Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩი" მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვს
"გირჩი" მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვს

პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი "გირ­ჩი" მცე­ნა­რე კა­ნა­ფის და მა­რი­ხუ­ა­ნას უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა, გა­სა­ღე­ბა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბას და კო­დექ­სი­დან შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლის ამო­ღე­ბას ითხოვს.

"გირჩმა" პარ­ლა­მენტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მცე­ნა­რე კა­ნა­ფის და მისი პრო­დუქ­ტე­ბის ბრუნ­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, "გირ­ჩის" კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ასე­თი ქმე­დე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა.

"კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბა 2018 წლი­დან ლე­გა­ლუ­რია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ცით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა მა­ინც გრძელ­დე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იხ­დის სას­ჯელს მა­რი­ხუ­ნა­სა და მისი პრო­დუქ­ტე­ბის ფლო­ბას­თან ან მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ 311 ადა­მი­ა­ნი არის პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი, ხოლო 84 ადა­მი­ა­ნი სას­ჯელს იხ­დის კა­ნა­ფის და მისი პრო­დუქ­ტე­ბის ფლო­ბა­ზე, ქო­ნა­ზე ან მოხ­მა­რე­ბა­ზე. კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა-კულ­ტი­ვი­რე­ბა­ზე ცი­ხე­ში 33 ადა­მი­ა­ნი ზის, კა­ნა­ფის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ზე - 32 ადა­მი­ა­ნი, ფლო­ბა­ზე - 7 ადა­მი­ა­ნი, კა­ნა­ფის ფის­ზე- 2 ადა­მი­ა­ნი, 4 ადა­მი­ა­ნი გა­სა­ღე­ბა­ზე და 6 ადა­მი­ა­ნი გა­და­ზიდ­ვა­ზე. ეს მო­ნა­ცე­მე­ბია პრო­დუქტზე, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია. კა­ნონპ­რო­ექ­ტით, სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­დან სა­ერ­თოდ ამო­დის მცე­ნა­რე მა­რი­ხუ­ა­ნას­თან და კა­ნაფ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ეს ქმე­დე­ბა ისევ რჩე­ბა სა­მარ­თლით და­ცულ სფე­რო­ში, მაგ­რამ პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნა­ფის გამო არც ახლა იჯ­დე­ბა ვინ­მე ცი­ხე­ში და არც შემ­დეგ. გვინ­და, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგათ და შე­ვუ­თან­ხმდეთ ერ­თმა­ნეთს იმა­ში, რომ კა­ნა­ფის და მისი პრო­დუქ­ტე­ბის გამო ერ­თმა­ნეთს არ ვი­ჭერთ. ის, თუ რო­გორ უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სფე­რო­ში, ამა­ზე ერ­თად მსჯე­ლო­ბა შეგ­ვიძ­ლია, მმარ­თველ პარ­ტი­ას და ოპო­ზი­ცი­ას.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2018 წელს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კა­ნა­ფი თა­ვი­სი რე­გუ­ლი­რე­ბით გუ­თა­ნაბრდა ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­გო­რიც არის ალ­კოჰო­ლი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს. რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი პრო­დუქ­ტე­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს არ ვი­ჭერთ, ზუს­ტად ასე იყოს. ამ თე­მას და­ჭე­რის შიში მო­ვა­შო­როთ და უკე­თეს რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levani
0

ოცნების ნარატივია!!!! 

/
0

აა ბატონო პირველი საკიტხი რაც ხალხს აწუხებდა დასვა ამ ქლიავმა და თუ გაიტანს ხალხიც ამოისუნთქავს. შიმშილობის საკითხი მოგვარებულია.

ავტორი:

"გირჩი" მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვს

"გირჩი" მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვს

პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა- შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას და კოდექსიდან შესაბამისი მუხლის ამოღებას ითხოვს.

"გირჩმა" პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, მცენარე კანაფის და მისი პროდუქტების ბრუნვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. შესაბამისად, "გირჩის" კანონპროექტის მიხედვით, ასეთი ქმედების დეკრიმინალიზაცია ხდება.

"კანაფის მოხმარება 2018 წლიდან ლეგალურია. ამის მიუხედავად, ვიცით, რომ ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს მარიხუნასა და მისი პროდუქტების ფლობასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი, რომ 311 ადამიანი არის პრობაციონერი, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების ფლობაზე, ქონაზე ან მოხმარებაზე. კანაფის მოყვანა-კულტივირებაზე ციხეში 33 ადამიანი ზის, კანაფის შეძენა-შენახვაზე - 32 ადამიანი, ფლობაზე - 7 ადამიანი, კანაფის ფისზე- 2 ადამიანი, 4 ადამიანი გასაღებაზე და 6 ადამიანი გადაზიდვაზე. ეს მონაცემებია პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ლეგალიზებულია. კანონპროექტით, სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებული ურთიერთობები. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხი იქნება. კანონპროექტით, ეს ქმედება ისევ რჩება სამართლით დაცულ სფეროში, მაგრამ პროექტის მიღების შემთხვევაში, კანაფის გამო არც ახლა იჯდება ვინმე ციხეში და არც შემდეგ. გვინდა, პირველი ნაბიჯი გადავდგათ და შევუთანხმდეთ ერთმანეთს იმაში, რომ კანაფის და მისი პროდუქტების გამო ერთმანეთს არ ვიჭერთ. ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ადმინისტრაციულ სფეროში, ამაზე ერთად მსჯელობა შეგვიძლია, მმართველ პარტიას და ოპოზიციას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, კანაფი თავისი რეგულირებით გუთანაბრდა ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის ალკოჰოლი, რომელიც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საჭიროებს. როგორც დანარჩენი პროდუქტების გამო ადამიანებს არ ვიჭერთ, ზუსტად ასე იყოს. ამ თემას დაჭერის შიში მოვაშოროთ და უკეთეს რეგულაციაზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.