მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყენებთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ მედიკამენტს, რომლის ერთი გადასხმა 7 ათას ლარამდე ჯდება" - რას ამბობს ვაქცინაციასა და კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დავით გადელია?
"ვიყენებთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ მედიკამენტს, რომლის ერთი გადასხმა 7 ათას ლარამდე ჯდება" -  რას ამბობს ვაქცინაციასა და  კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დავით გადელია?

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტუ­სებს აქ­ვეყ­ნებს. ბა­ტო­ნი და­ვი­თი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო ექი­მე­ბი­დან, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის დღეს­ვე ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით აიც­რა. ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნი­ის აგო­რე­ბის შემ­დეგ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და: "ექი­მი ან­ტი­ვაქ­სე­რი ჩემ­თვის არაა ექი­მი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. აქაც, ვინც შემ­ხვდე­ბა, დავბლო­კავ! მათ ჭკუ­ის სწავ­ლე­ბას არა­ვი­თა­რი აზრი აღარ აქვს".

რა შეც­დო­მე­ბი იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დროს ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ უნდა გა­ი­ზარ­დოს ქვე­ყა­ნა­ში აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია, ამ და სხვა თე­მებ­ზე ბა­ტონ­მა და­ვით­მა ambebi.ge-ს კი­თხვებს უპა­სუ­ხა

- ბა­ტო­ნო და­ვით, რა შეც­დო­მე­ბი იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში?

- ამას შეც­დო­მას ვერ და­ვარ­ქმევ­დი, ეს უფრო სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან ორ დღე­ში ჩვე­ნი კო­ლე­გა, 27 წლის მედ­და მეგი ბაქ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამან ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, ხალ­ხი შე­ა­ში­ნა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში იშ­ვი­ა­თია, მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩვენ­თან მოხ­და. ამან ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ზე, თუ რო­გორ გაგ­რძელ­და შემ­დეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი.

- თქვენ თუ ხართ მომ­ხრე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის?

- დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვერ გახ­დე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. იგი­ვე მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბი, რო­მე­ლიც აც­რილ მო­სახ­ლე­ო­ბას გარ­კვე­ულ უპი­რა­ტე­სო­ბას მის­ცემს. შე­იძ­ლე­ბა ეს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს კომ­პა­ნი­ებ­საც, რო­მელ­თაც ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი აც­რი­ლი ეყო­ლე­ბათ და გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი ექ­ნე­ბათ. ამან იქ­ნებ და­ა­ფიქ­როს აუც­რე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, რო­დე­საც სხვა მას­ზე უფრო მეტი უპი­რა­ტე­სო­ბა ექ­ნე­ბა. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო რომ იყოს, ცხვრე­ბი­ვით ხომ არ გა­რე­კა­ვენ ხალ­ხს ასაც­რე­ლად. არა­და, გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­შია, სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რო­დე­საც მი­რე­კა­ვენ კო­ვი­დი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტის მი­სა­ღე­ბად, პირ­ველ რიგ­ში იმას ვკი­თხუ­ლობ აც­რი­ლი არის თუ არა. ძა­ლი­ან მძი­მეც რომ იყოს, აც­რი­ლი თუ არის, ისე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, იმი­ტომ, რომ ძალი­ან იშ­ვი­ა­თია აც­რი­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გეს.

რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მხო­ლოდ თითო-ორო­ლა აც­რი­ლი ავად­მყო­ფი თუ გვყო­ლია და ისი­ნიც სხვა მძი­მე სნე­უ­ლე­ბე­ბით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი. მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან მო­ხუ­ცე­ბი და სხვა სო­მა­ტუ­რი ავად­მყო­ფე­ბი. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ცუდი პა­რა­მეტ­რე­ბის გამო მოხ­ვედ­რილ მო­ხუც ავად­მყოფს, ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი აქვს გა­დარ­ჩე­ნის. არ უნდა დავ­ტო­ვოთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უშან­სოდ, უნდა ავცრათ...

- ბა­ტო­ნო და­ვით, ბოლო დროს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წე­რენ ბრალ­დე­ბებს სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის მი­მართ, თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს ძა­ლით ამ­ძი­მე­ბენ, არ უტა­რე­ბენ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას და იმი­ტომ არის გაზ­რდი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა...

