საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კუჭავას მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა... თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე" - ელენე ხოშტარია
"კახა კუჭავას მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა... თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე" - ელენე ხოშტარია

"რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, თუ რე­ა­გი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, ამ პრო­ტეს­ტის გამ­წვა­ვე­ბა­ზე," - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "დრო­ას" ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თა­ვად კარ­გად არის, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, ის ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა, ამი­ტომ მას ნა­ფიქ­რი აქვს იმ ფორ­მებ­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს მისი პრო­ტეს­ტი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" მო­ლო­დი­ნი, რომ ისი­ნი ან ზი­ზღის კამ­პა­ნი­ას შეც­ვლი­ან ან კა­ნო­ნის პა­ტი­ვის­ცე­მას და­ი­წყე­ბენ, არა­ვის აქვს, ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, თუ რე­ა­გი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, ამ პრო­ტეს­ტის გამ­წვა­ვე­ბა­ზე. რა იქ­ნე­ბა მერე გე­ტყვით, მაგ­რამ არის ფორ­მე­ბი, რო­მელ­ზეც ნა­ფიქ­რი მაქვს და კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა. ეს არ არის თა­მა­ში, ხუმ­რო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ო­რო­ბა, ეს ეხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სი­ცო­ცხლეს. მე გუ­შინ ღამე გვი­ა­ნო­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის ექი­მებ­თან მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და სი­ტუ­ა­ცია მძიმ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­დღი­უ­რად, რო­გორ რის­კა­ვენ, წარ­მო­უდ­გე­ბი­ლია, ამი­ტომ რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ ვი­ფიქ­რებ, პრო­ტეს­ტის გამ­წვა­ვე­ბა­ზე,"- გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

დღეს, ელე­ნე ხოშ­ტა­რია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვამ მო­ი­ნა­ხუ­ლა. კუ­ჭა­ვას თქმით, პარ­ტია "დრო­ას“ ლი­დე­რის ელე­ნე ხოშ­ტა­რია მო­ნა­ხუ­ლე­ბის მი­ზა­ნი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­გე­ბა და იმით და­ინ­ტე­რე­სე­ბა იყო, აქვს თუ არა მას ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც კუ­ჭა­ვამ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობს ექი­მი, რომ­ლის­თვის მი­მარ­თვა ხოშ­ტა­რი­ას ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლე­ბა და თა­ვად ის, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ასე­ვე იქ­ნე­ბა კავ­შირ­ზე.

"ეს კარ­გი მა­გა­ლი­თია იმის, რომ ყვე­ლა­ზე დიდ და­პი­რის­პი­რე­ბა­შიც კი, გან­სხვა­ვე­ბით სხვე­ბის­გან, ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი,"- გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "დრო­ას" ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას თქმით, უმწვა­ვე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ისევ რჩე­ბა და მისი გა­დაჭ­რის გზებ­ზე მათ არ უსა­უბ­რი­ათ.

"კახა კუ­ჭა­ვას, რა თქმა უნდა, გა­ვა­ცა­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, თუმ­ცა, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მოს­ვლის იყო ადა­მი­ა­ნუ­რად მო­კი­თხვა და შევ­თან­ხმდით, რომ არა­ნა­ი­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რი არ იქ­ნე­ბა. ალ­ბათ ეს მა­ინც კარ­გი მა­გა­ლი­თია იმის, რომ ყვე­ლა­ზე დიდ და­პი­რის­პი­რე­ბა­შიც კი, გან­სხვა­ვე­ბით სხვე­ბის­გან, ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი უმწვა­ვე­სი კრი­ზი­სი რჩე­ბა, ამ თე­მის გა­დაჭ­რა­ზე და გა­მო­სა­ვალ­ზე სა­უ­ბა­რი ჩვენ არ გვქონ­და, პა­სუ­ხე­ბიც არ იყო, მაგ­რამ ეს იყო ადა­მი­ა­ნუ­რად მო­ნა­ხუ­ლე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უფშვიტინე ქალები
13

როგორ დაღალე მთელი საქართველო შე არაქალო

ქეთი
6

დარწმუნებული ვარ არაყი ექნება დამალული და იმას წრუპავს

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"კახა კუჭავას მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა... თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე" - ელენე ხოშტარია

"კახა კუჭავას მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა... თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე" - ელენე ხოშტარია

"რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავად კარგად არის, რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ის ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ მას ნაფიქრი აქვს იმ ფორმებზე, თუ როგორ შეიძლება გამწვავდეს მისი პროტესტი.

"ქართული ოცნებისგან" მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ რისკავენ, წარმოუდგებილია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ, პროტესტის გამწვავებაზე,"- განაცხადა ხოშტარიამ.

დღეს, ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მოინახულა. კუჭავას თქმით, პარტია "დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარია მონახულების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება და იმით დაინტერესება იყო, აქვს თუ არა მას ყველანაირი პირობა. ამასთანავე, როგორც კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტში მუშაობს ექიმი, რომლისთვის მიმართვა ხოშტარიას ნებისმიერ დროს შეეძლება და თავად ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იქნება კავშირზე.

"ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი,"- განაცხადა ჟურნალისტებთან "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი ისევ რჩება და მისი გადაჭრის გზებზე მათ არ უსაუბრიათ.

"კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება,"- განაცხადა ხოშტარიამ.