გამო, მანგანუმის ფასიც დაეცა, აღარ იყო რენტაბელური და ის კომპანია წავიდა. ის ადგილი, რომელიც მაშინ დამუშავდა, დღემდე არის ანაბეჭდი, თვალსაჩინო მაგალითი იმის, თუ რა შეიძლება მოუვიდეს გარემოს ასეთი მოპყრობისგან.

სახეზეა ეროზია, განადგურებული ქანები. ახლა ისევ გასცეს ლიცენზია მოპოვებაზე. აქ მაღაროს პრინციპით მანგანუმის მოპოვება გამორიცხულია, მხოლოდ ღია მოპოვებას გულისხმობს და ამას რა შეიძლება მოჰყვეს, ამის მაგალითები უკვე არის. ამიტომ გვიჩნდება პროტესტი. ჩვენ არ გვინდა განმეორდეს ის, რაც ჭიათურის სოფლებში ხდება. შქმერში კონკრეტული კომპანია ჯერჯერობით შესწავლას აწარმოებს. ამ ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთები მოსახლეობას დაკანონებული ჰქონდა, მაგრამ ეს გაასაჩივრა "ჯორჯიან მარგანეცის" კომპანიის თანამშრომელმა ირაკლი ნოზაძემ, თითქოს ნაკვეთები არასწორად, თაღლითურად იყო მიტაცებული. არადა, ნაკვეთების საბუთი ყველა მფლობელს ჰქონდა. ამ ხალხის აზრი და ინტერესი არავინ გაითვალისწინა, ისინი ცნეს დამნაშავეებად და ჩამოერთვათ კუთვნილი მიწები, უფრო მეტიც, მფლობელებს დაეკისრათ პირობითი სასჯელებიც და ჯარიმებიც გადაახდევინეს. სულ 12 ადამიანი იყო პასუხისგებაში მიცემული, ამის პარალელურად ტარდებოდა აუქციონი მიწებზე და გაიცემოდა ლიცენზიები. ამ ეტაპზე 4 ლიცენზიაა გაცემული, აქედან ერთია მოპოვების ლიცენზია - 4 ჰექტარზე და სამი შესწავლის ლიცენზია. საშიშროება ყველასთვის ნათელია. წლებია ვხედავთ როგორ ხდება მოპოვება ჭიათურის მხარეში და რამდენად საშიშია ეს პროცესი.

ამ წლების განმავლობაში იმის პრეცედენტი არ გვაქვს, რომ ასეთ დროს დაცული იყოს ყველა პირობა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში დევს და რისი ვალდებულებაც ჩვენს ქვეყანას აქვს, რომ ბუნება არ უნდა დაზიანდეს. როცა მადნის ამოღება მოხდება, წესით ის ადგილი უნდა შეივსოს და დაიფაროს წინასწარ დასაწყობებული ნიადაგის ფენით, მაგრამ პრეცედენტი რომ ეს ასე სადმე გაკეთდა, არ გვაქვს. ამიტომაც ჩვენი სოფლის მოსახლეობასაც არ გვჯერა, რომ ეს მოხდება.

კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ სოფელში, საუბრობენ ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი გაფუჭდება, მანგანუმის მტვერი არ არის საშიშიო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მანგანუმის მტვერი ერთ-ერთი ძლიერი კარცეროგენია. სტატისტიკაც ამას მოწმობს ჭიათურასა და საჩხერეს სოფლებში.

- რა ზომებს მიმართა მოსახლეობამ?

- შეგროვდა 260 ხელმოწერა, ეს არასრულია და ვითხოვთ პარლამენტში შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს ეს საკითხი. საჩივარი შეტანილია ეკონომიკის სამინისტროშიც. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ჩივიან. მათთან ერთად ერთ-ერთი მომჩივანი მეც ვარ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი. ამჟამად მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს შემსწავლელ სამუშაოებს, ეს ნიშნავს, რომ ხდება ადგილზე ნიადაგის დამუშავება, თუ დაიწყებენ დატვირთვას და წაღებას, ეს უკვე დარღვევა იქნება. 4 კომპანიიდან, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა, სამი აუქციონამდე 3 დღით ადრე შექმნილია. როგორც წესი, წიაღისეულის მწარმოებელი ცნობილი კომპანიები ახალი საქმისთვის ახალ კომპანიას სპეციალურად ქმნიან, რომ სუფთად წარმოაჩინონ ვითარება. ყოველთვის ამ ახალი კომპანიის უკან ის ძველი კომპანიები დგანან, რომლებიც რეალურად მუშაობენ საქართველოში და აქაც ანალოგიური ვითარებაა.