- კლი­ნი­კე­ბის ლან­ძღვა, უი­მე­დო ავად­მყოფს ვე­ღარ შვე­ლის, სამ­წუ­ხა­როდ. დიახ, ამ­ბო­ბენ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე "თა­ვის ფე­ხით შე­ვი­და და დამ­ძიმ­და...“ პა­ცი­ენ­ტე­ბის 99% თა­ვი­სი ფე­ხით შე­დის, ფილ­ტვის თუნ­დაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა სი­ა­რულს არ უშ­ლის, მაგ­რამ აღ­მა­ვა­ლი პრო­ცე­სი რო­დე­საც მი­დის, სწო­რედ კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თა­ვად პა­ცი­ენ­ტიც ვერ ეხ­მა­რე­ბა ექიმს, ვერ ან არ იცავს და­ნიშ­ნულ რე­ჟიმს, აუც­რე­ლია.

ყვე­ლა­ზე მძი­მე კი მა­ინც კო­ვი­დის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვირუ­სი აზი­ა­ნებს ენ­დო­თე­ლი­უმს, მათ შო­რის სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას. ნე­ბის­მი­ერ სის­ხლძარ­ღვში შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ფა­რუ­ლად ეს პრო­ცე­სი და მე­დი­ცი­ნის ახ­ლან­დელ ეტაპ­ზე ვერ გა­ვი­გოთ. თუ ჩონ­ჩხის კუნ­თებ­შია - ვი­ღებთ ჰე­მა­ტო­მებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ო­პე­რა­ცი­ოც გახ­დეს. ხოლო თუ თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვებ­შია პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გა­სა­წე­რი, თით­ქოს სრუ­ლი­ად გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი ავად­მყო­ფი უეც­რად მოკ­ლას. ამა­ზე მძი­მე გა­და­სა­ტა­ნი ექი­მის­თვის, მერ­წმუ­ნეთ არა­ფე­რია...

- ბა­ტო­ნო და­ვით, თქვენ მარ­ტში აი­ცე­რით ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით. უკვე ექ­ვსი თვე გა­ვი­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან, თუმ­ცა ბუს­ტერ დო­ზა­ზე არა­ფე­რი ის­მის...

- რაც შე­ე­ხე­ბა ბუს­ტერ დო­ზას, ამას ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი წყვე­ტენ, რო­გორც მოხ­და ეს "ფა­ი­ზე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ მალე ვე­ლო­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით მოხ­დე­ბა ბუს­ტე­რის გა­კე­თე­ბა. ზო­გა­დად ძა­ლი­ან ბევ­რია ორ­გა­ნიზ­მზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვირუ­სი ჯერ მხო­ლოდ ორი წლის არის და შეს­წავ­ლის პრო­ცეს­შია. სამ­სა­ხურ­ში გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი, შემ­დგომ აიც­რა და მე­ო­რედ კი­დევ შეხ­ვდა, თუმ­ცა რთუ­ლად არ გა­და­უ­ტა­ნია. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად მყა­რი აღ­მოჩ­ნდეს ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რომ ერთი წე­ლიც კი ეყოს.

- ბოლო დროს ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ამა­ზე რას გვე­ტყვით...

- რიმ­დე­სი­ვირ­ზე იცით უკვე, გა­მოქ­ვეყ­ნდა დას­კვნა, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში თუ და­სა­წყის­ში მი­ი­ღო პა­ცი­ენ­ტმა შვე­ლის, თუმ­ცა ესეც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მე­დი­კა­მენ­ტებს, დე­ფი­ცი­ტუ­რია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და ძა­ლი­ან ძვი­რი. ახ­ლაც ვი­ყე­ნებთ ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის წი­ნა­აღ­მდეგ გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებს, რო­მელ­თა ერთი სრულ­ყო­ფი­ლი გა­დას­ხმა (ადა­მი­ა­ნის წო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) 7 ათას ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ქვე­ყა­ნამ დო­ნა­ცი­ით შე­მო­ი­ტა­ნა ტაბ­ლე­ტუ­რი, შე­და­რე­ბით ცოტა სუს­ტი სხვა მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც ასე­ვე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლად ვი­ყე­ნებთ და კურ­სი 7 ათას დო­ლა­რამ­დე უჯ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. აქვე გე­ტყვით, რომ გარ­და სიძ­ვი­რი­სა, ეს პრე­პა­რა­ტე­ბი მა­ინც დე­ფი­ცი­ტუ­რია, წარ­მო­ე­ბა ვერ ეწე­ვა მო­თხოვ­ნას.

მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა და ერთ კურსს უცხო­ე­ლი ფარმ­კომ­პა­ნი­ე­ბი 5-6 ათას დო­ლა­რად ყი­დი­ან. ერ­თია ღი­რე­ბუ­ლე­ბა და თან წარ­მო­ე­ბა არ არის იმ­დე­ნი, რომ ქვეყ­ნებს ეყოს, დე­ფი­ცი­ტუ­რად რჩე­ბა.

წლის ბო­ლოს­თვის კი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტიც უნდა იყოს, რომ­ლის ფა­სიც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი იქ­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ ბევ­რად უფრო ია­ფად და ურის­კოდ შე­იძ­ლე­ბო­და და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და ეს არის აცრა. რო­დე­საც შე­გიძ­ლია უფა­სოდ გა­დარ­ჩე და არ იკე­თებ აც­რას, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მე არ მი­ნა­ხავს არ­ცერ­თი აუც­რე­ლი მძი­მე ავად­მყო­ფი, რო­მე­ლიც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ანო­ტა­ცი­ას კი­თხუ­ლობ­და, ახლა რომ ვაქ­ცი­ნე­ბის მო­ლე­კუ­ლურ დო­ნე­ზე ანა­ლიზს ითხო­ვენ. ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არაა ახა­ლი შექ­მნი­ლი, ასე რომ ენ­დო­ბი­ან? - თუ ჰგო­ნია ამ ხალ­ხს, რომ მე­დი­კა­მენ­ტის შექ­მნა უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნის?!

- რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია?

- რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა, გი­ნა­ხავთ პან­დე­მია, რო­მე­ლიც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა? უბ­რა­ლოდ გა­აჩ­ნია რო­დის მოხ­დე­ბა ეს ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში და ჩა­მოვ­რჩე­ბით თუ არა სხვა ქვეყ­ნებს ძა­ლი­ან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს პან­დე­მია შე­ვა­ჩე­როთ? - ეს არ არის მხო­ლოდ ექი­მე­ბის პრობ­ლე­მა, ეს არის სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო. ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია ამ საქ­მე­ში, ეკო­ნო­მი­კა, ბიზ­ნე­სი და მე­დი­ცი­ნაც.

სულ ერთი და იგი­ვეს ვამ­ბობ, არ­სე­ბობს სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის მარ­ტი­ვი ფორ­მა. პირ­ვე­ლი, უნდა გა­ი­კე­თო პირ­ბა­დე და მე­ო­რე შე­ნი­ვე სხე­უ­ლი მზად გქონ­დეს იმის­თვის, რომ და­ვირუ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ახ­ვედ­რო მტერს პა­ტა­რა მებ­რძო­ლე­ბი, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის სა­ხით, რაც მი­იღ­წე­ვა აც­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და უმარ­ტი­ვე­სი წე­სე­ბი უნდა და­იც­ვან, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ. ვფიქ­რობთ, - მე არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბაო, არა­და, ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი პა­ტა­რა შეც­დო­მა­საც კი არ გა­პა­ტი­ებთ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
2

რატის-ს ვიზიარებ რატის პათოსა და მიდგომას, რომ ეს რეალობა შექმნა საკითხის განუხილველობამ, ხოლო ცერცვაძე-გამყრელიძე-იმნაძეობა, პლუს საქმედიათი ეს მარაზმია ადამიანის ქცევისა. გიხაროდეთ!>>>>>>>რატის-ს ჩინეთმა პანდემიის მოყომარობის შემდეგ, არ აცრილობაში არ მოკლა ადამიანი და გაყინა ერთ ცერტილში კოვიდგარდაცვლილის სტატისტიკა და დაინფიცირებაც კი, ხოლო ამ საქმედიის საქართველო მიდის მილიონ ნახევრის დაინფიცირებაზე, ანუ 15 ჯერ მაღალ ციფრს დებს კოვიდაინფიცირებაში, თანაც ეს წარმოებს უსაშინლეს მკურნალობის პრაქტიკასა და სხეულისა და ვირუსის შეხების ცალსახა ადამიანურ გაუაზრებლობაში და ამას ჩადიან ადამიანის, ერისა და ქვეყნის თვალწინ, ამ საინფორმაციო ველში. ამ ველის დაყრდნობაში. გიხაროდეთ! ეს სურათია და გამოვიდეს თუნდაც ერთი საქჟურნალისტი და დაამტკიცოს სხვა. მიმიფურთხებია თვექნი ადამიანური პათოსისა და პროფესიონალიზმისათვის. დიდება უფალს!

დ.დ.
5

ქვეყანას, რომელშიც რატის მსგავსი გენიოსები 99% ია, გაბრწყინების მეტი აფერი არ დარჩენია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ვიყენებთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ მედიკამენტს, რომლის ერთი გადასხმა 7 ათას ლარამდე ჯდება" - რას ამბობს ვაქცინაციასა და კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დავით გადელია?

"ვიყენებთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ მედიკამენტს, რომლის ერთი გადასხმა 7 ათას ლარამდე ჯდება" -  რას ამბობს ვაქცინაციასა და  კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დავით გადელია?

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პერიოდულად პანდემიასთან დაკავშირებით საინტერესო სტატუსებს აქვეყნებს. ბატონი დავითი ერთ-ერთი პირველი იყო ექიმებიდან, რომელიც ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების დღესვე ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. ქვეყანაში ანტივაქსერული კამპანიის აგორების შემდეგ კი სოციალურ ქსელში წერდა: "ექიმი ანტივაქსერი ჩემთვის არაა ექიმი და პროფესიონალი. აქაც, ვინც შემხვდება, დავბლოკავ! მათ ჭკუის სწავლებას არავითარი აზრი აღარ აქვს".

რა შეცდომები იქნა დაშვებული ვაქცინაციის დროს ქვეყანაში, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი და როდის დასრულდება პანდემია, ამ და სხვა თემებზე ბატონმა დავითმა ambebi.ge-ს კითხვებს უპასუხა

- ბატონო დავით, რა შეცდომები იქნა დაშვებული ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში?

- ამას შეცდომას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო საბედისწერო შემთხვევა იყო, როდესაც ვაქცინაციის დაწყებიდან ორ დღეში ჩვენი კოლეგა, 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ვაქცინაციის პროცესზე, ხალხი შეაშინა. ასეთი შემთხვევები მსოფლიოში იშვიათია, მაინცდამაინც ჩვენთან მოხდა. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაზე, თუ როგორ გაგრძელდა შემდეგ ვაქცინაციის პროცესი.

- თქვენ თუ ხართ მომხრე სავალდებულო ვაქცინაციის?

- დემოკრატიულ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო ვერ გახდება, მაგრამ არსებობს მთელი რიგი წამახალისებელი საშუალებები. იგივე მწვანე პასპორტები, რომელიც აცრილ მოსახლეობას გარკვეულ უპირატესობას მისცემს. შეიძლება ეს სტატუსი მიენიჭოს კომპანიებსაც, რომელთაც ყველა თანამშრომელი აცრილი ეყოლებათ და გარკვეული შეღავათები ექნებათ. ამან იქნებ დააფიქროს აუცრელი მოსახლეობის ნაწილი, როდესაც სხვა მასზე უფრო მეტი უპირატესობა ექნება. როგორ წარმოგიდგენიათ სავალდებულო რომ იყოს, ცხვრებივით ხომ არ გარეკავენ ხალხს ასაცრელად. არადა, გადარჩენის ერთადერთი შანსი ვაქცინაციაშია, სხვანაირად წარმოუდგენელია.

როდესაც მირეკავენ კოვიდიანი პაციენტის მისაღებად, პირველ რიგში იმას ვკითხულობ აცრილი არის თუ არა. ძალიან მძიმეც რომ იყოს, აცრილი თუ არის, ისე არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ძალიან იშვიათია აცრილი პაციენტის შემთხვევაში ფატალური შედეგი დადგეს.

რეანიმაციაში მხოლოდ თითო-ოროლა აცრილი ავადმყოფი თუ გვყოლია და ისინიც სხვა მძიმე სნეულებებით გართულებული. მაღალი რისკის შემცველებად მიიჩნევიან მოხუცები და სხვა სომატური ავადმყოფები. რეანიმაციაში ცუდი პარამეტრების გამო მოხვედრილ მოხუც ავადმყოფს, ძალიან მცირე შანსი აქვს გადარჩენის. არ უნდა დავტოვოთ ეს ადამიანები უშანსოდ, უნდა ავცრათ...

- ბატონო დავით, ბოლო დროს, სოციალურ ქსელშიც წერენ ბრალდებებს სამედიცინო სექტორის მიმართ, თითქოს ადამიანებს ძალით ამძიმებენ, არ უტარებენ სათანადო მკურნალობას და იმიტომ არის გაზრდილი საქართველოში სიკვდილიანობა...

- კლინიკების ლანძღვა, უიმედო ავადმყოფს ვეღარ შველის, სამწუხაროდ. დიახ, ამბობენ კოვიდინფიცირებულზე "თავის ფეხით შევიდა და დამძიმდა...“ პაციენტების 99% თავისი ფეხით შედის, ფილტვის თუნდაც მძიმე დაზიანება სიარულს არ უშლის, მაგრამ აღმავალი პროცესი როდესაც მიდის, სწორედ კლინიკის პირობებში შეიძლება დამძიმდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პაციენტიც ვერ ეხმარება ექიმს, ვერ ან არ იცავს დანიშნულ რეჟიმს, აუცრელია.

ყველაზე მძიმე კი მაინც კოვიდის მოულოდნელი გართულებებია. მოგეხსენებათ, ვირუსი აზიანებს ენდოთელიუმს, მათ შორის სისხლძარღვთა სისტემას. ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად ეს პროცესი და მედიცინის ახლანდელ ეტაპზე ვერ გავიგოთ. თუ ჩონჩხის კუნთებშია - ვიღებთ ჰემატომებს, რომელიც შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ხოლო თუ თავის ტვინის სისხლძარღვებშია პროცესი შეიძლება გასაწერი, თითქოს სრულიად გაჯანსაღებული ავადმყოფი უეცრად მოკლას. ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია...

- ბატონო დავით, თქვენ მარტში აიცერით ასტრაზენეკას ვაქცინით. უკვე ექვსი თვე გავიდა ვაქცინაციიდან, თუმცა ბუსტერ დოზაზე არაფერი ისმის...

- რაც შეეხება ბუსტერ დოზას, ამას ვაქცინის მწარმოებლები წყვეტენ, როგორც მოხდა ეს "ფაიზერის“ შემთხვევაში. რაც შეეხება "ასტრაზენეკას“ მალე ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელი ვაქცინით მოხდება ბუსტერის გაკეთება. ზოგადად ძალიან ბევრია ორგანიზმზე დამოკიდებული. ვირუსი ჯერ მხოლოდ ორი წლის არის და შესწავლის პროცესშია. სამსახურში გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა გადაიტანა კოვიდი, შემდგომ აიცრა და მეორედ კიდევ შეხვდა, თუმცა რთულად არ გადაუტანია. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში კი შეიძლება იმდენად მყარი აღმოჩნდეს ორგანიზმში არსებული ანტისხეულები, რომ ერთი წელიც კი ეყოს.

- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კორონავირუსის შემთხვევაში სპეციალური მედიკამენტებით მკურნალობაზე, ამაზე რას გვეტყვით...

- რიმდესივირზე იცით უკვე, გამოქვეყნდა დასკვნა, რომ რიგ შემთხვევებში თუ დასაწყისში მიიღო პაციენტმა შველის, თუმცა ესეც ძვირადღირებული პრეპარატია. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, დეფიციტურია მთელი მსოფლიოსთვის და ძალიან ძვირი. ახლაც ვიყენებთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელთა ერთი სრულყოფილი გადასხმა (ადამიანის წონის გათვალისწინებით) 7 ათას ლარამდე ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. აქვე გეტყვით, რომ გარდა სიძვირისა, ეს პრეპარატები მაინც დეფიციტურია, წარმოება ვერ ეწევა მოთხოვნას.

მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარად ყიდიან. ერთია ღირებულება და თან წარმოება არ არის იმდენი, რომ ქვეყნებს ეყოს, დეფიციტურად რჩება.

წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება და ეს არის აცრა. როდესაც შეგიძლია უფასოდ გადარჩე და არ იკეთებ აცრას, წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც მედიკამენტების ანოტაციას კითხულობდა, ახლა რომ ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობიან? - თუ ჰგონია ამ ხალხს, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის?!

- რა იქნება მომავალში, როდის დასრულდება პანდემია?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად დასრულდება, გინახავთ პანდემია, რომელიც არ დასრულებულა? უბრალოდ გააჩნია როდის მოხდება ეს ჩვენ ქვეყანაში და ჩამოვრჩებით თუ არა სხვა ქვეყნებს ძალიან, რადგან საქართველოში დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.

როგორ შეიძლება ეს პანდემია შევაჩეროთ? - ეს არ არის მხოლოდ ექიმების პრობლემა, ეს არის საერთო, საზოგადო. ყველა ჩართულია ამ საქმეში, ეკონომიკა, ბიზნესი და მედიცინაც.

სულ ერთი და იგივეს ვამბობ, არსებობს სიცოცხლის გადარჩენის მარტივი ფორმა. პირველი, უნდა გაიკეთო პირბადე და მეორე შენივე სხეული მზად გქონდეს იმისთვის, რომ დავირუსების შემთხვევაში, დაახვედრო მტერს პატარა მებრძოლები, ანტისხეულების სახით, რაც მიიღწევა აცრის საშუალებით. დანარჩენი ყველა ის რეგულაციები და უმარტივესი წესები უნდა დაიცვან, რასაც ცხოვრებაში ხშირად უგულებელვყოფთ. ვფიქრობთ, - მე არაფერი დამემართებაო, არადა, ამ დროს ორგანიზმი პატარა შეცდომასაც კი არ გაპატიებთ.