სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიზა იასკო გიული ალასანიასთან ერთად პირველად გამოჩნდა - რატომ ჩავიდა უკრაინაში ექსპრეზიდენტის დედა? (ფოტო)
ლიზა იასკო გიული ალასანიასთან ერთად პირველად გამოჩნდა - რატომ ჩავიდა უკრაინაში ექსპრეზიდენტის დედა? (ფოტო)

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერთად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა შეხ­ვედ­რე­ბის­თვის კი­ევ­ში ჩა­ვი­და.

"ჩვენ უკვე შევ­ხვდით უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმენს - ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას და უკ­რა­ი­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს - დე­ნის მა­ლი­უს­კას. პირ­ველ რიგ­ში, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სურს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლად და უსაფრ­თხოდ იყოს და რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, დაბ­რუნ­დეს უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან მას სა­ქარ­თვე­ლო­ში კლა­ვენ. ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ი­ლი უკვე 34 დღეა შიმ­ში­ლობს. დღეს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­დამ­წყვე­ტად უნდა იმოქ­მე­დონ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად. დრო იწუ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს ყო­ველ წამს...“ - წერს იას­კო.

ლიზა იას­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მა­მა­კა­ცი ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და ერთი ოჯა­ხია. მალე, რა­დას დე­პუ­ტა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და მე­უღ­ლე ცი­ხე­ში არა­ერ­თხელ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან კი­დევ ერთხელ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა მისი და ლიზა თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მშობ­ლე­ბი ახა­ლი რძლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­დნენ.

"არ ვიცი. მას არ ვიც­ნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი რძა­ლი და ორი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი მი­შას­გან. ენაც­ვა­ლოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს. არ ვარ საქ­მის კურ­სში. ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც...“ - ეს კო­მენ­ტა­რი მე­დი­ას­თან ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მა­მამ ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ლიზა იას­კოს არ იც­ნობ­და.

"ის ვი­დეო, რაც და­ი­დო, ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო. სა­ერ­თოდ, ჩემი პრინ­ცი­პი იყო, რომ მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს ჩავ­რე­ულ­ვარ. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რომ გა­ვე­ხუმ­რე ამ თე­მა­ზე და გა­მო­მი­ცხა­და, შენ პი­რა­დი თემა არ იცი რა არი­სო? მეც მი­მაჩ­ნია, რომ თუ რა­ი­მე შე­კი­თხვა არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მას უნდა კი­თხოთ", - ამ­ბობ­და გი­უ­ლი ალა­სა­ნია "ტვ პირ­ველ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლიზა იას­კომ უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტ ალე­სია ბაც­მან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და: "მე და მი­შამ მა­შინ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, როცა ის და სან­დრა ცოლ-ქმა­რი აღარ იყ­ვნენ. ისი­ნი და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და მათ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა ამის აფი­ში­რე­ბა არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. როცა მე და მი­შამ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ, ისი­ნი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ....“

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფ. ტ.
0

გიული ბაბო, go away ქუხნაში!

მარი
1

სანდრა ათასჯერ ჯობია ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ლიზა იასკო გიული ალასანიასთან ერთად პირველად გამოჩნდა - რატომ ჩავიდა უკრაინაში ექსპრეზიდენტის დედა? (ფოტო)

ლიზა იასკო გიული ალასანიასთან ერთად პირველად გამოჩნდა - რატომ ჩავიდა უკრაინაში ექსპრეზიდენტის დედა? (ფოტო)

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, სოციალურ ქსელში გიული ალასანიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა შეხვედრებისთვის კიევში ჩავიდა.

"ჩვენ უკვე შევხვდით უკრაინის ომბუდსმენს - ლუდმილა დენისოვას და უკრაინის იუსტიციის მინისტრს - დენის მალიუსკას. პირველ რიგში, გიული ალასანიას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იყოს და როგორც უკრაინის მოქალაქე, დაბრუნდეს უკრაინაში, რადგან მას საქართველოში კლავენ. ომბუდსმენის განცხადებით, მიხეილი უკვე 34 დღეა შიმშილობს. დღეს უკრაინის ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. დრო იწურება. შეიძლება შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს ყოველ წამს...“ - წერს იასკო.

ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი ამბობდა, რომ ისინი ერთად ცხოვრობენ და ერთი ოჯახია. მალე, რადას დეპუტატი საქართველოში ჩამოვიდა და მეუღლე ციხეში არაერთხელ მოინახულა.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება მისი და ლიზა თანაცხოვრების შესახებ, ექსპრეზიდენტის მშობლები ახალი რძლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

"არ ვიცი. მას არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი საყვარელი შვილიშვილი მიშასგან. ენაცვალოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცნობ ამ ადამიანს. არ ვარ საქმის კურსში. ცოტა გამიკვირდა კიდეც...“ - ეს კომენტარი მედიასთან ექსპრეზიდენტის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა გააკეთა.

ჟურნალისტთან საუბრისას გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ ლიზა იასკოს არ იცნობდა.

"ის ვიდეო, რაც დაიდო, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. საერთოდ, ჩემი პრინციპი იყო, რომ მის პირად ცხოვრებაში არასოდეს ჩავრეულვარ. ძალიან პატარა იყო, რომ გავეხუმრე ამ თემაზე და გამომიცხადა, შენ პირადი თემა არ იცი რა არისო? მეც მიმაჩნია, რომ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ამ მიმართულებით, მას უნდა კითხოთ", - ამბობდა გიული ალასანია "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

მოგვიანებით, ლიზა იასკომ უკრაინელ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ინტერვიუში განაცხადა: "მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და მათ ჰქონდათ უფლება ამის აფიშირება არ გაეკეთებინათ. როცა მე და მიშამ ურთიერთობა დავიწყეთ, ისინი დაშორებულები იყვნენ....“