ვაკის რაიონში, ვაკის პარკის მიმდებარედ (ჭავჭავაძის 74/76) ინოვაციურმა სავაჭრო სივრცემ „მულტიმ“ ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცე აერთიანებს როგორც სასურსათო, ისე საყოფაცხოვრებო ქიმია-ჰიგიენის, ფარმაციის, საკანცელარიო, აქსესუარებისა და წიგნების, საბავშვო სათამაშოებისა და სამეურნეო პროდუქციის მაღაზიებს. მისი მთავარი ინოვაციურობა ერთი სალაროს პრინციპში მდგომარეობს. სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია ერთ სივრცეში, ერთი სალაროს პრინციპით შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ ეტაპზე „მულტიში“ წარმოდგენილია ისეთი ცნობილი, წარმატებული ბრენდები როგორიცაა: „სპარი“, „ალკორიუმი“, „სუფთა სახლი“, „ფარმადეპო“, „ნოსტე“, ბრიკორამა“, „ბიბლუსი“, კაფე „პიატო“ და „იქს ეს სათამაშოები“.
„მულტის“ უნიკალურობის კიდევ ერთი დასტური ე. წ. ვალეტ სერვისია, რომელიც მანქანის პარკირების პრობლემას სრულად აგვარებს. ამ მომსახურების ფარგლებში დატოვებთ მანქანის გასაღებს, მშვიდად შეიძენთ საყიდლებს „მულტიში“ და სავაჭრო სივრციდან გამოსვლამდე დისტანციური სასიგნალო ღილაკის საშუალებით მიანიშნებთ, რომ გასვლას აპირებთ. შედეგად, გასვლისას ავტომობილი გასასვლელ კართან დაგხვდებათ.
ერთი სალაროს პრინციპისა და ვალეტ სერვისის პარალელურად, „მულტის“ უპირატესობა მისი ხელსაყრელი მდებარეობაა. საბოლოოდ, „მულტიში“ შოპინგით თქვენ მნიშვნელოვნად დაზოგავთ დროს სხვადასხვა ტიპის საყიდლებზე.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მოქნილ სერვისზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა ახალი ბრენდი „მულტი“, რომელიც მომხმარებლის კომფორტისთვის შექმნილ მცირე ეკოსისტემაა. ანალოგიური ინოვაციური სავაჭრო სივრცეების გახსნა ეტაპობრივად თბილისის სხვა უბნებშიც იგეგმება.
მომხმარებელს, ვისთვისაც დროისა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვანია, „მულტის“ მიტანის სერვისით სარგებლობაც შეუძლია.