სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ, არ გინდაო. რას ქვია, არ მინდა ... ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი, ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო" - რა ისტორიას იხსენებს ანა მიქაძე - ჩიკვაიძე
"შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ, არ გინდაო. რას ქვია, არ მინდა ... ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი, ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო" - რა ისტორიას იხსენებს ანა მიქაძე - ჩიკვაიძე

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა გილ­დი­ის თავ­მჯდო­მა­რე ანა მი­ქა­ძე - ჩიკ­ვა­ი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ჩემს მშობ­ლებს წი­თე­ლა ბა­ტო­ნებ­მა ორი შვი­ლი მო­უკ­ლა - 5 წლის მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ქე­რა­კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნი გო­გო­ნა და ერთი წლის ზაზა...

გო­გო­ნა ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ქუ­ჩა­ში აჩე­რებ­დნენ დე­და­ჩემს და ბავ­შვს ხე­ლით ეხე­ბოდ­ნენ - ნამ­დვი­ლი თუაო..

მის სიკ­ვდილს პა­ტა­რა მეგ­რულ ქა­ლაქ­ში ლე­გენ­დე­ბი მოყ­ვა. დე­დამ თმე­ბი გა­ი­შა­ლა და საფ­ლა­ვამ­დე სიმ­ღე­რით გა­ა­ცი­ლა შვი­ლი.

ეს ამ­ბა­ვი ასე არ დამ­თავ­რდა. დედა თა­ვად იყო ულა­მა­ზე­სი ქალი და მისი ეს სიმ­ღე­რა - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და, თავ­ზარ­დამ­ცე­მი იყო პრო­ცე­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ხალ­ხის­თვის.

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ დე­და­ჩემს, თა­ვი­სი რძა­ლი, ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი დე­დუა დახ­ვდა, მა­ნაც წინა კვი­რას გა­ას­ვე­ნა წი­თე­ლა­თი გარ­დაც­ვლი­ლი ამ ხნის­ვე გო­გო­ნა. მგლო­ვი­ა­რე დე­დებ­მა გა­შა­ლეს ბავ­შვე­ბის სა­მო­სე­ბი და მათი მოთ­ქმა გულს უკ­ლავ­და პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რე­ბელს. მოთ­ქმი­სას ხან ერთ ბავ­შვს უხ­მობ­და დედა, ხან ჩემი დე­დუა თა­ვის გო­გოს. ამ ამ­ბის მოწ­მეა ის პა­ტა­რა ქა­ლა­ქი და ცხა­დია, დიდ­ხანს და­ა­მახ­სოვ­რდა.

ერთ დი­ლას, ამ ორ ხმა­ში მო­ტი­რალ­მა დე­დებ­მა კე­დელ­ზე მრგვა­ლი ჩრდი­ლე­ბი შე­ამ­ჩნი­ეს და და­ი­წყო მის­ტი­უ­რი ის­ტო­რია. ორი­ვემ შე­თან­ხმე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ეს და­ლი­კო და ჩი­ნა­რა იყ­ვნენ. ამ­ბა­ვი ისე გან­ვი­თარ­და. დად­გა უზარ­მა­ზა­რი რიგი.. და ამ დე­დე­ბის სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბელ დი­ა­ლოგს შვი­ლებ­თან, რო­გორც კი­ნოს ისე უყუ­რებ­და ხალ­ხი. რი­გე­ბი იყო გრძე­ლი­ა­ფა­მი­ა­ნე­ბი სვამ­დნენ კი­თხვებს და ჩრდი­ლე­ბის ენა იყო ცეკ­ვა. მო­იყ­ვა­ნეს მღვდე­ლი, შეშ­ფოთ­და რა­ი­კო­მი პარ­ტკო­მი და დო­ზა­ნა და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ეს იყო მზის ეფექ­ტი, ცვლიდ­ნენ ფარ­დებს, და­რა­ბებს, ეს ორი ბურ­თი კი არ ქრე­ბო­და.. .ბო­ლოს რა­ღაც დროს... უკვე სა­ნა­ხა­ო­ბად გა­დაგ­ცე­ულ­მა ის­ტე­რი­ამ პიკს მი­აღ­წია და ჩემი დე­დი­კო და დე­დუა ისე და­ი­ღალ­ნენ და გა­მო­ი­ფიტ­ნენ, "ბავ­შვე­ბი"გაქ­რნენ...

ამ ამ­ბი­დან 18 წლის მერე გავჩნდი მე და და­ვი­ბა­დე ისე მის­ტი­უ­რად, ეს ცალ­კე მო­სა­ყო­ლია.. ბე­ბი­ა­ქალ­მა ჩუ­მად გა­უმ­ხი­ლა დე­დას, შვილმკვდა­რი დედა ხარ და შენს ახალ­შო­ბილს აც­რას უკე­თე­ბენ და იქ­ნებ, არ გინ­დაო.., რას ქვია, არ მინ­და - ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კე­თეთ რაც ეკუთ­ვნის, ნეტა მა­შინ ყო­ფი­ლი­ყო ეს და­ლოც­ვი­ლი, ახლა 18 წლის გოგო მე­ყო­ლე­ბო­დაო.

ხოდა მა­ზის ის ყვა­ვი­ლი ბე ცე ჟე. მე და მთელ თა­ო­ბას. წი­თე­ლას აგ­რე­სი­აც თან­და­თან ჩა­ცხრა. რა­ტომ მოვ­ყე­ვი, ახ­სნა არ მომ­თხო­ვოთ..." - წერს ანა მი­ქა­ძე - ჩიკ­ვა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ирма
10

Им вирусс ам вирустан,им ацрас ам ацрастан ну аигиавебт,им ацрам гадаарчина да ес ацра ки аранаир пасухисгеблобас ар идзлева..ахландели вирусит жандацва гамдидрда,екимеби мквлелеби гахда,саавалмкопоши мохведрит гавцелопанши шехвеули модихар...шеешвит пропагандас,ес небакоплобитиа,гинда ?аицери вин гишлис,,,шеешвит бавшввебс!!!!!

ედიტა
11

წავიკითხე მაგრამ ვერ ჩავწვდი რის თქმას აპირებს ეს ქალი,იმისა რომ აცრა აუცილებელია?კარგით მაგრამ ის სიმღერა და მისტიური ლანდები რაღა იყო,მოკლედ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ, არ გინდაო. რას ქვია, არ მინდა ... ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი, ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო" - რა ისტორიას იხსენებს ანა მიქაძე - ჩიკვაიძე

"შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ, არ გინდაო. რას ქვია, არ მინდა ... ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი, ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო" - რა ისტორიას იხსენებს ანა მიქაძე - ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე - ჩიკვაიძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს.

"ჩემს მშობლებს წითელა ბატონებმა ორი შვილი მოუკლა - 5 წლის მწვანეთვალება ქერაკულულებიანი გოგონა და ერთი წლის ზაზა...

გოგონა ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში აჩერებდნენ დედაჩემს და ბავშვს ხელით ეხებოდნენ - ნამდვილი თუაო..

მის სიკვდილს პატარა მეგრულ ქალაქში ლეგენდები მოყვა. დედამ თმები გაიშალა და საფლავამდე სიმღერით გააცილა შვილი.

ეს ამბავი ასე არ დამთავრდა. დედა თავად იყო ულამაზესი ქალი და მისი ეს სიმღერა - არაჩვეულებრივად მღეროდა, თავზარდამცემი იყო პროცესიაში მონაწილე ხალხისთვის.

სახლში დაბრუნებულ დედაჩემს, თავისი რძალი, ჩემი უსაყვარლესი დედუა დახვდა, მანაც წინა კვირას გაასვენა წითელათი გარდაცვლილი ამ ხნისვე გოგონა. მგლოვიარე დედებმა გაშალეს ბავშვების სამოსები და მათი მოთქმა გულს უკლავდა პატარა ქალაქის მაცხოვრებელს. მოთქმისას ხან ერთ ბავშვს უხმობდა დედა, ხან ჩემი დედუა თავის გოგოს. ამ ამბის მოწმეა ის პატარა ქალაქი და ცხადია, დიდხანს დაამახსოვრდა.

ერთ დილას, ამ ორ ხმაში მოტირალმა დედებმა კედელზე მრგვალი ჩრდილები შეამჩნიეს და დაიწყო მისტიური ისტორია. ორივემ შეთანხმებულად ჩათვალა, რომ ეს დალიკო და ჩინარა იყვნენ. ამბავი ისე განვითარდა. დადგა უზარმაზარი რიგი.. და ამ დედების სრულიად გამაოგნებელ დიალოგს შვილებთან, როგორც კინოს ისე უყურებდა ხალხი. რიგები იყო გრძელიაფამიანები სვამდნენ კითხვებს და ჩრდილების ენა იყო ცეკვა. მოიყვანეს მღვდელი, შეშფოთდა რაიკომი პარტკომი და დოზანა და ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მზის ეფექტი, ცვლიდნენ ფარდებს, დარაბებს, ეს ორი ბურთი კი არ ქრებოდა.. .ბოლოს რაღაც დროს... უკვე სანახაობად გადაგცეულმა ისტერიამ პიკს მიაღწია და ჩემი დედიკო და დედუა ისე დაიღალნენ და გამოიფიტნენ, "ბავშვები"გაქრნენ...

ამ ამბიდან 18 წლის მერე გავჩნდი მე და დავიბადე ისე მისტიურად, ეს ცალკე მოსაყოლია.. ბებიაქალმა ჩუმად გაუმხილა დედას, შვილმკვდარი დედა ხარ და შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ, არ გინდაო.., რას ქვია, არ მინდა - ყველაფერი გაუკეთეთ რაც ეკუთვნის, ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი, ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო.

ხოდა მაზის ის ყვავილი ბე ცე ჟე. მე და მთელ თაობას. წითელას აგრესიაც თანდათან ჩაცხრა. რატომ მოვყევი, ახსნა არ მომთხოვოთ..." - წერს ანა მიქაძე - ჩიკვაიძე.