სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის უმკურნალებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულებით? - ჯანდაცვის სამინიტროს გადაწყვეტილება
ვის უმკურნალებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულებით? - ჯანდაცვის სამინიტროს გადაწყვეტილება

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვის­თა­ნაც და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კია, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით უმ­კურ­ნა­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­პა­რა­ტე­ბი ქვე­ყა­ნას გერ­მა­ნი­ი­სა და აშშ-ს მთავ­რო­ბამ გად­მოს­ცა. ორი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი აღი­ა­რე­ბუ­ლია აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­ულ მიდ­გო­მად ით­ვლე­ბა.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­გო­რით­მი დღეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, კლი­ნი­კუ­რი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს.

"ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტია ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ერთი კა­სი­რი­ვი­მა­ვი/იმ­დე­ვი­მა­ბი, რო­მე­ლიც არის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს მი­ი­ღე­ბენ კლი­ნი­კე­ბი ვინც ჩარ­თუ­ლია კო­ვი­დის მარ­თვა­ში. გა­წე­რი­ლია დე­ტა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბის ინ­სტრუქ­ცია, ძი­რი­თა­დად ეს არის პა­ცი­ენ­ტე­ბი ვი­საც პროგ­ნო­ზუ­ლად აქვთ დამ­ძი­მე­ბის უფრო მა­ღა­ლი რის­კი სხვა პა­ცი­ენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, მა­გა­ლი­თად 65 წლის მქო­ნე პი­რე­ბი, ასე­ვე პი­რე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ჭარ­ბი წონა, ჰი­პერ­ტენ­ზია, ან რა­ი­მე სხვა თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა და ამას­თა­ნა­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენ­ტში.

ასე­ვე მე­ო­რე ჯგუ­ფი - ბამ­ლა­ნი­ვი­მა­ბი/ეტე­სე­ვი­მა­ბი ნაჩ­ვე­ნე­ბია შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე, ძი­რი­თა­დად ეს იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტი რო­მელ­საც შე­საძ­ლოა სჭირ­დე­ბო­დეს მკურ­ნა­ლო­ბა კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში, ან ბი­ნა­ზე. ოჯა­ხის ექი­მე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ ამ პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, ვი­საც ასა­კის ან თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო მა­ღა­ლი აქვს დამ­ძი­მე­ბის რის­კი და შემ­დეგ მოხ­დე­ბა ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე, ვიდ­რე იქ­ნე­ბა მძი­მე სუ­რა­თი გა­მო­ხა­ტუ­ლი, მო­ნოკ­ლო­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­ო­რე­ბა.“ - აღ­ნიშ­ნავს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "კა­სი­ვი­რი­მა­ბი“/ "იმ­დე­ვი­მა­ბი“ სა­ქარ­თვე­ლოს გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ გად­მოს­ცა. თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პრე­პა­რატს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა აქვს მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­დე­საც პროგ­ნო­ზუ­ლად დამ­ძი­მე­ბის რის­კია და სწო­რედ ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას უწყობს ხელს. ეს პრე­პა­რა­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ვა­დის შე­მოკ­ლე­ბის კუ­თხით.

აშშ-ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი "ბამ­ლა­ნი­ვი­მა­ბი“/“ეტე­სე­ვი­მა­ბის“ და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, რის­კჯუ­ფებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის, და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის, ასე­ვე სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვის უმკურნალებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულებით? - ჯანდაცვის სამინიტროს გადაწყვეტილება

ვის უმკურნალებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულებით? - ჯანდაცვის სამინიტროს გადაწყვეტილება

კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია, მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეპარატები ქვეყანას გერმანიისა და აშშ-ს მთავრობამ გადმოსცა. ორივე მედიკამენტი აღიარებულია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები COVID-19-ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიდგომად ითვლება.

მედიკამენტების გამოყენების ალგორითმი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს.

"ორი განსხვავებული პრეპარატია ხელმისაწვდომი, ერთი კასირივიმავი/იმდევიმაბი, რომელიც არის ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. აღნიშნულ პრეპარატს მიიღებენ კლინიკები ვინც ჩართულია კოვიდის მართვაში. გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია, ძირითადად ეს არის პაციენტები ვისაც პროგნოზულად აქვთ დამძიმების უფრო მაღალი რისკი სხვა პაციენტებთან შედარებით, მაგალითად 65 წლის მქონე პირები, ასევე პირები, რომელთაც აქვთ თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია, ან რაიმე სხვა თანხმლები დაავადება და ამასთანავე, საყურადღებოა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის მომენტში.

ასევე მეორე ჯგუფი - ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი ნაჩვენებია შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე, ძირითადად ეს იქნება პაციენტი რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდ სასტუმროში, ან ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ ამ პირების იდენტიფიცირებას, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების გამო მაღალი აქვს დამძიმების რისკი და შემდეგ მოხდება ამ პაციენტებისთვის, დაავადების ადრეულ ეტაპზე, ვიდრე იქნება მძიმე სურათი გამოხატული, მონოკლონების ადმინისტრიორება.“ - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "კასივირიმაბი“/ "იმდევიმაბი“ საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა. თამარ გაბუნიას თქმით, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აქვს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, როდესაც პროგნოზულად დამძიმების რისკია და სწორედ ამის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი მნიშვნელოვანია სიკვდილობის შემცირების და ჰოსპიტალიზაციის ვადის შემოკლების კუთხით.

აშშ-ის მიერ მოწოდებული "ბამლანივიმაბი“/“ეტესევიმაბის“ დაავადების საწყის ეტაპზე, რისკჯუფებში გამოყენება და ჰოსპიტალიზაციის, დაავადების მძიმე ფორმის ჩამოყალიბების თავიდან აცილების, ასევე სიკვდილობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.