- გარემოს დაცვის სამინისტროს თუ მიმართეთ?

- ლიცენზიის გაცემის პროცესი ზოგადად რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მოითხოვს ძირეულ შესწავლას იმის, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს და მოსახლეობას, ეს შესწავლა არ ჩატარებულა. კომუნიკაცია სოფელთან არ მომხდარა, არის ფურცელი, კრების ოქმი, რომელსაც სამი ადამიანი აწერს ხელს და ითხოვს შემოიღობოს სოფლის სალოცავი და გაიყვანონ წყალი. ეს არის ფიქციური შეთანხმება, სამი ადამიანი არ არის მთელი სოფელი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სოფელი შქმერი და მისი მიდამოები 2008 წლის შეთანხმების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს მონაწილეობით შეყვანილია მსოფლიო ნაკრძალის ეროვნული ქსელის არეალში ფაუნის დაცვის მხრივ. რადგან აქ არის უნიკალური ფაუნა და ვალდებულება აღებულია, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ლიცენზიების გაცემა ძალიან ფართო ჩართულობის და ძირფესვიანი შესწავლის გარეშე არ შეიძლება.

მსგავსი პროცესი არეალში მხოლოდ მაშინ არის დაშვებული თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეხება. ამას კი არანაირი კავშირი არ აქვს თავდაცვის უნარიანობასთან, რადგან აქ მხოლოდ ბიზნესინტერესია. ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გაუქმდეს გაცემული ლიცენზია და დაცული იყოს ეს ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია გავა კოლოსალურ მოგებაზე და შედეგად მივიღებთ დაზიანებულ გარემოს, რომელიც აღდგენას საუკუნეები დასჭირდება, იმ დონეზე ხდება ჩასვლა და ფენების ამოტანა, მოსახლეობა იძულებული იქნება დატოვოს იქაურობა და დაიცლება ეს უნიკალური სოფელი.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია:

- 2021 წლის ივლისში, შქმრეში გაიცა მანგანუმის მოპოვებაზე ლიცენზია. "მწვანე ალტერნატივა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეკონომიკის სამინისტროში მოვითხოვთ ამ ლიცენზიების გაუქმებას, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი მონაწილეობა ადგილობრივი მოსახლეობის და ლიცენზია გაიცა ამ პრინციპის გარეშე. დავინტერესდით ვინ შეიძლება ყოფილიყო ლიცენზიის მაძიებელი. გაირკვა რომ გაცემულია შპს "ტექნოლოჯი 2021"-ზე ლიცენზია და აშკარად იკვეთება კავშირი "ჭიათურის მანგანუმის" მომპოვებელ აქტორებთანაც.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ გაილაშქრეს და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე. აღიძრა საქმე თაღლითობის მუხლით, აბსოლუტურად, კანონიერად დამტკიცებულ მიწებზე.

მოსახლეობაზე მოხდა ზეწოლა, ჩამოერთვათ მიწები. ჩვენ უშუალოდ სამართლებრივი დავა გადავწყვიტეთ მას შემდეგ რაც ჩვენი კომუნიკაცია შედგა "მწვანე ალტერნატივასთან", რომელმაც შეისწავლა ლიცენზიის პირობები და ახლა ვითხოვთ ლიცენზიების ბათილობას. გზის გაყვანამ წაახალისა და მოტივაცია მისცა ლიცენზიის მაძიებლებს, რომ ლიცენზია მოეპოვებინათ. მანგანუმია და აქაც ჭიათურის ფიგურანტები ჩანან დაინტერესებულ მხარეებს შორის.

პირველ ეტაპზე ვდაობთ მოსახლეობის ინფორმირება - მონაწილეობის პრინციპზე, ლაპარაკია იმაზე, რომ აუქციონი არ უნდა დაწყებულიყო და ლიცენზია არ გაყიდულიყო მანამ, ვიდრე ადგილობრივი მოსახლობისგან თანხმობას არ მიიღებდნენ. ხალხის დაშინებას, დაჯარიმებას და დევნას ჰქონდა ადგილი. დაშინების მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. კი ბატონო, დაცლილია რეგიონი და ძალიან მცირეა იქ მოსახლეობის რაოდენობა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ფლობდნენ კონკრეტულად ამ ტერიტორიებს, დაიმტკიცეს კანონიერად მიწები და თაღლითობის მუხლი წაუყენეს მათ და ჩამოართვეს კუთვნილი ქონება. მოსახლეობამ დაცვის უფლებითაც ვერ ისარგებლა, მათ დაენიშნათ სახაზინო ადვოკატი. ეს იყო ის პერიოდი როცა დისტანციურად უწევდათ ზუმის საშუალებით პროცესზე დასწრება და ვერ აღიქმებოდა რეალობა. ეს ადამიანები 3000 ლარით დააჯარიმეს, პირობითი მსჯავრიც დაედოთ, ქონებაც ჩამოართვეს. გამგებელზე იყო განსხვავებული 5000 ლარი ჯარიმა, არადა, მათი იყო ეს ქონება. ახლა ვცდილობთ ამ მოსახლეობის დახმარებას.

