მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციები მობილობას ძალიან ზრდის, აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და რისკი დარჩება“ - თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა
"აქციები მობილობას ძალიან ზრდის, აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და რისკი დარჩება“ - თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თუ­ლი კლი­ნი­კუ­რი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა მი­მო­ი­ხი­ლა. გა­ბუ­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, ვი­თა­რე­ბა მძი­მეა, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ნა­კა­დის მარ­თვა ჯერ­ჯე­რო­ბით და­მა­ტე­ბი­თი სა­ვე­ლე რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­კა­დის მარ­თვა ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა იმა­ტებს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 330-ს გა­და­ა­ჭარ­ბა ამ დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­მა­ტე­ბი­თი სა­ვე­ლე რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბის გა­რე­შე. ბი­ნა­ზე ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. ასე­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით კი­დევ არის კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რა­დაა დატ­ვირ­თუ­ლი. ასე­ვე მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე დღე ჯერ კი­დევ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ აქ­ტი­უ­რად იმარ­თოს პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დე­ბი. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს უსას­რუ­ლო ვერ იქ­ნე­ბა და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რად­გან რე­ა­ლუ­რად, ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ეს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

გარ­და ამი­სა, გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბის სა­კი­თხზეც. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გა­ნი­ხი­ლავს აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს და და­ზუს­ტდე­ბა ვა­დე­ბი, რო­დის შე­მო­ვა ძა­ლა­ში კო­ვიდ პას­პორ­ტი.

"ჯერ­ჯე­რო­ბით "მწვა­ნე საშ­ვის“ მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში დიდი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­თვის და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. ამას უნდა ჰქონ­დეს უფრო ფარ­თო ხა­სი­ა­თი, რო­გორც ეს არის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

ჩვენ ახა­ლი ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა არ გვჭირ­დე­ბა. "მწვა­ნე საშ­ვის“ მე­ქა­ნიზმს ახ­ლავს მთე­ლი რიგი ეთი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი, თა­ვი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რა­ზეც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში უკვე ყვე­ლა­ნა­ი­რად მზად იქ­ნე­ბა. ახლა მთა­ვა­რია, რომ პირი, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეპი­დე­მი­უ­რად სა­რის­კო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, იყოს ეპი­დე­მი­უ­რად უსაფრ­თხო - ეს არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის არ­ჩე­ვა­ნი, ტეს­ტი­რე­ბის სა­კი­თხი.

არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლით კო­ვიდ პას­პორ­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იქ, სა­დაც საქ­მე ეხე­ბა გარ­თო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ასე­ვე სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში, სას­ტუმ­რო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, მაგ­რამ კო­ვიდ პას­პორ­ტი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბა­ზი­სუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად - სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის თე­მა­საც შე­ე­ხო. მისი თქმით, მსგავ­სი ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი ძა­ლი­ან ზრდის მო­ბი­ლო­ბას. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აქ­ცი­ებ­ზე პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი არ მოქ­მე­დებს.

"დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკვე და­წე­სე­ბუ­ლია. რაც არ უნდა და­წეს­დეს და­მა­ტე­ბით, თუ არ აღ­სრულ­და, რა თქმა უნდა, შე­დეგს არ მოგ­ცემს.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ებს, აქ­ცი­ე­ბი მო­ბი­ლო­ბას ძა­ლი­ან ზრდის. აქ­ცი­ე­ბი შე­ზღუდ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რად­გან თან სდევს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის რის­კი და ეს რის­კი დარ­ჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მა­რა­თო­ნი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

"მა­რა­თო­ნი უნდა გაგ­რძელ­დეს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­რა­თო­ნის შე­დე­გად სოფ­ლებ­ში აიც­რა. მა­რა­თო­ნი გაგ­რძელ­დე­ბა დიდ ქა­ლა­ქებ­შიც და თა­ვის შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვცემს. ყვე­ლა ინ­ტერ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა, ერ­თმა­ნეთს ემა­ტე­ბა და აძ­ლი­ე­რებს პრო­ცესს“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ, ასე­ვე, გან­მარ­ტა, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ე.წ. ბუს­ტერ დო­ზის ჩა­ტა­რე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, 50 წლის ზე­მოთ, ნე­ბის­მი­ერ პირს, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ რა­ი­მე თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, შე­უძ­ლი­ათ აიც­რან, თუ მათი მე­ო­რე აც­რი­დან გა­სუ­ლია უკვე 6 თვე.

"ბუს­ტერ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ახლა ასე­თი რე­გუ­ლა­ცია არ­სე­ბობს- 50 წლის ზე­მოთ ნე­ბის­მი­ერ პირს, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ რა­ი­მე თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი, თუ ისი­ნი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ით, შე­უძ­ლი­ათ, დღეს­ვე მი­ვიდ­ნენ ამცრელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თუ მათი მე­ო­რე აც­რი­დან უკვე 6 თვეა გა­სუ­ლი.

ანუ, 6 თვის თავ­ზე შე­უძ­ლი­ათ მი­ვიდ­ნენ და გა­ი­კე­თონ აცრა იმ ვაქ­ცი­ნით, რომ­ლი­თაც პირ­ვე­ლი, ორი აცრა ჩა­ი­ტა­რეს ან პირ­ვე­ლი ორი აც­რით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის ნაც­ვლად, გა­ი­კე­თონ მე­სა­მე "ბუს­ტერ“ დოზა "ფა­ი­ზე­რით“. თუ პირი აც­რი­ლია 2 დოზა "ფა­ი­ზე­რით“, მას შე­უძ­ლია მე­ო­რე აც­რი­დან 6 თვის შემ­დეგ მე­სა­მე "ფა­ი­ზე­რის“ აცრა გა­ი­კე­თოს, თუ აც­რი­ლია 2 დოზა "სი­ნო­ფარ­მით“, 6 თვის შემ­დეგ შე­უძ­ლია გა­ი­კე­თოს "სი­ნო­ფარ­მის“ მე­სა­მე დოზა ან გა­ი­კე­თოს "ფა­ი­ზე­რის“ მე­სა­მე დოზა, თუკი, მას "ფა­ი­ზე­რის“ დო­ზის გა­კე­თე­ბა ურ­ჩევ­ნია. "სი­ნო­ვა­კის“ შემ­თხვე­ვა­შიც ზუს­ტად იგი­ვე სქე­მაა.

