Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა დაიაური დაქორწინდა - ვინ არის მუსიკოსის რჩეული?
გელა დაიაური დაქორწინდა - ვინ არის მუსიკოსის რჩეული?

გელა და­ი­ა­უ­რი და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ პო­ე­ტი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 11 წლის შემ­დეგ, მარ­ტო­ო­ბით და­ი­ღა­ლა...

"ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­საც არ ვიცი, ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან. ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ თუ შემ­ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უკან არ და­ვი­ხევ­დი. შემ­ხვდა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე იგი ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე, ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ. არ მინ­და, რომ მარ­ტომ ვი­ცხოვ­რო... და­ვი­ღა­ლე", - ამ­ბობ­და გელა და­ი­ა­უ­რი.

ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ წყვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მოგ­ზა­უ­რობს.

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა...“

"გელა, მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყოთ...“

"გელა ძიას კაცო შენ იცი რომ ყო­ველ­თვის გა­ფა­სებ და პა­ტივს ვცემ შენ ჯიშ-ჯი­ლაგს, ამი­ტო­მაც, მინ­და, დაგ­ლო­ცოთ და გი­სურ­ვო ბედ­ნი­ე­რი წლე­ბი. მი­ხა­რი­ხარ და მიყ­ვარ­ხარ რო­გორც ჩემი სის­ხლ-ხორ­ცი. გფა­რავ­დეს ჩემი მუ­ხის გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვი, გე­ნაც­ვა­ლეთ!“

"ჩემო გოგო, მი­ხა­რია ბედ­ნი­ე­რებს რომ გხე­დავთ, გამ­რავ­ლდით და გა­ი­ხა­რეთ“

უწე­რენ წყვილს ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ახ­ლობ­ლე­ბი.

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა, ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატია ბაბო
0

ხო, ასეა! მის შემდეგ მრავალმა წელმა გაიარა, თბილისში დიდი წვიმები იყო იმ, ღამით, რა თქმა უნდა ბევრი ადამიანიც მოკვდა,მაგრამ მე ვისზედაც უნდა გიამბოთ იმ გოგო ვიცნობდი, მისი დედა ჩემთან მუშაობდა. იმ წარღვნამ წაიღო ერთი ოჯახი მთლიანად,დედა და ბევშვები,მეუღლე სმენაში მუშაობდა, მერე მიცვალებულები დამარხეს საბურთალოზე, თუ ვინმეს აინტერესებს შემიძლია მათი მოძებნა,სასაფლაოზე აღამებდა და ათენებდა მათი მამა, გვერდით დამარხული იყო ის ოჯახი, ეს გოგონა დარჩენილი, გასათხოვარი გოგო იყო. 35 წლამდე, არ ვიცი როგორ მოხდა რამ შეუწყო ხელი,მაგრამ ეს კაცი და ეს გოგო შეუღლდნენ და ღმერთმა თქვენც ჯვარი დაგწეროთ, გააგრძელეს ცხოვრება. ყველაფერი ძნელია ჩემო კარგებო, .გღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ.განსაცდელი თითქმის ყველას ხვედრია. დიდხანს, დიდხანს გაცოცხლოთ და გაბედნიეროთ. გაშოროთ ყველა განსაცდელი და გამრავლოთ უფალმა.

კახა
2

ერთხელ შემთხვევით შევესწარი ამ კაცს სილამაზის სალონში სხვის ბავშვებს ისეთი სითბოთი უყურებდა რომ გული დამეწვა, არ ვიცნობ მაგრამ ჩავწვდი მის დარდსა და სატკივარს მაშინ. ხოდა ეხლა ეს ამბავი რომ გავიგე ძალიან გამეხარდა, ღმერთმა სიკეთე მისცეს იმ დიდი ტკივილის შემდეგ რომელიც გულის სიღრმეში სულ მასთან იქნეაბ. 

ავტორი:

გელა დაიაური დაქორწინდა - ვინ არის მუსიკოსის რჩეული?

გელა დაიაური დაქორწინდა - ვინ არის მუსიკოსის რჩეული?

გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. რამდენიმე თვის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა...

"ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო... დავიღალე", - ამბობდა გელა დაიაური.

ეკა მანჩხაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ წყვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს.

"ძალიან მიხარია თქვენი ბედნიერება...“

"გელა, მინდა, რომ ბედნიერები იყოთ...“

"გელა ძიას კაცო შენ იცი რომ ყოველთვის გაფასებ და პატივს ვცემ შენ ჯიშ-ჯილაგს, ამიტომაც, მინდა, დაგლოცოთ და გისურვო ბედნიერი წლები. მიხარიხარ და მიყვარხარ როგორც ჩემი სისხლ-ხორცი. გფარავდეს ჩემი მუხის გიორგის სალოცავი, გენაცვალეთ!“

"ჩემო გოგო, მიხარია ბედნიერებს რომ გხედავთ, გამრავლდით და გაიხარეთ“

უწერენ წყვილს ფოტოების კომენტარებში ახლობლები.

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.