სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა უიშვიათესი შეხვედრა მოსკოვში - რაზე ესაუბრა CIA-ის ხელმძღვანელი რუსულ დაზვერვას?
აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა უიშვიათესი შეხვედრა მოსკოვში - რაზე ესაუბრა CIA-ის ხელმძღვანელი რუსულ დაზვერვას?

მოს­კოვ­ში რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA) ხელ­მძღვა­ნე­ლი, უი­ლი­ამ ბერნ­სი, ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, რუ­სეთ­ში 2-დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და.

უი­ლი­ამ ბერნ­სი

შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ტოპ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მათ შო­რის, CIA-ის დი­რექ­ტო­რი შეხ­ვდა ნი­კო­ლაი პატ­რუ­შევს, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რას უწო­დე­ბენ. ის ასო­ცი­რე­ბუ­ლია პუ­ტინ­თან, ით­ვლე­ბა მის მთა­ვარ თა­ნა­მო­აზ­რედ და მხარ­დამ­ჭე­რად.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ მსგავ­სი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი არის უიშ­ვი­ა­თე­სი და ახლა, როცა მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და და­ძა­ბუ­ლია, ეს შეხ­ვედ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­შან­დობ­ლი­ვია.

"ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი" პატ­რუ­შე­ვის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ სა­უ­ბა­რი ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ე­ხე­ბო­და. სხვა დე­ტა­ლე­ბი რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ გა­უ­სა­ჯა­რო­ე­ბი­ათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პატ­რუ­შე­ვი­სა და ბერნ­სის შეხ­ვედ­რა თავ­და­პირ­ვე­ლად და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ბერნ­სი მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტით თებრვალ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და

  • და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა

CIA-ის ხელ­მძღვა­ნელ­სა და რუ­სე­თის დაზვრე­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ უიშ­ვი­ა­თეს შეხ­ვედ­რას ვა­შინგტონ­სა და მოს­კოვს შო­რის წინ უძღო­და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი .

პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რუ­სეთს და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვას­თან, კი­ბერ­თავ­დას­ხმებ­თან, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის საქ­მეს­თან. გარ­და ამი­სა, აშშ-ი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან რუ­სუ­ლი ჯა­რის გა­და­ად­გი­ლე­ბას. რუ­სე­თი ასე­ვე რჩე­ბა სან­ქცი­ე­ბის ქვეშ ყი­რი­მის ანექ­სი­ის გამო.

გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს,რომ ბა­ი­დენ­მა პუ­ტინს მკვლე­ლი უწო­და, პუ­ტინ­მა კი ასე უპა­სუ­ხა - "ვინც იძა­ხის, იძა­ხის, თა­ვის თავ­ზე იძა­ხის."

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, აშშ-ი ჯერ კი­დევ ხე­დავს რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლის სა­კი­თხში. დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეძებ­ნენ ისეთ სა­კი­თხებს, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ვა­შინგტო­ნი და მოს­კო­ვი კონ­სე­სუ­სამ­დე მი­ვიდ­ნენ.

რო­გორც CNN-ი წერს, ბერნსს, რო­მე­ლიც ვე­ტე­რა­ნი დიპ­ლო­მა­ტია, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის მუ­შა­ობ­და ამე­რი­კის ელ­ჩად რუ­სეთ­ში 2005-2008 წლებშ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

მასობრივი ფსიხოზი ხდება ხოლმე პანდემიების და ზოგადად როცა კრიზისი ჩნდება საზოგადოებაში.

lado
1

პატრუშევს რიაზანის შაქარიც მოყვება, ხოდა აყვავებული რუსეთის მეხოტბეებო პირველ რიგში თქვენ დააგემოვნეთ გეკუთვნით პირველობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა უიშვიათესი შეხვედრა მოსკოვში - რაზე ესაუბრა CIA-ის ხელმძღვანელი რუსულ დაზვერვას?

აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა უიშვიათესი შეხვედრა მოსკოვში - რაზე ესაუბრა CIA-ის ხელმძღვანელი რუსულ დაზვერვას?

მოსკოვში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი, ამერიკული დაზვერვის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

უილიამ ბერნსი

შეხვედრები გაიმართა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ტოპ წარმომადგენლებთან, მათ შორის, CIA-ის დირექტორი შეხვდა ნიკოლაი პატრუშევს, რომელსაც რუსეთში ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებენ. ის ასოცირებულია პუტინთან, ითვლება მის მთავარ თანამოაზრედ და მხარდამჭერად.

მედიაში წერენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არის უიშვიათესი და ახლა, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გართულებული და დაძაბულია, ეს შეხვედრა განსაკუთრებით ნიშანდობლივია.

"ესოშიეითიდ პრესი" პატრუშევის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარი ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობას შეეხებოდა. სხვა დეტალები რუსული დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს არ გაუსაჯაროებიათ.

აღსანიშნავია, რომ პატრუშევისა და ბერნსის შეხვედრა თავდაპირველად დაანონსებული არ ყოფილა.

ბერნსი მოსკოვში ვიზიტით თებრვალშიც იმყოფებოდა

  • დაძაბული პოლიტიკური ვითარება

CIA-ის ხელმძღვანელსა და რუსეთის დაზვრევის სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართულ უიშვიათეს შეხვედრას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის წინ უძღოდა გართულებული და დაძაბული ურთიერთობები .

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს დაუწესა სანქციები, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან, კიბერთავდასხმებთან, ალექსეი ნავალნის საქმესთან. გარდა ამისა, აშშ-ი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილებას. რუსეთი ასევე რჩება სანქციების ქვეშ ყირიმის ანექსიის გამო.

გარდა ამისა, საზოგადოებას ახსოვს,რომ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, პუტინმა კი ასე უპასუხა - "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის."

მიუხედავად ყველაფრისა, აშშ-ი ჯერ კიდევ ხედავს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განსაკუთრებით შეიარაღების კონტროლის საკითხში. დაზვერვის წარმომადგენლები ეძებნენ ისეთ საკითხებს, რომელზეც შეიძლება ვაშინგტონი და მოსკოვი კონსესუსამდე მივიდნენ.

როგორც CNN-ი წერს, ბერნსს, რომელიც ვეტერანი დიპლომატია, რუსეთთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა ამერიკის ელჩად რუსეთში 2005-2008 წლებშ.