ძალიან ფართო ტერიტორიაზეა ლიცენზია გაცემული და როგორც ჭიათურაში, აქაც გადათხრება და დაბინძურდება გარემო.

- პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერთო?

- გარემოს დაცვის კომპონენტი შემოდის ლიცენზიის გაცემის შემდეგ. ამაზე ჯერ არ ვსაუბრობთ მაგრამ ესეც გახდება ერთ - ერთი სადავო საკითხი. დაწყებულია სამუშაოები მათ აქვთ შესწავლის მუშაობის შესრულების ნებართვა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, იქიდან ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ჯერ ვადები აქვთ რომ გვიპასუხონ.

ambebi.ge ასევე დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს სოფელ შქმერში ზურაბ ჯოხაძეს.

მისი თქმით, მოსახლეობა ბოლომდე იბრძოლებს თავისი უფლებების დასაცავად.

ზურაბ ჯოხაძე:

- ყველა ადგილობრივი ეწინააღმდეგება ლიცენზიის გაცემას, მაგრამ ამას მარტო ადგილობრივების პროტესტი არ ეყოფა. ყველას თანადგომა სჭირდება, რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება. 7 ნოემბერს გავმართეთ აქცია, შევხვდით შპს "ტექნოლოჯი 2021"-ის ხელმძღვანელს, ერთ-ერთ ლიცენზიანტია, სამწუხაროდ, არსებითად არაფერი შეცვლილა, ვგეგმავთ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან პროტესტს.

- ვიცით, ახალი დანიშნული ხართ ამ თანამდებობაზე, მაგრამ იქნებ გაქვთ ინფორმაცია ჰქონდათ თუ არა კანონიერად იმ ხალხს მიწები, რომლებიც თაღლითობაში ამხილეს?

- ეს მიწები ამ ხალხს წლებია აქვთ. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან აქვთ შესაბამისი საბუთებიც. კონკრეტული ადგილი იყო მათთვის მიკუთვნებული, თუმცა საკადასტრო რუკა იმ დოკუმენტს არ ახლავს. ადგილები იყო მონიშნული და შესაბამისი დოკუმენტი გაცემული, რომლის რეგისტრაცია შემდგომ საჯარო რეესტრში მოხდა. დოკუმენტში მითითებული იყო უბანი და ვისი მიწა იყო. იუსტიციამ უპრობლემოდ დაუმტკიცა მათ ეს მიწები. მაგრამ შემდგომ როცა გაჩნდა ინტერესი, რომ აქ გაცემულიყო ლიცენზია, ამ ხალხის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით დაიწყო გამოძიება. მარტო იმ ტერიტორიაზე არსებული მიწების მეპატრონეების წინააღმდეგ, სადაც მანგანუმის მოპოვება უნდათ და ლიცენზიები გაიცა. წარმოგიდგენიათ, მარტო ეს მიწები გახდა სადაო, არადა ანალოგიური წესით არის სხვა მიწებიც გაცემული. ძალიან ცოტა თუ აქვს მამაპაპისეული დოკუმენტაცია...

თუ ვინმეს შეუძლია გვერდში დგომა და დახმარება, ვთხოვთ, გვერდში დაგვიდგნენ.

P.S. მოსახლეობა ბრძოლას აპირებს და 21 ნოემბერს, 14:00 სთ -ზე, სოფელ შქმერის ცენტრში ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, მოთხოვნით: ბათილად იქნეს ცნობილი გაცემული ლიცენზიები.

P.S.S. ჩვენ ამ საკითხზე დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურსაც, რათა მოგვესმინა სამინისტროს პოზიცია, დაგვპირდნენ, რომ გაგვცემდნენ კითხვებზე პასუხს, თუმცა ჯერჯერობით მათი პოზიციის გარკვევა ვერ შევძელით. თუ სამინისტრო გადაწყვეტს, მართლაც გასცეს კითხვებს პასუხი, მზად ვართ ეს პასუხებიც გამოვაქვეყნოთ.