ამ კვი­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, ხომ არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი გა­ფარ­თოვ­დეს და მო­იხ­სნას ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი. მა­გა­ლი­თად, მწე­ვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ნი­ლია, რომ "ბუს­ტერ“ დო­ზის ეფექ­ტუ­რო­ბა მა­ღა­ლია. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ასა­კობ­რი­ვად გავ­მიჯ­ნოთ მწე­ვე­ლი არამ­წე­ვე­ლის­გან. ამ­დე­ნად, რე­კო­მენ­და­ცია შე­იძ­ლე­ბა გავ­ცეთ, რომ პირს თუ აქვს რა­ი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, მან უნდა ჩა­ი­ტა­როს "ბუს­ტერ“ დოზა და ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის პირს თა­ვად შე­უძ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა“-გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთინო
2

თქვენ ! უნამუსოებო! ეხლა ამბობთ ამას? თქვენი არ სჯერა ხალხს. თქვენ ხართ ცრუპენტელები. ვაი რომ აცრა საჭიროა! თქვენ ხორცმეტებო ქვეყანას ზიანს აყენებთ. მოსცილდით ქვეყნის სამართავ თანამდებობებს! ხალხი ცოდოა.

იკაკუნა
2

ყბაჩო, ვერ უთხარი ოცნებას? მშივრებით და "დაქვეითებულ იმუნიტეტიანი" ხალხით რომ გაავსეს ქალაქი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"აქციები მობილობას ძალიან ზრდის, აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და რისკი დარჩება“ - თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა

"აქციები მობილობას ძალიან ზრდის, აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და რისკი დარჩება“ - თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული კლინიკური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება მიმოიხილა. გაბუნიას შეფასებით, ვითარება მძიმეა, თუმცა ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი.

"ჯერჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა - 330-ს გადააჭარბა ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები. თუმცა, ბუნებრივია, ეს უსასრულო ვერ იქნება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება, რადგან რეალურად, ამ სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია“,- განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა კოვიდ პასპორტების საკითხზეც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს აღნიშნულ საკითხს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში კოვიდ პასპორტი.

"ჯერჯერობით "მწვანე საშვის“ მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში დიდი კონფერენციებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში და ევროპის ქვეყნებში.

ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. "მწვანე საშვის“ მექანიზმს ახლავს მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, თავისი ტექნიკური აღსრულების ნაწილი, რაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანებში უკვე ყველანაირად მზად იქნება. ახლა მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო - ეს არის ვაქცინაციის არჩევანი, ტესტირების საკითხი.

არსებული მოდელით კოვიდ პასპორტი გამოიყენება იქ, სადაც საქმე ეხება გართობის ღონისძიებებს, ასევე სარესტორნო ბიზნესში, სასტუმროების უსაფრთხოება, მაგრამ კოვიდ პასპორტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროებების შემთხვევაში, მაგალითად - სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საპროტესტო აქციების თემასაც შეეხო. მისი თქმით, მსგავსი ხალხმრავალი შეკრებები ძალიან ზრდის მობილობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს.

"დღეს მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც უკვე დაწესებულია. რაც არ უნდა დაწესდეს დამატებით, თუ არ აღსრულდა, რა თქმა უნდა, შედეგს არ მოგცემს.

რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინაციის მარათონი მომავალშიც გაგრძელდება.

"მარათონი უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, რომელიც მარათონის შედეგად სოფლებში აიცრა. მარათონი გაგრძელდება დიდ ქალაქებშიც და თავის შედეგს აუცილებლად მოგვცემს. ყველა ინტერვენცია, რომელიც ამ მიმართულებითაა, ერთმანეთს ემატება და აძლიერებს პროცესს“,- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ, ასევე, განმარტა, რა შემთხვევაში შეუძლიათ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 50 წლის ზემოთ, ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ აიცრან, თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე.

"ბუსტერთან“ დაკავშირებით ახლა ასეთი რეგულაცია არსებობს- 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და მომატებული რისკი, თუ ისინი დაინფიცირდებიან კოვიდ ინფექციით, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში, თუ მათი მეორე აცრიდან უკვე 6 თვეა გასული.

ანუ, 6 თვის თავზე შეუძლიათ მივიდნენ და გაიკეთონ აცრა იმ ვაქცინით, რომლითაც პირველი, ორი აცრა ჩაიტარეს ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად, გაიკეთონ მესამე "ბუსტერ“ დოზა "ფაიზერით“. თუ პირი აცრილია 2 დოზა "ფაიზერით“, მას შეუძლია მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ მესამე "ფაიზერის“ აცრა გაიკეთოს, თუ აცრილია 2 დოზა "სინოფარმით“, 6 თვის შემდეგ შეუძლია გაიკეთოს "სინოფარმის“ მესამე დოზა ან გაიკეთოს "ფაიზერის“ მესამე დოზა, თუკი, მას "ფაიზერის“ დოზის გაკეთება ურჩევნია. "სინოვაკის“ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სქემაა.

ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ხომ არ არის მიზანშეწონილი გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ "ბუსტერ“ დოზის ეფექტურობა მაღალია. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება გავცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს "ბუსტერ“ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირს თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება“-განაცხადა გაბუნიამ.