ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა დღეს ეწურებათ.
როგორც ბერ-მონაზვნები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ და აქედან წასვლას არ აპირებენ.
ბერები მარტვილში საპატრიარქოს იურისტს დღეს ელოდებიან.
„ბოლო დრო მათთვის იყოს, ვინც ამას ავრცელებს და ვინც შემოგვითვალა. დანარჩენი, რაც ჩვენს სიცოცხლეს ეხება, აქ ვართ მონასტრული ცხოვრების განცდაში. ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს და მითხარით, რომელი ეკლესიის წარმომადგენლები არიან ესენი, მონაზონს ეუბნებიან, შენ მონაზონი არ ხარო, მონასტრიდან გადიო. ჩვენ აღთქმა გვაქვს დადებული მონასტრიდან გაუსვლელობაზე, მორჩილებაზე“, - განაცხადა მამა ათინოგენმა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რამდენიმე თვის წინ, 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა. მათ მონასტერში ყოფნის გარკვეული ვადა ჰქონდათ, რაც დღეს იწურება.
აღთქმა ქონიათ დადებული მონასტრიდან გაუსვლელობაზე.... ჰოდა, რა გინდა, რომ უყო?!... აღთქმას ხომ ვერ გადავლენ?!.... აგერ, მავანმაც დადო აღთქმა, რომ სანამ სრულიად ქართველი ხალხი ბოდიშს არ მოუხდის, პატიებას არ სთხოვს და მის წინაშე ჩადენილ უამრავ ცოდვას გულწრფელად არ შეინანებს, საჭმელ-სასმელს პირს არ დააკარებს... კარგი რამეა ეს აღთქმა... ერთი ეგაა, აღთქმას და მის არსს აღქმაც შესაბამისი სჭირდება და ბერობაზე პრეტენზიის მქონე სუბიექტების ეს აღთქმა კი, რატომღაც ჩაცუცქული ბიჭების "ჩემი დედა"-ს მაგონებს და მომკალით აჰა....
თქვენ მონაზვნები კი არა ყაჩაღები ხართ. მიიტაცეთ მონასტერი. თქვენთვის ღმერთი არ არსებობს.