კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ
რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გლ­და­ნის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებს ასა­ჯა­რო­ებს, სა­დაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნონ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე არ ახორ­ცი­ე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას ფთი­ზი­ატ­რი­ა­სა და ონ­კო­ლო­გი­ა­ში.

"სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის N18 ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ნე­ბარ­თვო და მა­ღა­ლი რის­კის სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­და.

გლ­და­ნის N18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს "C“ შე­რე­უ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ფლობს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნე­ბარ­თვას და ნე­ბარ­თვის და­ნარ­თებს შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში: ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, ონ­კო­ლო­გია, ოფ­თალ­მო­ლო­გია, ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ფი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა, რე­ა­ნი­მა­ცია, ფთი­ზი­ატ­რია, ფსი­ქი­ატ­რია, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა - რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა - კლი­ნი­კუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, ბი­ო­ქი­მი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი და სე­რო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე არ ახორ­ცი­ე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას ფთი­ზი­ატ­რი­ა­სა და ონ­კო­ლო­გი­ა­ში.

N18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლებს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ენ­დოს­კო­პი­უ­რი, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, შე­ის­წავ­ლეს გლ­და­ნის N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, რო­გორც სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა, ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ნა­წი­ლი.

შეს­წავ­ლი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­აჩ­ნია 2 სა­ო­პე­რა­ციო დარ­ბა­ზი და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა ორ სა­რე­ა­ნი­მა­ციო სა­წოლ­ზე. და­წე­სე­ბუ­ლე­ბას აქვს 2 პორ­ტა­ტუ­ლი რენტგე­ნო-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი და­ნად­გა­რი. ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ლიფ­ტი მწო­ლი­ა­რე პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია უწყვე­ტი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა და ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბის დროს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მზა­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის აპა­რა­ტუ­რის ინ­სტა­ლა­ცი­ის­თვის.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 41 ექი­მი, მათ შო­რის: 3 ზო­გა­დი ქი­რურ­გი, 4 ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, 3 ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, 2 ფსი­ქი­ატ­რი, 6 ექი­მი ლა­ბო­რან­ტი, 1 სტო­მა­ტო­ლო­გი, 7 ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, 1 დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი, 1 ფთი­ზი­ატ­რი, 2 რა­დი­ო­ლო­გი, 1 კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი. მათ შო­რის ექიმ-კონ­სულ­ტან­ტე­ბი: 1 კარ­დი­ო­ლო­გი, 1 ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, 1 ოფ­თალ­მო­ლო­გი, 2 ნევ­რო­ლო­გი, 1 ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი, 1 ურო­ლო­გი, 1 ალერ­გო­ლო­გი, 1 მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, 1 ნარ­კო­ლო­გი.

ლა­ბო­რა­ტო­რია აღ­ჭურ­ვი­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­მე­ო­რე­ბი­თი მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გან­მე­ო­რე­ბით შე­ის­წავ­ლოს, და­ი­დოს შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა და აღარ იყოს კი­თხვე­ბი, წარ­მო­ად­გენს თუ არა ეს კლი­ნი­კა რო­მე­ლი­მე პა­ცი­ენ­ტის­თვის რისკს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

წაგვეყვანა ველიამინოვში ?!

wow
3

41 ექიმი თუა დასაქმებული მანდ არ წავა. 5 ექიმამდე შეამცირეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ

რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ

რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ მოთხოვნის საფუძველზე რეგულირების სააგენტოდან აცნობეს, დაწესებულება ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას ფთიზიატრიასა და ონკოლოგიაში.

"სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სანებართვო და მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვის მონიტორინგი განხორციელდა.

გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს "C“ შერეული ტიპის დაწესებულებას. ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და ნებართვის დანართებს შემდეგ მიმართულებებში: ინფექციური დაავადებების მკურნალობა, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგიული პროფილის საქმიანობა, რეანიმაცია, ფთიზიატრია, ფსიქიატრია, რადიოლოგიური საქმიანობა - რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული საქმიანობა - კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური დიაგნოსტიკა, იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

დაწესებულება ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას ფთიზიატრიასა და ონკოლოგიაში.

N18 სამკურნალო დაწესებულება ასევე ახორციელებს ამბულატორიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, სტომატოლოგიური და დერმატო-ვენეროლოგიური მიმართულებით.

სააგენტოს თანამშრომლებმა, შეისწავლეს გლდანის N18 დაწესებულების, როგორც სანებართვო პირობებთან შესაბამისობა, ასევე ინფრასტრუქტურული და სამედიცინო პერსონალის ნაწილი.

შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებას გააჩნია 2 საოპერაციო დარბაზი და რეანიმაციული განყოფილება ორ სარეანიმაციო საწოლზე. დაწესებულებას აქვს 2 პორტატული რენტგენო-დიაგნოსტიკური დანადგარი. ფუნქციონირებს ლიფტი მწოლიარე პაციენტებისათვის. უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგება და ელექტრომომარაგება. დაწესებულების შემოწმების დროს მიმდინარეობდა მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის ინსტალაციისთვის.

დაწესებულებაში დასაქმებულია 41 ექიმი, მათ შორის: 3 ზოგადი ქირურგი, 4 ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, 3 ინფექციონისტი, 2 ფსიქიატრი, 6 ექიმი ლაბორანტი, 1 სტომატოლოგი, 7 შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, 1 დერმატო-ვენეროლოგი, 1 ფთიზიატრი, 2 რადიოლოგი, 1 კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათ შორის ექიმ-კონსულტანტები: 1 კარდიოლოგი, 1 ენდოკრინოლოგი, 1 ოფთალმოლოგი, 2 ნევროლოგი, 1 ოტორინოლარინგოლოგი, 1 უროლოგი, 1 ალერგოლოგი, 1 მეან-გინეკოლოგი, 1 ნარკოლოგი.

ლაბორატორია აღჭურვილია კანონმდებლობის შესაბამისად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები განმეორებითი მონიტორინგის მიზნით, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მნიშვნელოვანია აღნიშნულ დაწესებულება რეგულირების სააგენტომ განმეორებით შეისწავლოს, დაიდოს შესაბამისი დასკვნა და აღარ იყოს კითხვები, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.