"არა, მე ორსულად არ ვარ", - განაცხდა ანჯელინა ჯოლიმ Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ცოტა ხნის წინ გავცელდა ხმები, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დიდ ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატებოდა.
ჯოლიმ აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს მომავალში მათ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატოს. "ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ გვსურს, დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ყველასთვის სათანადო დროის დათმობას შევძლებთ", - განაცხადა ჯოლიმ, - "ისინი ჯერ პატარები არიან და დღის განმავლობაში ერთად თამაშობენ, მაგრამ ღამით თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე დაძინება სჭირდება, როგორც მე მაძინებდა დედა ბავშვობაში. იმდენად დიდი ოჯახი არ გვინდა გვქონდეს, რომ დროის არქონის გამო ბავშვების კარგად აღზრდა ვერ შევძლოთ".
ინტერვიუში ჯოლიმ ღიად ისაუბრა თავისი ექვსი შვილის, მათი ინდივიდუალური თვისებების შესახებ. "მედი ნამდვილი ინტელექტუალია, ის ძალიან კარგად სწავლობს სკოლაში, განსაკუთრებით ისტორია უყვარს. სურს, რომ მწერალი გახდეს, ან მოგზაური და სხვადასხვა ქვეყნების შესახებ მრავალი რამ შეიტყოს. მსახიობის თმით, მისი ქალიშვილი ზაჰარა ძალიან ელეგანტური და კარგი მოსაუბრეა, მას ძალიან უცნაური ხმა აქვს.
ჯოლის პირველი ბიოლოგიური შვილი 4 წლის შაილო, მსახიობის თქმით, "ისტერიულად სასაცილო და ერთ-ერთი ყველაზე ჩერჩეტი ბავშვია, ვინც კი ოდესმე გინახავთ". ჯოლიმ აღიარა, რომ თავის ბავშვობას ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი შვილი აგონებს.
როგორც ანჯელინა ყვება, შაილოს მსგავსად ბავშვობაში მასაც უცნაური კოსტიუმების ჩაცმა და ხტუნვა-თამაში უყვარდა. "თუმცა ზოგჯერ მე უფრო ჩაკეტილი და გულჩათხრობილი ვიყავი", - ამბობს ის.
ვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ ღელავს თავისი ანცი გოგონას ჩაცმის სტილის გამო. "შაილო სულ ბიჭივით ჩაცმული დადის, მას ბიჭების სპორტული ტანისამოსი მოსწონს და სურს კიდეც რომ ბიჭი იყოს. ამის გამო ჩვენ მისთვის თმის მოკლედ შეჭრა მოგვიხდა".
ბრეტ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ტყუპი - 2 თვის კნოქსი და ვივი, მსახიობის თქმით, "კლასიკური ბიჭი და გოგონა არიან". მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოიდები გამუდმებით სხვადასხვა სახის ჭორებს ავრცელებენ, ანჯელინა სიმშვიდეს ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ "პიტი და ის ქორწინების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობენ.
ვფიქრობ, ბავშვები უკვე დიდი პასუხისმგებლობაა, შესაძლოა, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე - ქორწინება. ბოლოს ჟურნალისტმა ვარსკვლავს ბრედ პიტის ახალი იმიჯის შესახებაც ჰკითხა. "რაც შეეხება ბრედის უშნო რუხ წვერს, მე ის ისეთი მიყვარს, როგორიც არის".
მომზადებულია omg.yahoo.com-ის მიხედვით.