საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორი
"ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორი

"სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის მა­რა­გის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო პა­რა­მეტ­რებ­თა­ნაა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და მთლი­ა­ნად ფქვი­ლის იმ­პორტზე გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბას შე­ე­ხე­ბა.

რო­გორც სი­ლა­გა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე წის­ქვილ­კომ­ბი­ნატ­მა უკვე და­ი­წყო ფქვი­ლის შე­მო­ტა­ნა ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე და "ეს სა­ყუ­რა­დღე­ბო სი­ტუ­ა­ცი­აა“.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რია, რომ იყოს რო­გორც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ფქვი­ლი, თუმ­ცა "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ შო­რის თა­ნა­ფარ­დო­ბა იყოს და­ცუ­ლი.

"მა­რა­გე­ბის მხრივ დღეს კა­ტას­ტრო­ფა არ გვაქვს, მაგ­რამ გვაქვს სა­ყუ­რა­დღე­ბო პა­რა­მეტ­რებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ვი­ღოთ, საით წა­ვი­დეთ. რამ­დე­ნი­მე წის­ქვილ­კომ­ბი­ნატ­მა უკვე და­ი­წყო ფქვი­ლის შე­მო­ტა­ნა ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე - გა­და­ვი­და იმ­პორტზე. ეს არის ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო სი­ტუ­ა­ცია. მთავ­რო­ბის ყვე­ლა შტო საქ­მის კურ­სშია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვე­ლო­დე­ბით, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, უნდა შე­მუ­შავ­დეს მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. "იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ფქვი­ლი ამ დრო­ის­თვის ია­ფია, თუმ­ცა გრძელ ვა­და­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის დროს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად და მყი­სი­ე­რად ურტყამს ფქვი­ლის და პუ­რის ფასს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ლან­სი ისაა, რომ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყოს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მი­სა­ღე­ბია - ეს არის გარ­კვე­უ­ლი სა­ტა­რი­ფო კვო­ტე­ბი და იმ რა­ო­დე­ნო­ბის ფქვი­ლის ლი­ცენ­ზი­რე­ბის გა­ყიდ­ვა, რო­მე­ლიც სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბას არ და­ა­ზი­ა­ნებს“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ .

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წიქ­ვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე არი­ან - გა­და­ა­მუ­შა­ვონ ხორ­ბა­ლი, თუ ფქვი­ლის იმ­პორტზე გა­და­ერ­თონ.

"ჩვენ არ ვართ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ფქვი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი, სწო­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ სხვა­ო­ბა შე­მო­სულ 1 ტონა ფქვილ­სა და 1 ტონა ხორ­ბალს შო­რის 70 დო­ლა­რია, რაც მზარ­დია. ჯერ კი­დევ სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში მცუ­რა­ვი ბაჟი 25 დო­ლა­რი იყო, ახლა 70 დო­ლა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა ისაა, რომ მა­რა­გე­ბის თე­მა­ში გა­დავ­დი­ვართ. დღეს წის­ქვი­ლე­ბი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე არი­ან, რა გა­ა­კე­თონ - გა­და­მა­მუ­შა­ვონ ხორ­ბა­ლი, ანუ ხორ­ბა­ლი შე­მო­ი­ტა­ნონ, რაც წამ­გე­ბი­ან­ში გა­და­დის, თუ გა­და­ერ­თონ ფქვი­ლის იმ­პორტზე. ის თან­ხა, რო­მე­ლიც დღეს ხორ­ბლის შე­სას­ყი­დად გა­დის, მი­მარ­თუ­ლი იყოს ფქვი­ლის შე­სას­ყი­დად, შე­სა­ბა­მი­სად, წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი გახ­დე­ბი­ან არა ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვის შემ­ქმნე­ლე­ბი, არა­მედ ფქვი­ლის იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი. ეს ქვე­ყა­ნა­ში მა­რა­გე­ბის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს, სტრა­ტე­გი­უ­ლი მა­რა­გე­ბის, რაც სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბას­თა­ნაა მიბ­მუ­ლი. მე­ო­რე მხრივ, ეს არის თემა, მთლი­ა­ნად ფქვი­ლის იმ­პორტზე გა­დავ­დი­ვართ - ფქვი­ლი შე­მო­დის და პირ­და­პირ პუ­რის ქარ­ხა­ნა­ში შე­დის. რო­დე­საც ბა­ზარ­ზე კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი ხდე­ბა, უცებ იზ­რდე­ბა პუ­რის ფასი და ხორ­ბლის მა­რა­გე­ბის კრი­ტი­კულ ნიშ­ნულ­ზე არ­სე­ბო­ბის გამო არ გვაქვს სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნი­ლი ფა­სით ფქვი­ლის ფა­სის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს არის არა ერთი ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა, არა­მედ ქვეყ­ნის სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

