მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა
საქართველოში, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2021 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი 6.4%-ს შე­ად­გენს.

ამას­თან, რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რის­კის ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის მუ­შაკ­თა 72% სტა­ცი­ო­ნა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ცხე­ლე­ბის, კო­ვიდ ან ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის და სტა­ცი­ო­ნა­რე­ბის მიმ­ღე­ბის, ინ­ტენ­სი­უ­რის და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ამას­თან, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბის წილი მთლი­ა­ნი ჯან­დაც­ვის პერ­სო­ნა­ლის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის 39.9%-ს შე­ად­გენს. ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წილი და­ფიქ­სირ­და თბი­ლი­სის, იმე­რე­თის და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ტა­ლო­ბას, რო­გორც ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის მუ­შაკ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იყო 117, რაც 0.3%-ს შე­ად­გენს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის 40.2% იყო კაცი, 59.8% ქალი. 30-დან 70 წლამ­დე ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი გარ­დაც­ვლილ­თა 68.4%-ს შე­ად­გენ­და.

რის­კის ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლის 52.1% სტა­ცი­ო­ნა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ან ცხე­ლე­ბის, კო­ვიდ ან ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის და ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნა­რის მიმ­ღე­ბის, ინ­ტენ­სი­უ­რის და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

ნ.მ.
0

ექიმების ლანძღვას უნდება ჩვენი საზოგადოება, მადლიერების გრძნობა უცხოა , რამდენმა გაიღო საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად! იქნებ ახლა მე დამესიოთ, ექიმებს რომ ვიცავ. ასე თუ გავაგრძელეთ, მოგვიწევს ისევ მკითხავებთან და ექიმბაშებთან სიარული, იმათ არავინ ლანძღავს და ფულსაც უხდიან. ექიმობას კი არავინ აღარ ისურვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა

საქართველოში, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 6.4%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და სტაციონარების მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია. ამასთან, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკების წილი მთლიანი ჯანდაცვის პერსონალის ჯამური რაოდენობის 39.9%-ს შეადგენს. ასევე აღნიშნულია, რომ ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში.

რაც შეეხება ლეტალობას, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით განპირობებული ჯანდაცვის მუშაკთა სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობა იყო 117, რაც 0.3%-ს შეადგენს სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან. გარდაცვლილთა შორის 40.2% იყო კაცი, 59.8% ქალი. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 68.4%-ს შეადგენდა.

რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 52.1% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო.