ავტორი:

"შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი" - თამარ გაბუნია

"შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას ეპიდსიტუაციის გართულებიდან გამომდინარე საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ დასჭირდეს. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე გამოყენებული იქნება კოვიდსასტუმროებიც.

"შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და ასევე გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ე.წ. ბუსტერდოზებს, როგორც გაბუნია ამბობს, რომ 3-4 ათასმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.

"ჩვენ გუშინ მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ჯგუფისგან, რომელიც მხარს უჭერს "ბუსტერდოზის“ ჩატარებას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მოზრდილ მოსახლეობაზე 18 წლის ზემოთ, ვინც აცრა უკვე ჩაიტარა, ასევე, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის. "სინოვაკი“, სინოფარმი, ფაიზერი, ასტრაზენეკა - ოთხივე ვაქცინის შემთხვევაში შესაძლებელია ბუსტერდოზის გამოყენება. ამას კიდევ გაივლის ვაქცინაციის საბჭო სამინისტროში და გადაწყვეტილება გვექნება. თუმცა, პირველი დადებითი რეკომენდაცია ჩვენ უკვე მივიღეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.