სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექვთიმე თაყაიშვილს მისი უფროსი ძმა საზოგადოებაში არ აჩენდა და ცუდათ ექცეოდა" - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნიკოკია თაყაიშვილზე
"ექვთიმე თაყაიშვილს მისი უფროსი ძმა საზოგადოებაში არ აჩენდა და ცუდათ ექცეოდა" - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნიკოკია თაყაიშვილზე

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლის ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი შავ­რაზ­მე­ლი ძმა ნი­კო­კია თა­ყა­იშ­ვი­ლი ცუ­დად ექ­ცე­ო­და პა­ტა­რა ძმას - ექ­ვთი­მეს, სცხვე­ნო­და მისი კოჭ­ლი ძმის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნის. თუმ­ცა ექ­ვთი­მე უფ­როს ძმა­ზე აუგს არ­სად ამ­ბობს, არ­ცერ­თი ჩა­ნა­წერ­ში. კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, მკვლე­ვა­რი ირაკ­ლი მა­ხა­რა­ძე ნი­კო­კია თა­ყა­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს:

- რო­გორც ვი­ცით, ექ­ვთი­მეს ორი ძმა ჰყავ­და, ორი­ვე სამ­ხედ­რო... ერთი გახ­ლდათ - ნი­კო­კია თა­ყა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ქე­ი­ფი და დროს­ტა­რე­ბა. იგი სამ­წუ­ხა­როდ ცუ­დად ექ­ცე­ო­და უმ­ცროს ძმას, ექ­ვთი­მეს... თა­ვად ექ­ვთი­მე წერს მო­გო­ნე­ბებ­ში, ერთხელ თურ­მე სა­დღაც მი­დი­ოდ­ნენ და ზამ­თრის ცივ ამინ­დში, ში­ლი­ფად შე­მო­სი­ლი ექ­ვთი­მე ხუ­ხუ­ლა­ში და­ტო­ვა მწყემსთან, თა­ვად კი სა­ქე­ი­ფოდ გა­ე­მარ­თა. პა­ტა­რა ექ­ვთი­მემ მთე­ლი ღამე იმ ხუ­ხუ­ლა­ში გა­ა­ტა­რა და მერე მო­გო­ნე­ბებ­ში წერ­და, არ ვიცი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას რო­გორ გა­და­ვურ­ჩი, ღმერ­თმა იცი­სო... ექ­ვთი­მეს ხუ­ხუ­ლა­ში და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ სცხვე­ნო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის კოჭ­ლი ძმა გა­მო­ე­ჩი­ნა.. შემ­დეგ სწო­რედ ამ კოჭლ­მა ძმამ შეძ­ლო ის, რაც - მხო­ლოდ თითო-ორო­ლა ქარ­თველ­მა.

ის უკვე ყვე­ლამ ვი­ცით, რომ პა­ტა­რა ექ­ვთი­მემ ფეხი მო­ი­ტე­ხა, კოჭ­ლი დარ­ჩა და სწო­რედ ამის გამო იკა­ვებ­და მე­უღ­ლის - ნინო პოლ­ტო­რაც­კა­ი­ას ოჯა­ხი თა­ვის დრო­ზე თავს მათ ქორ­წი­ნე­ბა­ზე. მათი ბედი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ გა­და­წყვი­ტა და გა­მორ­ჩე­უ­ლი ოჯა­ხიც შე­იქ­მნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩე­ნი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა...

- რას გვე­ტყვით ნი­კო­კია თა­ყა­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ?

- რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­კი­ას, მე მას­ზე ბევ­რი მა­სა­ლა არ მაქვს, რად­გან უფრო მე­ტად სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გუ­რულ მო­ჯი­რი­თე­ებ­ზე ვიკ­ვლევ... ვიცი ის რომ, ნი­კო­კია შავ­რაზ­მე­ლი იყო... ხომ იყ­ვნენ წი­თელ­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მარ­ქსის­ტე­ბი იყ­ვნენ და რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნა უნ­დო­დათ, ასე­ვე შე­იქ­მნა შავ­რაზ­მუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. მათ სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებ­და და ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა უფრო მე­ტად თა­ვად-აზ­ნა­უ­რო­ბა იყო...ერ­თერ­თი ცნო­ბი­ლი შავ­რაზ­მე­ლი ნი­კო­კია იყო და აქე­დან ჩანს რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ძმე­ბი - ნი­კო­კია და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლე­ბი...

ექ­ვთი­მეს კი­დევ ერთი მო­გო­ნე­ბაა ძმა­ზე, რო­დე­საც ნი­კო­კი­ამ სთხო­ვა გუ­რი­ა­ში ჩა­სუ­ლი­ყო... ექ­ვთი­მე შე­უძ­ლოდ იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ვი­და და ნი­კო­კი­ას საყ­ვე­დუ­რი უთ­ქვამს, რომ მეთ­ქვა მი­წა­ში რა­ღაც გა­ტე­ხი­ლი ქო­თა­ნი ვი­პო­ვე, ხომ მა­შინ­ვე გა­მო­იქ­ცე­ო­დიო... იკ­ვე­თე­ბა რომ ცუ­დად ექ­ცე­ო­და, თო­რემ ექ­ვთი­მე მას­ზე აუგს არ­სად ამ­ბობს. ძმას რომ ქე­იფ­ში არ წა­იყ­ვან და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი კოჭ­ლო­ბის გამო გა­მო­ჩე­ნის შეგრცხვე­ბა, ეს უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტყვე­ლებს... ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ექ­ვთი­მეს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც - ღვთის­კა­ცი. მე რომ მკი­თხონ, წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­თმევს ამ ადა­მი­ანს. რაკი ღვთის­კა­ცია, მას­ზე ვე­რა­ფერს იტყვი მი­წი­ერს და ამ დროს ესე­ნი ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან?! ექ­ვთი­მე თხას რომ წვე­ლი­და მა­ში­ნაც ღვთის­კა­ცი იყო? ექ­ვთი­მე ისე­დაც წმინ­და­ნია, იმ­დე­ნად უზარ­მა­ზა­რი საქ­მე გა­ა­კე­თა თა­ვის ქვეყ­ნის­თვის!

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

..და "სცხვენოდას' რომ წერს ჟურნალისტი არ რცხენია?😊

პატრიოტი 2
0

ექვთიმე საქართველოს სიამაყეა სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად. ისე კაცს რომ ნიკოკია ერქმევა, მისგან ასეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ექვთიმე თაყაიშვილს მისი უფროსი ძმა საზოგადოებაში არ აჩენდა და ცუდათ ექცეოდა" - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნიკოკია თაყაიშვილზე

"ექვთიმე თაყაიშვილს მისი უფროსი ძმა საზოგადოებაში არ აჩენდა და ცუდათ ექცეოდა" - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნიკოკია თაყაიშვილზე

ყველაზე ცნობილი ქართველის ექვთიმე თაყაიშვილის ნაკლებად ცნობილი შავრაზმელი ძმა ნიკოკია თაყაიშვილი ცუდად ექცეოდა პატარა ძმას - ექვთიმეს, სცხვენოდა მისი კოჭლი ძმის საზოგადოებაში გამოჩენის. თუმცა ექვთიმე უფროს ძმაზე აუგს არსად ამბობს, არცერთი ჩანაწერში. კინორეჟისორი, მკვლევარი ირაკლი მახარაძე ნიკოკია თაყაიშვილის შესახებ გვიამბობს:

- როგორც ვიცით, ექვთიმეს ორი ძმა ჰყავდა, ორივე სამხედრო... ერთი გახლდათ - ნიკოკია თაყაიშვილი, რომელიც ძლიერი პიროვნება, ძლიერი სამხედრო იყო, ძალიან უყვარდა ქეიფი და დროსტარება. იგი სამწუხაროდ ცუდად ექცეოდა უმცროს ძმას, ექვთიმეს... თავად ექვთიმე წერს მოგონებებში, ერთხელ თურმე სადღაც მიდიოდნენ და ზამთრის ცივ ამინდში, შილიფად შემოსილი ექვთიმე ხუხულაში დატოვა მწყემსთან, თავად კი საქეიფოდ გაემართა. პატარა ექვთიმემ მთელი ღამე იმ ხუხულაში გაატარა და მერე მოგონებებში წერდა, არ ვიცი ფილტვების ანთებას როგორ გადავურჩი, ღმერთმა იცისო... ექვთიმეს ხუხულაში დატოვების მიზეზი კი ის იყო, რომ სცხვენოდა საზოგადოებაში თავის კოჭლი ძმა გამოეჩინა.. შემდეგ სწორედ ამ კოჭლმა ძმამ შეძლო ის, რაც - მხოლოდ თითო-ოროლა ქართველმა.

ის უკვე ყველამ ვიცით, რომ პატარა ექვთიმემ ფეხი მოიტეხა, კოჭლი დარჩა და სწორედ ამის გამო იკავებდა მეუღლის - ნინო პოლტორაცკაიას ოჯახი თავის დროზე თავს მათ ქორწინებაზე. მათი ბედი ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა და გამორჩეული ოჯახიც შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ შთამომავლობა არ დარჩენიათ. ყველაფერი ღვთის ნებაა...

- რას გვეტყვით ნიკოკია თაყაიშვილის შესახებ?

- რაც შეეხება ნიკოკიას, მე მასზე ბევრი მასალა არ მაქვს, რადგან უფრო მეტად სხვა მიმართულებით, გურულ მოჯირითეებზე ვიკვლევ... ვიცი ის რომ, ნიკოკია შავრაზმელი იყო... ხომ იყვნენ წითელრაზმელები, რომლებიც ძირითადად მარქსისტები იყვნენ და რევოლუციის მოხდენა უნდოდათ, ასევე შეიქმნა შავრაზმული ორგანიზაციები. მათ სახელმწიფო აფინანსებდა და იარაღით ამარაგებდა. ამ ორგანიზაციების შემადგენლობა უფრო მეტად თავად-აზნაურობა იყო...ერთერთი ცნობილი შავრაზმელი ნიკოკია იყო და აქედან ჩანს რამდენად განსხვავდებოდნენ ძმები - ნიკოკია და ექვთიმე თაყაიშვილები...

ექვთიმეს კიდევ ერთი მოგონებაა ძმაზე, როდესაც ნიკოკიამ სთხოვა გურიაში ჩასულიყო... ექვთიმე შეუძლოდ იყო, მოგვიანებით ჩავიდა და ნიკოკიას საყვედური უთქვამს, რომ მეთქვა მიწაში რაღაც გატეხილი ქოთანი ვიპოვე, ხომ მაშინვე გამოიქცეოდიო... იკვეთება რომ ცუდად ექცეოდა, თორემ ექვთიმე მასზე აუგს არსად ამბობს. ძმას რომ ქეიფში არ წაიყვან და საზოგადოებაში მისი კოჭლობის გამო გამოჩენის შეგრცხვება, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს... ძალიან არ მიყვარს, როდესაც ექვთიმეს მოიხსენიებენ, როგორც - ღვთისკაცი. მე რომ მკითხონ, წმინდანად შერაცხვა საზოგადოებას ართმევს ამ ადამიანს. რაკი ღვთისკაცია, მასზე ვერაფერს იტყვი მიწიერს და ამ დროს ესენი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან?! ექვთიმე თხას რომ წველიდა მაშინაც ღვთისკაცი იყო? ექვთიმე ისედაც წმინდანია, იმდენად უზარმაზარი საქმე გააკეთა თავის ქვეყნისთვის!