ასოციაციები დეპარტამენტები სამინისტროები რით არიან დაკავებულები ხორბალი რამდენი დაითესა რამდენი შეიძლებოდა კიდევ დათესილიყო და რამდენი მოიყვანეთ ეს გვიტხარი შესყიდვებში რომ ფული ტყდება და პროდუქტი ძვირდება ეს ვიცით

კლკ
3

რაც მთავარია არჩევნები ჩამთავრდა! პური თუ გაძვირდება მერე რა, რა დროს პურია! "ბრძენი" ერი ყველაფერს აიტანს!

ავტორი:

"ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორი

"ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორი

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული და მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადასვლის შემთხვევაში საქმე სასურსათო უსაფრთხოებას შეეხება.

როგორც სილაგავამ განაცხადა, რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე და "ეს საყურადღებო სიტუაციაა“.

მისივე თქმით, სწორია, რომ იყოს როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების ფქვილი, თუმცა "მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის თანაფარდობა იყოს დაცული.

"მარაგების მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყურადღებო პარამეტრებთან მიახლოებული. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით წავიდეთ. რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე - გადავიდა იმპორტზე. ეს არის ძალიან საყურადღებო სიტუაცია. მთავრობის ყველა შტო საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისი განცხადებით, უნდა შემუშავდეს მსოფლიოში მიღებული მექანიზმები. "იმპორტირებული ფქვილი ამ დროისთვის იაფია, თუმცა გრძელ ვადაში გარკვეული პრობლემების შექმნის დროს უფრო სერიოზულად და მყისიერად ურტყამს ფქვილის და პურის ფასს. აქედან გამომდინარე, ბალანსი ისაა, რომ შემუშავებული იყოს მექანიზმები, რომელიც მსოფლიოში მისაღებია - ეს არის გარკვეული სატარიფო კვოტები და იმ რაოდენობის ფქვილის ლიცენზირების გაყიდვა, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებას არ დააზიანებს“,- განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ "მთავარში“ .

მისივე განცხადებით, წიქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან - გადაამუშავონ ხორბალი, თუ ფქვილის იმპორტზე გადაერთონ.

"ჩვენ არ ვართ იმპორტირებული ფქვილის წინააღმდეგი, სწორი კონკურენციის პირობებში, მაგრამ სხვაობა შემოსულ 1 ტონა ფქვილსა და 1 ტონა ხორბალს შორის 70 დოლარია, რაც მზარდია. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში მცურავი ბაჟი 25 დოლარი იყო, ახლა 70 დოლარია, შესაბამისად, ყველაზე რთული გამოწვევა ისაა, რომ მარაგების თემაში გადავდივართ. დღეს წისქვილები არჩევანის წინაშე არიან, რა გააკეთონ - გადამამუშავონ ხორბალი, ანუ ხორბალი შემოიტანონ, რაც წამგებიანში გადადის, თუ გადაერთონ ფქვილის იმპორტზე. ის თანხა, რომელიც დღეს ხორბლის შესასყიდად გადის, მიმართული იყოს ფქვილის შესასყიდად, შესაბამისად, წისქვილკომბინატები გახდებიან არა ღირებულებათა ჯაჭვის შემქმნელები, არამედ ფქვილის იმპორტიორები. ეს ქვეყანაში მარაგების შემცირებას იწვევს, სტრატეგიული მარაგების, რაც სასურსათო უსაფრთხოებასთანაა მიბმული. მეორე მხრივ, ეს არის თემა, მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადავდივართ - ფქვილი შემოდის და პირდაპირ პურის ქარხანაში შედის. როდესაც ბაზარზე კატაკლიზმები ხდება, უცებ იზრდება პურის ფასი და ხორბლის მარაგების კრიტიკულ ნიშნულზე არსებობის გამო არ გვაქვს საშუალო შეწონილი ფასით ფქვილის ფასის რეგულირების შესაძლებლობა. ეს არის არა ერთი ბიზნესის მიმართულება, არამედ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.